გორელები კლუბიდან გათავისუფლებული ადამიანების უკან დაბრუნებას ითხოვენ
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, საფეხბურთო კლუბ გორის "დილადან" ორი თანამშრომელი დაითხოვეს. კონკრეტულად ვინ და რა თანამდებობის პირები, უცნობია, თუმცა ამ ამბავმა გორელ გულშემატკივარში უკმაყოფილება რომ გამოიწვია, ფაქტია.

გულშემატკივრები კლუბიდან გათავისუფლებული ადამიანების უკან დაბრუნებას მოითხოვენ. მათი განმარტებით, ეს ორი პირი უკვე წლებია კლუბს ერთგულად ემსახურება და გაჭირვების პერიოდშიც არსად წასულა, სწორედ ამიტომ, ისინი ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდნენ.

გარდა ამისა, გორელები ინფორმაციის ნაკლებობასაც უჩივიან, რადგან კლუბის ოფიციალური საიტის განახლება არ ხდება. ეგ კი არა, "დილამ" "ლოკომოტივთან" ამხანაგური მატჩი რომ გამართა, ამის შესახებაც არაფერი დაწერილა. როგორც გულშემატკივრები აცხადებენ, ეს ყველაფერი ინვესტორის სურვილით ხდება.

შევიტყვეთ, რომ "დილას" გულშემატკივარსა და ებრაელ ინვესტორს შორის შეხვედრა შედგება. სწორედ ამ შეხვედრაზე მოითხოვენ გორელები კლუბში გათავისუფლებული ორი თანამშრომლის დაბრუნებას და ეცდებიან მიიღონ პასუხი კითხვაზე, თუ რატომაა ოფიციალური საიტი ასეთი პასიური.

maxo
დილას გაუმარჯოს
validas suli
ვლოცულობ გორის დილაზე
ნოვა ფოსტა
ბიუჯეტის ჭამიების იყო დილა: ფულის გაფლანგვა იცოდნენ. ეხლა კი საჭიროა ფულის გამომუშავება! დილას მენეჯმენტი გასაშვებია. საბიუჯეტო დილაში ბევრს ჰქონდა თავი შეფარებული - ისევე, როგორც ყველა ქართულ საბიუჯეტო გუნდებში. მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა აღარ არის დილა და არც თავშესაფარია! ეს ფანებმაც უნდა გაიგონ. თუ დილა წარმატებული გინდათ, ინვესტორებს ნუ მოახვევთ თავს ბიუჯეტიჭამიებს და თავშეფარულებს. მხოლოდ თავდაუზოგავად მომუშავე პროფესიონალები მოუტანენ დილას წარმატებას. და კოკაიას ხალხი დილაზე ლაპარაკს მორჩებიან.
თედო
ვინ გაუშვეს არ ვიცი მარა ბევრი გასაშვები და მუქთახორა როა კლუბში .... ფაქტია.რაც შეეხება ინფორმაციის ნაკლებობას თუ ინვესტორი კრძალავს არ გააშუქოთო ეს ძალიან ცუდია,თუ კარტოზია ეკიდება გულგრილად გასაშვებია მა რა არი.ვაცალოდ ცოტახანი იმედია შეიგნებენ და გულშემატკივრის აზრს გაითვალისწინებენ
dinamo
დილაში ვინ წყვიტავ რამეს ის მაინც თუ იცით, მენეჯერი ან დირექტორი ყაავს გუნდს???
dila
საქართველო დაანგრია და დაანაწილა ზუსტად ისეთმა რეპლიკებმა როგორიც არის კუთხურ ასპექტებზე ხაზის გასმა, რა შუაშია მართლა გორელები ხართ და ა.შ. უზრდელები ხართ ვინც მსგავს კომენტარებს აკეთებთ და ვაი პატრიოტები
gia
საიტი მარტლა პასიურია,ამას ყველა ხედავს.სხვა რა პრობლემაა,გაუშვეს და სწორეც გააკეტეს,მუქტახორები და არაფრისმქნელი ხალხი არ არი საჭირო.გაიხსენეთ შირაქთან სამარცხვინო პაექრობა.რა გუნდი გამოიყვანეს ევროასპარეზზე...თითქოს მართლა პატრონი არ ყოლია დილას,ქუჩიდან შეგროვილი კამანდა...
qutaiseli
და გორის დილა თუ უკანონოთ იყო დატოვებული უმაღლესში ეს არ ვიცოდი რაც შეეხება სირცხვილს კობიაშვილს კიარა იმათ უნდა რცხვენოდეს ათი წელი რო ანადგურებდენ ფეხბურთს და ზოგიერთები ტაშოს კვრის მეტს როარაფელს აკეთებდენ ბათუმში იმხელა სტადიონი დაანგრიეს და ამ დროს ხალხი ჭურში იჯდა არავითარი პროტესტი.კობიაშვილს კიდე სამარცხვინო არაფელი ჭირს ის არის წესიერი ადამიანი რასაც ზოგიერთი ეტყობა ვერიტანს ისე სად გორის დილა და მისი ინვესტორი სად კოკაია და ზესტაფონი.გორელებს ვურჩევ მეგობრულად დაანებეთ მაგ ინვესტორს თავი და მიხედავს გუნდს არუნდა მიტინგები და პროტესტები რადგან მოკიდენ მაგ გუნდს ხელი ესეიგი იციან რაცუნდა აკეთონ თუარადა ადექით და თქვენ თვითონ მიხედეთ გუნდს და დაასაქმეთ ვინც გინდათ.
1-ს
რა უკანონოდ დაუშვეს, რა კობიაშვილმა დაუშვა დილა...?
vaxvax
რიგითი თანამშრომლის გათავისუფლებას,რომ აპროტესტებთ,მთავარი მწვრთნელის გადაყენებაზე ენაც არ დაგისველებიათ.მართლა გორელები ხართ
1
ეს ის ინვესტორია, რომლის ხათრითაც კლუბი უკანონოდ დაუშვეს უმაღლეს ლიგაში? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ნეტავ თუ არ რცხვენია კობიაშვილს.კოკაია არ ყოფილა ინვესტორი და ესენი ყოფილან.
პატა ფლავისმანაშვბილ-ტყვიავსკი
გორელი და არა მარტო გორელი გულშემატკივარი ითხოვდა და ითხოვს ინვესტორების შემოსვლას გუნდებში და მართლებიც არიან. თუმცა რა გამოდის! შემოვიდა გუნდში ინვესტორი და როცა ჯერ მუშაობაც არ დაუწყია ნორმალურად, უკვე ერევიან მის საქმიანობაში. ორი თანამშრომელი კი არა, შეიძლება მთელი გუნდი დაითხოვოს მეპატრონემ კანონის ფარგლებში. ასე ხდება გრანდებშიც კი. ასე რომ გორერლებო, დროა შუა ქუჩაში სიარულს შეეშვათ და ლოგიკურად შეაფასოთ სიტუაცია. შედეგს მაინც დაელოდეთ თქვე დალოცვილებო. საკითხავი აქ ისაა, რატომ ყოფილი ნთავარი მწვრთნელის (სამწუხაროდ გვარი დამავიწყდა)გადაყენება არ გააპროტესტეთ?
აკაკი
არა მარტო ორი თანამშრომელი ახალგაზრდული ასაკების დამხმარე მწვრთნელებიც სამსახურის გარეშე რჩებიან. იმიტომ რომ ახალგაზრდული ასაკის განვითარება პრიორიტეტი არ არის ინვესტორებისთვის. ახალგაზრდული ასაკევი მხოლოდ ლიცენზიის ასაღებად ჭირდებათ.
qutaiseli
და ამ ინვესტორმა ეს ხალხი როარ დააბრუნოს უკან გუნდში მერე რა ხდება.
გოროდ გორი
ძალიან სამწუხაროა როდესაც კლუბიდან ვინმეს უშვებენ, მაგრამ ეს გარდაუვალი საკითხია ჩემი აზრით. დილას ეფექტურობის გასაზრდელად მტკივნეული რეორგანიზაციაა საჭირო. რაც შეეხება ინფორმაციის ნაკლებობას ეს კი მართლაც პრობლემაა და ძალიან ცუდია ინვესტორი თუ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. მაქსიმალური გახსნილობის გარეშე მედიასა და გულშემატკივრებთან არაფერი გამოვა. შეხედეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს მაქსიმალურად ცდილობენ ხალხი საკუთარი თავით დააინტერრესონ და ჩვენ კიდევ ვისაც გვაინტერესებს იმათაც ჭურში გვამყოფებენ.
dila
გააჩნია ვინ გაუშვეს, მე მაგალითად 5 გავუშვებდი დილადან ისე რომ ბევრს გაეხარდებოდა, მინდა ერთი ის ავღნიშნო და მოვუწოდო ვითომ გულშემატკივრებს, როცა კლუბი მერიის ბალანსზე იყო და კლუბს არ აფინანსებდნენ რატომ არ გამოხვედით და არ გააპროტესტეთ, სად იყავით დამალულები?! აცადეთ ამ ხალხს გუნდი გამოიყვანონ კრიზისიდან და მერე გამოთქვით პრეტენზიები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
[VIDEO] ქურთი მებრძოლის სითავხედემ გააღიზიანა - ცარუკიანი ღონისძიებიდან გააგდეს
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა