ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება მცირე სენსაციით დაიწყო
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება მცირე სენსაციით დაიწყო. ირლანდიის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მეოთხე ადგილზეა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, სტუმრად წააგო შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან - 22:27.

ამ მატჩის შედეგი სულ მთლად მოულოდნელიც არ ყოფილა. სპეციალისტების უმრავლესობას და "მერიფილდზე" შეკრებილ ქომაგებს "ნარშავების" გამარჯვების სჯეროდათ და მოუთმენლად ელოდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "სკოტებმა" დაცვაში "აუღებელი ციხე-სიმაგრე" ააგეს. პირველ ტაიმში მეტოქის სამი შეცდომიდან სამივე გამოიყენეს და 21:8 დაწინაურდნენ.

მასპინძელთა შორის, როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო ფულბეკი სტიურატ ჰოგი, რომელმაც ორი ლელო მიითვალა და ორივე მისი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო. შუამარბმა ალექს დანბარმა კი სულაც კარიკატურული ლელო გაიტანა. ის დერეფანში ჩადგა. ცხადია, ამას არავინ ელოდა, თუმცა შერკინების კვაჭმა ფრეზერ ბრაუნმა ბურთი სწორედ მას აუგდო. დანბარი ლელოში ისე შეიჭრა, წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

შესვენების შემდეგ ირლანდიამ თავისი თამაში იპოვა და 62-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდა - 22:21. "სამყურებისთვის" თამაში სწორედ აქ დასრულდა. "სკოტები" დარჩენილ 18 წუთში მაქსიმალურად ყურადღებით, უშეცდომოდ გაისარჯნენ და მეტოქეს ორი საჯარიმო გამოსტყუეს, რომელიც გუნდის ლიდერმა გრეგ ლაიდლოუმ ქულებად აქცია - 27:22.

"როცა მეტოქე ერთი ქულით დაწინაურდა, ვიფიქრე, თამაში ნოემბრის ტესტებზე ავსტრალიასთან წაგებული მატჩის სცენარით ვითარდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბიჭებმა ისწავლეს ძალის მოკრება, უფრო დაიხვეწნენ და შეხვედრის ბოლოსკენ მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს.

პირველ ტაიმში ჩვენ ვდომინირებდით, მეორეში - მეტოქე, მაგრამ მატჩის ბოლოს კონცენტრირება შევძელით. ავსტრალიასთან და არგენტინასთან დაძაბულ მატჩებს უკვალოდ არ ჩაუვლია. გუნდი აშკარად გაიზარდა და მივაღწიეთ იმას, რისკენაც ამდენი ხანია ბეჯითი შრომით მივდივართ" - თქვა შოტლანდიის ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა.

ინგლისის ნაკრებმა, რომელიც ამ ტურნირის ასევე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, გაჭირვებით მოუგო შინ, "თვიქნემზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდს - 19:16.

ეს გასაკვირი არცაა, რადგან "ლე ბლოს" ლონდონში 2005 წლის შემდეგ არ მოუგია. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გი ნოვე შესანიშნავ გუნდს აყალიბებს, რაც ფრანგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის რენომეს დაბრუნების საწინდარია.

როგორც მოსალოდნელი იყო, უელსის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა იტალიის ეროვნული გუნდი - 33:7. აღსანიშნავია, რომ "სკუადრა აძურამ" პირველი ტაიმი 7:3 მოიგო, მაგრამ უფრო მეტისთვის არც ძალა ეყო და არც ოსტატობა.

ექვსი ერი. I ტური

შოტლანდია-ირლანდია 27:22

შოტლანდია: 3ლ - ჰოგი (2), დანბარი. 3გ,2ს - ლაიდლოუ

ირლანდია: 3ლ - ირლზი, ჰენდერსონი, ჯეკსონი. 2გ,ს - ჯეკსონი

ინგლისი-საფრანგეთი 19:16

ინგლისი: ლ - ტეო. 4ს - ფარელი (3), დეილი. გ - ფარელი.

სინბინი: მეი

საფრანგეთი: ლ - სლიმანი. 3ს,გ - ლოპესი

იტალია-უელსი 7:33

იტალია: ლ - გორი. გ - კანა

სინბინი: ლოვოტი

უელსი: 3ლ - დევისი, ვილიამსი, ნორსი. 3გ,4ს - ჰალპფენი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. უელსი 1 1 0 0 +26 4 0

2. შოტლანდია 1 1 0 0 +5 4 0

3. ინგლისი 1 1 0 0 +3 4 0

4. საფრანგეთი 1 0 0 1 -3 1 1

5. ირლანდია 1 0 0 1 -5 1 1

6. იტალია 1 0 0 1 -26 0 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
დიდებული სანახაობა იუო.საციცოცხლოდ აუცილებელია ამ გუნდებთან ხშირი შეხვედრები,თორემ ვერასოდეს დავეწევით.
იტალიელმა მორაგბეებმა გაიხარეს - გამარჯვება 7 წლის შემდეგ [VIDEO]
ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა
ექვსი ერი. V ტურის წინ: უელსი მოსაგებად მზადაა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
"ბორჯღალოსნები" ედინბურგში დაბინავდნენ - ფრთხილად, შოტლანდიავ!
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!