ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"კოლხეთში" სამი აფრიკელი ფეხბურთელია - სანაია ახალწვეულებით კმაყოფილია

"კოლხეთში" სამი აფრიკელი ფეხბურთელია - სანაია ახალწვეულებით კმაყოფილია

ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ნელ-ნელა სატრანსფერო ბაზარზეც გააქტიურდა
ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ნელ-ნელა სატრანსფერო ბაზარზეც გააქტიურდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას აზრით, ახალწვეულები გუნდს გამოადგებიან...

"ენდელაძესა და მოსემღვდლიშვილს ვიცნობდი. ცხადია, კენიელების დონე მაინტერესებდა. უკვე ორივე ჩამოვიდა, ფოთში გუნდთან ერთად ემზადებიან და ვარჯიშების დროს მათზე დაკვირვების საშუალება მქონდა. აფრიკელებით კმაყოფილი დავრჩი და მიმაჩნია, რომ ლაშა ჯაკობიამ კარგი ფეხბურთელები ჩამოიყვანა. ლუის ტერას "ნიცას" მეორე გუნდში უთამაშია და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით მაინც მარცხენა მცველი ერიკ უმა ოტიენო მომეწონა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. არ ვიცი, ბოლო წლებში საქართველოში რომელიმე ნაკრების მოქმედი ფეხბურთელი ჩამოსულა? არ დაგავიწყდეთ, რომ ფიფას ბოლო რეიტინგში ჩვენ კენიას ლამის 40 საფეხურით ჩამოვრჩებით", - ამბობს გელა სანაია.

მისივე თქმით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ კიდევ ერთი აფრიკელი ფეხბურთელი ჩამოიყვანა:

"ეს ფეხბურთელი სენეგალიდანაა, გვარად - დაფი. შემტევი ნახევარმცველია. მასზეც იმავეს თქმა შემიძლია, რაც კენიელებზე - საკმაოდ კარგი მოთამაშე ჩანს. ამავე დროს, უკრაინელი ვლადიმირ კორობკა დაგვიბრუნდა და ესეც კარგი ამბავია".

სენეგალელ ახალწვეულზე ლაშა ჯაკობია გველაპარაკა:

"დაფი სენეგალის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობდა. 3 წლის წინ მადრიდის "ატლეტიკო B"-ში ჩაირიცხა, მაგრამ დაშავდა და ესპანეთში სულ ორიოდე თამაშის ჩატარება მოასწრო. ამ ამბიდან მალე მადრიდელებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს და ისევ სენეგალის გუნდში დაბრუნდა.

როცა დაველაპარაკეთ გადმოსვლაზე, დაგვთანხმდა და იმედია, "კოლხეთს" დაეხმარება".

სანაიას თქმით, გუნდის მორიგი ახალწვეული გიორგი ბუხაიძეა - თავდამსხმელი, რომელმაც თავი 2015/16 წლების ჩემპიონატში თერჯოლის "საპოვნელაში" გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ თერჯოლელები მაშინ ლიგიდან გავარდნენ, სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა, რაც "საპოვნელას" გოლების 62,5 პროცენტს შეადგენდა. გარდამავალ ჩემპიონატამდე 24 წლის თავდამსხმელი "საბურთალომ" მიიწვია, მაგრამ დაშავდა და თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია:

"ბუხაიძის დამატებაზე სეზონის დასრულების შემდეგ ვფიქრობდით, რადგან საინტერესო და შედეგიანი თავდამსხმელია. მიხარია, რომ გიორგი ჩვენთან ითამაშებს".

ამიერიდან გუნდის მცველი გიორგი კილასონია მოგვარის, ფოთელთა კიდევ ერთი ახალწვეულის, ვარლამ კილასონია-უმცროსის მხარდამხარ ითამაშებს:

"ჩვენ ცენტრალური მცველი გვჭირდებოდა. რუსთაველებს ვთხოვეთ და შევთანხმდით, რომ ვარლამ კილასონია ჩვენთან გადმოვიდოდა. ახალგაზრდა კაცია, სადაც ითამაშა, საიმედოობით გამოირჩეოდა და მჯერა, გაგვაძლიერებს".

