გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ორი მატჩი. გორის დილამ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, ამჯერად გაგრას აჯობა; დინამო თბილისისა და წყალტუბოს სამგურალის შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

დინამო თბ 1:1 სამგურალი

დაძაბული თამაში და ფრე. გოლები მეორე ტაიმის ცხრაწუთიან მონაკვეთში გავიდა. ჯერ სამგურალი დაწინაურდა, კერძოდ, დემურ ჩიხლაძის გრძელი პასის მერე ბრაზილიელი ველისონი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და ძლიერი დარტყმით გაუტანა გიორგი ლორიას. ველისონის მეორე მატჩი და მეორე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

დინამოელებმა მალე გაათანაბრეს: ლორიამ 70-მეტრიანი პასი გააკეთა, თორნიკე მორჩილაძემ დაიმორჩილა ბურთი, მეკარესაც გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა - 1:1.

ისევ ლორიაზე: დინამო თბილისმა მას პრიზად გადასცა ჩარჩოში ჩასმული 198-ნომრიანი მაისური. ამდენი მატჩი მოუგროვდა გიორგის დინამოს სახელით. რეკორდია ჩატარებული თამაშების მიხედვით.

გაგრა 0:1 დილა

გორელებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგეს და ერთი ქულითღა ჩამორჩებიან ლიდერ იბერია 1999-ს. ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გავიდა: შოთა შეყილაძე მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში, კარგი პასით მოძებნა ჟან-მარკ ტიბუე და ფრანგმაც ზუსტი დარტყმით გაიტანა. სხვათა შორის, ამ მომენტამდე რამდენიმე წამით ადრე გაგრას ჰქონდა მაგარი მომენტი... მათ ვერ გამოიყენეს, დილამ კი გამოიყენა.

გაგრასთვის ეს ზედიზედ მესამე წაგებაა. გუნდი მეშვიდე ადგილზეა.

erovnuliliga.ge

საქართველოს ჩემპიონატს პროფლიგა ატარებდა,მაგრამ დაიშალა და ჩემპიონატი რომ არ ჩაშლილიყო,ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღო,მისი ჩატარება.თუ პროფლიგა აღდგება,ფედერაცია იმ წამსვე გადააბარებს ამ საქმეს.ამის შესახებ,მათ რამდენჯერმე აქვთ გამოცხადებული.კლუბების დაფინანსება რომ შეწყვიტონ,ეს ნიშნავს,რომ ნახევარზე მეტი კლუბები დაიშლება და ჩემპიონატიც ჩაიშლება.ეს იძულებითი ნაბიჯია,რომლითაც ბევრი ითბობს ხელს,მაგრამ რომ შეაჩერონ,ეს სულმთლად კატასტროფა იქნება,ქართული ფეხბურთისათვის.სპორტული მენეჯმენტი არ გვაქვს საქართველოში და ამის გამო გვჭირს,რაც გვჭირს.ფულს ნორმალურად ვერ განკარნავენ,ნაწილს ჯიბეში იდებენ,მაწილს კი არაეფექტურად ხარჯავენ,მაგრამ ამის ხარჯზე კლუბები როგორღაც მაინც არსებობენ და ავად თუ კარგად,იქ ახალგაზრდობაც იღებს სათამაშო პრაქტიკას,უფრო მდიდარ კლუბებსა თუ ქვეყნებში გადასასვლელად.ამაზე დგას,დღევანდელი ქართული ფეხბურთი.
tngh
ლაცაბიძის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა!!!
ძირს ფედერაცია!
ძირს კობიაშვილი და მისი ბანდა, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია მოკალათებული და ხრავენ ხალხის ფულს! წადით, გადაშენდით მაგ თქვენს მძ*ნერ-ლიგასთან ერთად! სასწრაფოდ შეიქმნას პროფლიგა, ვინც დამოუკიდებლად ჩაატარებს ეროვნულ პირველობას, აიკრძალოს ბიუჯეტიდან (ჩვენი ფულით) კლუბების დაფინანსება და ყველა კლუბი კერძო გახდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"დინამო ბათუმმა" "გარეჯს" მოუგო
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
მე-20 ტური დაიწყო: ორი მატჩი, ორი ფრე
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა