ამ თამამი აქციის მიზანი ქვეყანაში გასამართი ნაციონალური ლატარეისადმი მოქალაქეთა ყურადღების მიპყრობაა
სპორტის საწყლოსნო სახეობებში ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლებმა, რომლებიც ლონდონის 2012 წლის თამაშების წინ მედლების მოლოდინში ხელებს იფშვნეტენ, საცურაო აუზში ეროტიკული ფოტოსესია გამართეს.

ამ თამამი აქციის მიზანი კი ერთობ უწყინარი განზრახვა - ქვეყანაში გასამართი ნაციონალური ლატარეისადმი მოქალაქეთა ყურადღების მიპყრობა იყო, რომელიც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობას აფინანსებს.

აუზში ჩაყურყუმალავებულ შიშველ გოგონებს თვალყურს ორი მყვინთავი ადევნებდა, რომლებიც ჟანგბადის ნიღბებით ჩნდებოდნენ ხან ერთ და ხან მეორე სპორტსმენთან. წყალქვეშ გოგონები რიგ-რიგობით პოზიორობდნენ "დეილი მეილის" ფოტოგრაფთან, რომელმაც საუკეთესო კადრები მოგვიანებით კომპიუტერის მეშვეობით ერთ მთლიან ფოტოსურათში გააერთიანა.

გადაღებაში მონაწილეთაგან რამდენიმემ აღნიშნა, რომ კომპლექსების დაძლევა და კამერის წინ გაშიშვლება გაუჭირდა. ზოგიერთს კი თურმე ბოიფრენდთან თუ ოჯახის წევრებთან შეექმნა პრობლემა და ამ "საქველმოქმედო" აქციაში მონაწილეობის აუცილებლობაში მათი დარწმუნება გაუჭირდა.

თუ მოცურავე სტეისი ტოდიმ მორალური მხარდაჭერისთვის "გადასაღებ მოედანზე" დედაც კი იახლა, სამაგიეროდ ნერვიც არ აუტოკდა წყალბურთელ ლიზა გიბსონს: "მე მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რამდენად შევძლებდი გაღიმებას და სუნთქვის შეკავებას ერთდროულად."

ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების რამდენიმე წარმომადგენლისთვის კამერების წინ შიშვლად პოზიორობა "უცხო ხილი" ნამდვილად არ ყოფილა. ფოტოგრაფ ნადავ კანდერს რამდენიმე ტიტლიკანა ოლიმპიელის გადაღების ბედნიერება მაშინ ჰქონდა, როცა სპორტსმენთა შიშველი სხეულების პორტფოლიოს გულმოდგინედ ადგენდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა