14 თებერვალი დიდი დღეა
14 თებერვალი დიდი დღეა. დღე, როცა... უეფას ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფის მატჩებით განახლდება.

ამიტომ "ვალენტინობაზე" შეყვარებულებმა იფიქრონ, ფეხბურთის მოყვარულები კი ჩემპიონთა ლიგას დაელოდებიან, ახლა უკვე - გაორმაგებული ინტერესით.

რადგან გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მორიგი საჩუქარი მოუმზადა ფეხბურთის ქართველ ფანებს: 13 თებერვლიდან გაიყიდება ჩემპიონთა ლიგის გზამკვლევი და სტიკერების ალბომი, რომლითაც დეტალურ ინფორმაციას შეიტყობთ ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების შესახებ, გაეცნობით ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს, პლეი-ოფის კალენდარს, 1/8-ფინალში გასული გუნდების ისტორიას, სტატისტიკას, შემადგენლობებს...

და, რაც მთავარია, ყველა, ვინც სრულად შეავსებს ალბომს სტიკერებით, არამხოლოდ უნიკალური კოლექციის მფლობელი გახდება, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის სპეციალურ ბურთსაც მიიღებს საჩუქრად!

ვერ მიდიხარ ბარსელონაში ან მიუნხენში? ეგ არაფერი - "შენი" ჩემპიონების შეკრება საქართველოშიც შეგიძლია: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი პლეი-ოფის მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, შეავსე ალბომი უმაღლესი ხარისხის ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე საჩუქრად ჩემპიონთა ლიგის სპეციალური ბურთი.

მერე რა, რომ ქართული კლუბი არ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოში მაინც ბევრი ელის მოუთმენლად 14 თებერვლის საღამოს, როცა ლისაბონის და პარიზის სტადიონებზე ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი განახლდება. ოღონდ ფეხბურთი მხოლოდ სტადიონი არ არის და მით უმეტეს, არც - მხოლოდ ტელევიზორში ნანახი თამაში. ფეხბურთს აჟიოტაჟი სტადიონს მიღმაც უხდება.

მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვაგროვებდით საყვარელი გუნდების და ფეხბურთელების ფოტოებს. საღეჭ რეზინში ამოსული "ნაკლეიკა" ან ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი მაშინ უფრო ძვირად გვიღირდა, ვიდრე თანამედროვე მოზარდებს - Xbox-ის დისკი, ან სოციალურ ქსელში ასობით მოწონება... მაშინ დიდი საფეხბურთო ტურნირები ჩვენთვის ოფიციალურ გახსნამდე კარგა ხნით ადრე იწყებოდა.

ახლაც ასე იქნება, ოღონდ ახლა შვილებთან ერთად შევაგროვებთ უფრო ხარისხიან და მრავალფეროვან სტიკერებს. სხვაზე ადრე შევსების იმედით, დაიწყება სტიკერების გაცვლა-გამოცვლაც:

"მესის ზედმეტი სტიკერი მაქვს. გინდა, რონალდუში გაგიცვალო?"

"რონალდუ უკვე სამჯერ ამომივიდა. აი, ბუფონს თუ მომცემ, შემიძლია, ლევანდოვსკი ან სუარესი დაგითმო"...

ბავშვების ნუ გაგიკვირდებათ. დღესაც კი, ინტერნეტის ეპოქაში, ბავშვებს ტელევიზორში ან სოციალურ ქსელში ნანახ ბუფონს და ინიესტას ხელშესახები, თავიანთ ალბომში ჩაკრული მათი ფოტოები ურჩევნიათ. თუმცა, რატომ მხოლოდ ახალგაზრდებს? თუ ფეხბურთი გიყვარს და განსაკუთრებულად ქომაგობ ევროპის რომელიმე ნაკრებს, "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ უმაღლესი ხარისხის ალბომს გულგრილად ვერც შენ ჩაუვლი...

ნუ დაელოდები საყვარელი კლუბის თამაშის დღეს, მანამ მოემზადე ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის.

საქართველოშიც შეგიძლია "პატარა სანტიაგო ბერნაბეუს" ან "ნოუ კამპის" მოწყობა: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ჩემპიონთა მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, გაალამაზე ალბომი უმაღლესი ხარისხით ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე ჩემპიონთა ლიგის ბურთი!

ალბომის ფასი მხოლოდ 3 ლარია, სტიკერების პაკეტისა კი, რომელშიც სტიკერების ხუთი ბლოკი დევს - 1 ლარი.

კოლექციონერს შეუძლია, ცალკე შეიძინოს სტიკერების პაკეტები და ალბომში დარჩენილი ცარიელი ადგილები ეტაპობრივად შეავსოს. ალბომში სტიკერისთვის გამოყოფილი თითოეული ადგილი დანომრილია, ისევე, როგორც სტიკერები. შესაბამისად, კოლექციის მფლობელი იოლად მოუძებნის ადგილს პაკეტში მოთავსებულ სტიკერს.

13 თებერვლიდან ფეხბურთის ყველა მოყვარულს შეუძლია (და აუცილებლად მოუნდება!) ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილე 32 კლუბისა და მოთამაშეების 248 სტიკერის შეგროვება. მით უმეტეს, რომ ყველას, ვინც სრულად შეავსებს ალბომს, საჩუქრად გადაეცემა ჩემპიონთა ლიგის ბურთი!

საფეხბურთო ციებ-ცხელება საქართველოში ზაფხულს არ დაუცდის...

და ამაში 13 თებერვლიდან დარწმუნდები!

ავტორი: რატი შელეგია

გიო
გვაკლია 4 ცალი ვისაც გაქვთ 142,143,144,145 გაგიცვლით ან ვიყიდით
გიო
გვაკლია 4 ცალი ვისაც გაქვთ 142,143,144,145 გაგიცვლით ან ვიყიდით
გიო
ჩვენ 4 ცალი გვაკლია ვინმეს ხომ არ გაქვთ 142,143,144,145 გაგიცვლით ან ვიყიდით
lasha
ვინმეს თუ გსურთ ჩემპიონთა ლიგის სტიკერების გაცვლა ბევრი მაქვს და რომ გავცვალოთ მაკლია მხოლოდ 8 ცალი 78,79,80,81,94,95,96,97
ნიკა
სად უნდა მივიტანოთ შევსებული ჟურნალი?
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
"რაგბის მსოფლიო თასი 2019" და პროექტი, რომელიც გულშემატკივრობას უფრო აზარტულს გახდის
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეაგროვე ფეხბურთელების საკოლექციო ალბომი და მიიღე პრიზები