საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, მაგრამ მკურნალობამ შედეგი სწრაფად გამოიღო
ლადო დვალიშვილი მოედანს დაუბრუნდა და ჰაიფას "მაკაბიში" ვარჯიშობს. ეს ამბავი გუშინ თავად ფეხბურთელისგან შევიტყვეთ.

როგორც ცნობილია, 24 წლის ქართველი თავდამსხმელი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების 9 თებერვლის შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე დაშავდა: 5 თებერვალს ისრაელის ჩემპიონატის შეხვედრაში "ბნეი სახნინთან" კუნთი დაეჭიმა და მოედანი ნაადრევად დატოვა. დვალიშვილს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, მაგრამ ერთთვიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო.

"ტრავმის შემდეგ მცირე ხანი ვისვენებდი, მერე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ორშაბათიდან კი გუნდთან ერთად - სრული დატვირთვით. ასე რომ, უკვე ჯანმრთელად ვარ და იმედია, ხორვატიასთან მატჩს მზადყოფნაში დავხვდები. მთავარია, მანამდე ფორმა აღვიდგინო", - გვითხრა დვალიშვილმა.

დვალიშვილმა 2011 წელი კარგად დაიწყო, გასული წლის დეკემბრიდან შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, სულ კი ისრაელის მიმდინარე ჩემპიონატში - ათი გოლი.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა