მომავალ უქმეებზე ექვსი ერის გათამაშება მთავრდება და მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" სავარაუდო მეტოქეც გაირკვევა
მომავალ უქმეებზე ექვსი ერის გათამაშება მთავრდება. უელსის ნაკრები სტუმრად ეთამაშება საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. ამ მატჩში გამარჯვებული, დიდი ალბათობით, გათამაშებას მეორე ადგილზე დაასრულებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია შინ ინგლისთან წააგებს.

საფრანგეთისა და უელსის დაპირისპირებას სხვა დანიშნულებაც აქვს. თუ "წითელი ურჩხულები" მასპინძლებს 15 ქულაზე მეტით დაამარცხებენ, ფრანგები რეიტინგში მე-9 ადგილზე გადაინაცვლებენ. მათ პოზიციას კი არგენტინა დაიკავებს. შესაბამისად, მსოფლიოს თასის 2019 წლის წილისყრაში, რომელიც წლეულს 10 მაისს გაიმართება, ფრანგები მესამე კალათაში აღმოჩნდებიან. არგენტინა კი მეორეში გადაინაცვლებს.

ეს კი ნიშნავს, რომ ფრანგები ჩვენი მეტოქეები ვერაფრით იქნებიან. და თუ ასე არ მოხდა, მაშინ არგენტინელებს ავცდებით. მათ გარდა, ჩვენი მეტოქეები არ იქნებიან იტალია და იაპონია. სხვა დანარჩენი, ვინც პირველ ათეულშია (ფიჯის გარდა), მომავალ მსოფლიოს თასზე ყველა ჩვენი პოტენციური მეტოქეა.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობ ჰოულიმ უკვე დაასახელა საბრძოლო რაზმი. მასში მას ცვლილება არ შეუტანია. "წითელი ურჩხულები" "ლე ბლოს" პარიზში იმავე გუნდით დაუპირისპირდებიან, რომლითაც გასულ უქმეებზე შინ ირლანდიის ნაკრებს მოუგეს. აღსანიშნავია, რომ შერკინების კვაჭი კენ ოუენსი ეროვნულ გუნდში 50-ე კეპს მოიხვეჭს.

"აღფრთოვანებული ვარ ჩემი მორაგბეების თამაშით გასულ უქმეებზე ირლანდიის ნაკრებთან. ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ იმას, რომ ექვსი ერის ბოლო მატჩში იასპარეზონ. წინ სერიოზული მეტოქე გველის. საფრანგეთის ნაკრები საკუთარ კედლებში მუდამ კარგად თამაშობს. თუმცა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ კიდევ ერთხელ მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენოთ და მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ" - თქვა უელსის ნაკრების თავკაცმა რობ ჰოულიმ.

მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს შოტლანდიის ნაკრებსაც, რომელიც შინ აუტსაიდერ იტალიას ეთამაშება. "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა კონორ ოშიმ გუნდის შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. ტომაზო ბენვენუტიმ შუამარბი მიკელე კამპანარო შეცვალა. მესამე ხაზში სიმონე ფავარო მაქსიმ მბნადამ ჩაანაცვლა. მეორეხაზელმა ჯორჯო ბიაჯიმ ანდრის ფან სხალვიკის ადგილი დაიკავა. შერკინების კვაჭი ორნელ გეგა კი ლეონარდო ჯილარდინის შეცვლის.

იტალიელებს იმედი აქვთ, რომ ედინბურგში წარმატებას მიაღწევენ და "ხის კოვზით" დაჯილდოებას გადაურჩებიან.

უელსი

15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. სკოტ ვილიამსი, 11. ლიამ ვილიამსი, 10. დენ ბიგარი, 9. რის ვები. 1. რობ ევანსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტომას ფრენსისი, 4. ჯეკ ბეილი, 5. ალან ვინ ჯოუნზი, 6. სემ ვერბარტონი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. როს მორიატი.

16. სკოტ ბოლდუინი, 17. ნიკ სმითი, 18, სამსონ ლი, 19. ლუკ ჩარტერისი, 20. ტაულუპე ფალეტაუ, 21. გარეთ დევისი, 22. სემ დევისი, 23. ჯიმი რობერტსი

იტალია

15. ედუარდო პადოვანი, 14. ენჯელო ესპოზიტო, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. ლუკ მაკლინი, 11. ჯოვანიბატისტა ვენდიტი, 10. კარლო კანა, 9. ედუარდო გორი. 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ორნელ გეგა, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. მარკო ფუზერი, 5. ჯორჯო ბიაჯი, 6. მაქსიმ მბანდა, 7. აბრამ სტეინი, 8. სერჯო პარისე.

16. ლეონარდო ჯირლარდინი, 17. სამი პანიკო, 18. დარიო ჩისტოლინი, 19. ანდრის ფან სხალვიკი, 20. ფედერიკო რუზა, 21. ფრანჩესკო მინტო, 22. მარსელო ვიოლი, 23. ლუკა სპერანდიო

ექვსი ერი. V ტური

18 მარტი

საფრანგეთი-უელსი

შოტლანდია-იტალია

ირლანდია-ინგლისი

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი - 18 ქულა, 2. ირლანდია - 10, 3. საფრანგეთი - 10, 4. უელსი - 9, 5. შოტლანდია - 9, 6. იტალია - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიელმა მორაგბეებმა გაიხარეს - გამარჯვება 7 წლის შემდეგ [VIDEO]
ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა
ექვსი ერი. IV ტური: ინგლისი დიდ სლემს უმიზნებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ექვსი ერი: შვიდი ახალბედა ბევრია?
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ნოემბრის ტესტები: იაპონია თბილისში ჩამოსვლამდე არგენტინას დახვდება
იტალიელთა მწვრთნელი: ძალისმიერი საქართველოს ნაკრები პრობლემებს შეგვიქმნის
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო