"ყოჩების" მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძე გუნდის მზადებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს
საქართევლოში 52 წლის წინ პირველი სარაგბო გუნდი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა. მოგვიანებით, ეს უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს მოწინავე გუნდებს "ლოკომოტივსა" და "დინამოს" შესანიშნავი მორაგბეებით უხვად ამარაგებდა. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძველმა კლუბმა, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სახელი შეიცვალა. თბილისის "ყოჩები" ყოველთვის გამორჩეული, განსაკუთრებულად ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო. 1997 წელს "ყოჩებმა" დუბლი გაახერხეს, მომდევნო წელს კი ჩემპიონობა მეორედ იზეიმეს.

თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს "ყოჩებმა" დუბლი კიდევ ერთხელ შეასრულეს. მერე კლუბს საკმაოდ სერიოზული პატრონი, კომპანია "ვისოლი" გამოუჩნდა. თუმცა ბოლო წლებში საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას ვერაფრით ახერხებს. "ყოჩების" მზადებისა და მომავლის გეგმების შესახებ გუნდის მწვრთნელს, ლევან მგელაძეს ვესაუბრეთ:

- გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება უწინდელთან შედარებით გვიან, ნოემბრის ბოლოს დაიწყო. მორაგბეებს საერთო ფიზიკურ მომზადებაში ვავარჯიშებდით. ახლა ეს ეტაპი დასრულებულია და მოდანზე შევალთ. ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საწვრთნელ მატჩსაც გავმართავთ.

- ახალი სეზონის წინ "ყოჩებში" რა ცვლილებებია?

- გუნდი რამდენიმე მორაგბემ დატოვა, თემურ სოხაძე და ომარ ბალაშვილი პირველი ლიგის გუნდ "ბათუმი XV"-ში გადავიდნენ, ირაკლი დგებუაძემ ქუთაისის "აიას" მიაშურა, ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი კალმახელიძე კი მომავალ სეზონში "არმიის" ღირსებას დაიცავენ.

სამაგიეროდ, ჩვენი კლუბის ჭაბუკთა A ლიგიდან დავიმატეთ რამდენიმე ძალიან კარგი, იმედის მომცემი მოთამაშე. შეგახსენბთ, რომ ამ ლიგაში "ყოჩები" შარშან პირველ ადგილზე გავიდნენ. დავიმატეთ ასევე ჯემალ ვასაძე, რომელიც აქამდე მოსკოვის "სპარტაკში" თამაშობდა.

- "ყოჩები" საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში ლამის ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც სერიოზული, სტაბილური სპონსორი ჰყავდა...

- "ვისოლი" ახლაც ჩვენი სპონსორია. პარალელურად მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს და ვნახოთ რა გამოვა.

- კლუბის ინფრასტრუქტურა რა მდგომარეობაშია, სად ვარჯიშობს გუნდი?

- კვირაში რამდენიმე დღეს დიდ დიღომში "ვისოლის" სარაგბო ბაზაზე ვვარჯიშობთ, სხვა დღეებში კი ავჭალის სარაგბო სტადიონზე ხელოვნურსაფარიან მოედანს ვქირაობთ. ასე რომ, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.

- "ყოჩები" მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. წლეულს, როგორც უკვე თქვით, გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. შესაძლებელი იქნება ტრადიციის გაგრძელება?

- "ყოჩებიდან" ის მოთამაშეები წავიდნენ, რომლებიც ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატები არიან. ამიტომ, ცხადია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენი მიზანია, საპლეიოფო ოთხეულში მოვხვდეთ, მერე კი ვნახოთ. იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- ვინ მიგაჩნიათ ძირითად კონკურენტებად?

- რასაც ვუყურებ, ჩანს, რომ ყველა გუნდი გაძლიერდა. სათამაშო დონე გათანაბრდა. რაც შეეხება კონკრეტულად გუნდებს, "ლელომ" მოთამაშეთა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და სტაბილურად ითამაშებს. "ლოკომოტივმა" ორი გუნდი "ივერია" და შევარდენი" შეიერთა. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, კარგი მორაგბე დაიმატა. ამასთან ბავშვთა გუნდების დეფიციტიც შეავსო და ეს პრობლემა აღარ აქვს.

ქუთაისის "აიამ" დასავლეთ საქართველოს გუნდებიდან რამდენიმემ პერსპექტიული მოთამაშე დაიმატა. თანაც თვითონაც დაღვინდა, გაიზარდა, გამოცდილება მიიღო და, ვფიქრობ, მომავალ სეზონში ფავორიტი იქნება.

საგრძნობლად გაძლიერდა რუსთავის "ხარები". პალიკო ჯიმშელაძე და კახაბერ უჩავა საკმაოდ სერიოზული ძალაა. კარგი, ახალგაზრდული გუნდი იქნება "აკადემია". სერიოზული ამბიცია ექნება "არმიას", რომელმაც თითქმის ყველა გუნდიდან გადაიბირა კარგი მორაგბეები. რამდენადაც ვიცი, ცოტა მეტი პრობლემები აქვს "არმაზს".

ერთი სიტყვით, წინ სერიოზული ბრძოლები გველის. არადა, რადგან პარალელურად სქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვარ, ძირითადად მათ საწვრთნელ შეკრებებზე მიწევს მუშაობა. "ყოჩების" მზადების პროცესს კი ირაკლი გიორხელიძე ხელმძღვანელობს.

- რადგან 18-წლამდლები ახსენეთ, მათზეც გვითხარით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ახლახან ეს გუნდი საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა საფრანგეთში...

- დიახ, ალბისთან ახლოს, პატარა ქალაქ ლე გარეკში ვიყავით და სამი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ. "ალბის" 21-წლამდელთა გუნდთან ფრეს დავჯერდით, კარმოს რეგიონის 20-წლამდელთა ნაკრებს კი 50:0 მოვუგეთ, "ალბის", "ოშისა" და "ტარბის" 19-წლამდელთა ნაკრები 29:0 დავამარცხეთ.

სასარგებლო თამაშები იყო. ბევრი ხარვეზი დავინახეთ. მიუხდავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ მეტოქეები, ბევრი რამით მაინც უკმაყოფილო ვარ. არ მომეწონა ჩვენი უკანა ხაზის თამაში, ხელდახელ ბურთაობა ჩვენი რაგბის აქილევსის ქუსლია. მოთამაშეები კლუბებიდან დაბალი ტექნიკური არსენალით მოდიან. პრობლემები გვქონდა დერეფანში თამაშის დროსაც.

კეთილი სიტყვებით მინდა მოვიხსენიო საქართველოს ნაკრების ყოფილი კონსულტანტი ანრი ბრონკანი, რომელიც ამჟამად "ალბის" მთავარი მწვრთნელია. მისგან ყურადღება არ მოგვკლებია და ყველანაირად ცდილობდა დაგვხმარებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეკრებაზე დავიმატეთ საფრანგეთში მცხოვრები ორი ქართველი მორაგბე, გიორგი სორდია და თამაზ ოლქიაშვილი. მათ თავი კარგად წარმოაჩინეს და მომდევნო შეკრებზეც მოვიწვევთ, რომელსაც საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოვაწყობთ.

ევროპის ჩემპინატი კი საფრანგეთში, ქალაქ ტარბში გაიმართება და ჩვენი პირველი მეტოქე 16 აპრილს რუსეთის ნაკრები იქნება.

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"