შეგახსენებთ, რომ ვარლამ კილასონია ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გია კილასონიას ვაჟია და "რუსთავის" გარდა, "ცხინვალსა" და ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

სანაიას თქმით, გუნდში მაინც რჩება პრობლემური პოზიცია:

"ფაქტობრივად, ჩვენი სატრანსფერო აქტიურობა დასრულდა. მხოლოდ თავდამსხმელის დამატება გვსურს და ახლა ვფიქრობთ, ეს პრობლემა როგორ მოვაგვაროთ. ცუდი ისაა, რომ სპონსორები არ გვყავს და ამის გამო სხვა გუნდებთან შედარებით საკადრო პრობლემების მოგვარების ნაკლები საშუალება გაგვაჩნია".

სანაია "კოლხეთის" სხვა პრობლემაზეც გველაპარაკა:

"ჩვენ საკუთარი სტადიონი და ბაზა არ გაგვაჩნია და სავარჯიშო მოედნის პოვნაც გვიჭირს. ბოლოს უფლება მოგვცეს, ფოთის "პარკი არენაზე" გვეთამაშა, მაგრამ თოვლის გამო რაგბის სტადიონზე ვერ შევდივართ".

კოლხების დამრიგებელმა მოსამზადებელი ეტაპის გეგმებიც გაგვიმხილა:

"სანამ საქართველოში ვემზადებით, საკონტროლო შეხვედრებს იმ გუნდებთან ვგეგმავთ, რომელთაც საკუთარი სტადიონი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი გააჩნიათ. ასეთ ზამთარში დასავლეთ საქართველოში ბუნებრივ საფარზე თამაში გამორიცხულია. მოკლედ, ამინდებზე ვართ დამოკიდებულები".

მალე "კოლხეთი" უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება:

"თურქეთში შეკრება 10 ან 12 თებერვლის შემდეგ იგეგმება. დეტალები და სპარინგპარტნიორების ვინაობა ახლა ზუსტდება. დიდი ალბათობით, ანტალიაში მოვემზადებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bbbb

ბუხიგოლი ფოტს გვეიმედები წარმატებები გოლები გოლები გოლები

• haha

სბორებზე თუ არ დახარჯე და არ მოემზადე, ეგრე არ გამოვა. მთავარია სწორად დახარჯო, მაყუთი არ მოტეხო და რაც მთავარია იქ ივარჯიშო დაუზოგავად. და კიდევ მარტო ადგილობრივებით ვერავის გაზრდი, 21-ე საუკუნეში რა დროს კარჩაკეტილობაა.

• CHEROELI

ქართველი და ადგილობრივი თავქუდმოგლეჯილები გარბიან აქედან ბურთის გაჩერებას რომ ისწავლიან მერე.ფეხბურთელი კიდე ბამბუკი არაა ერთ დღეში რომ გაიზარდოს.

• ani

ქართველები მიიყვანე და გაზარდე.

• pablito

barbare ერთ ორ კვირიანი ზბორებით მთელი ჩემპიონატი ვერ გაქაჩავ, უნდა ქონდეს ელემანტარული პირობები კლუბს და სავარჯიშოდ რაგბის მოედნას არ იხვეწებოდნენ, შარშან გაუმართლა კოლხეთს და კარგი შედეგი დადო მარა მეორედ და მესამედ ეგეთი სასწაულები აღარ ხდება ;) განა მე არ მინდა მათი წარმატება.

• barbare

გუნდი თუ კარგად არ მოემზადა სეზონისთვის ეს იქნება გასაკვირი და არა ის რომ ემზადებიან და ფულს ყრიან ზბორებში,ყოჩაგ კოლხეთი

• mmm

აფრიკელებში ფულის გადაყრას ადგილობრივი ათამაშეთ თქვენც სახსრებს დაზოგავთ და ისინიც თამაშს ისწავლიან

• pablito

გამაგიჟებენ ეს ქართული კლუბები რა :D წელი არ გავა კოლხეთს ფინანსური პრობლემა რო არ ქონდეს, კიდე სავარჯიშო მოედნების პრობლემა და ათასი სხვა, ესენი კიდე შეკრებებზე ნახევარ ბიუჯეტს ხარჯავენ უაზროდ.

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული

რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!