ფლორენცი "რომაზე", ნაკრებზე, ტრავმაზე და სამომავლო გეგმებზე...
ზაფხულში ალესანდრო ფლორენციმ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. "რომას" და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი უკვე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და მალე დაუბრუნდება მოედანს. იქამდე, ფლორენციმ ინტერვიუ მისცა გამოცემა "ფიფა 1904"-ს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

- ალესანდრო, როდის დაბრუნდებით მოედანზე?

- უკვე ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ და თავს კარგად ვგრძნობ. ვაკვირდებით თუ, როგორ რეაგირებს მუხლი დატვირთვებზე და სარეაბილიტაციო კურსი გეგმის მიხედვით მიდის. იმედია, მალე დავუბრუნდები მოედანს.

- რას ნიშნავს თქვენთვის რომა?

- კლუბი ჩემთვის მეორე ოჯახია. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ "რომას" მაისური მომერგო და ეს ოცნება რეალობად მექცა. ვამაყობ, რომ მიზანს მივაღწიე და დღეს, ამ ოჯახის წევრი ვარ.

- ფრანჩესკო ტოტი მალე დაასრულებს კარიერას, რის შემდეგაც "რომას" კაპიტანი თქვენ იქნებით?

- გუნდში არის დანიელე დე როსი, რომელიც ვიცე-კაპიტანია, ნამდვილი ლიდერია და თანაგუნდელებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. სანამ "რომაში" ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი თამაშობენ, იქამდე კაპიტანი სხვა ვერ იქნება.

- შეუძლია "რომას" მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგება?

- ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. "იუვენტუსი" უძლიერესი გუნდია და მისი ჩამოტოვება რთულია, მაგრამ ჩვენც ვპროგრესირებს და, ვფიქრობ, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- როგორ გამოიყურება სერია A სხვა ტოპჩემპიონატების ფონზე?

- ვფიქრობ, რომ ჩვენი ლიგა პროგრესირებს და მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. ვხედავ, რომ ყველა კლუბი ცდილობს ამ პროცესს ხელი შეუწყოს. მართალია, ინგლისისის პრემიერლიგა უკეთესად შეფუთული ტურნირია, მაგრამ უეფას კოეფიციენტების მიხედვით, ჩვენ შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება. დარწმუნებული ვარ, სერია A მალე დაბრუნდება ევროპული ფეხბურთის მწევრვალზე და იტალიაში თამაში კვლავ მიმზიდველი იქნება ვარსკვლავებისთვის.

- იტალიის ნაკრების პერსპექტივაზე რას გვეტყვით?

- დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ნაკრებს კარგი მომავალი აქვს. გვყავს როგორც გამოცდილი ფეხბურთელები, ისე პერსპექტილი ახალგაზრდები, ეს სინთეზი კი დადებით შედეგს მოიტანს. ახალი მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდმა წარმატებით იასპარეზოს და ასევე, სანახაობვრივი თამაში აჩვენოს. ვენტურა იდეალურად ერკვევა ტაქტიკურ ნიუანსებში და ფეხბურთელებთან ადვილად პოულობს საერთო ენას.

- ეთანხმებით არიგო საკის, რომ იტალიური ფეხბურთი ზედმეტად კონსერვატული და მოძველებულია?

- მოძველებული არამგონია, მაგრამ თუ ტაქტიკურ მონახაზებზე ვიტყვით, იტალიურ ფეხბურთში არის კონსერვატული ელემენტები.

- რა მოლოდინი გაქვთ 2018 წლის მუნდიალის მიმართ?

- ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა კარგად ითამაშა და არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დავწიეთ თამასა. თუმცა, ჯერ საგზური უნდა გავინაღდოთ და შემდეგ, ვიფიქრებთ მუნდიალზე. იმედია, ტრავმის შემდეგ მალე ჩავდგები ფორმაში და დავიბრუნებ ადგილს ეროვნულ ნაკრებში. ბუნებრივია, რომ ჩემი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია.

- ანტონიო კონტე ისევ ყურადღების ცენტრშია. მოგწონთ მისი მუშაობის სტილი?

- არ მიკვირს და ძალიან მიხარია, რომ ანტონიო კონტე ინგლისში წარმატებით მუშაობს. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი მეთოდები პრემიერლიგაშიც გაამართლებდა. კონტეს თავკაცობით, იტალიის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა და ჩაგდებული მუნდიალის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბეთ და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებით...

- ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ფონდში საქმიანობა და ბედნიერი ვარ, რომ ვეხმარები იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. როდესაც სხვას ეხმარები თუნდაც დაავადებისგან განკურნებაში, შენც უკეთესად გრძნობ თავს.

- რა მიზნები გაქვთ საფეხბურთო კარიერაში?

- ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და მთელი კარიერა წინაა. შესაბამისად, ბევრი მიზანი და სურვილი მაქვს. როდესაც "რომას" მთავარ გუნდში მოვხვდი და სერია A-ში პირველი მატჩი ჩავატარე, მაშინ ვიფიქრე, რომ ოცნება ამიხდა, თუმცა დღეს, ჩემს წინ უკვე სხვა სამიზნეებია. ვეცდები, რომ "რომასთან" და იტალიის ნაკრებთან ერთად ტიტულები მოვიგო.

- ზაფხულში ქალიშვილი შეგეძინათ და როგორ შეცვლა ამან თქვენი ცხოვრება?

- ძალიან შეცვალა. დღეები, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი და როდესაც შვილი შემეძინა, საუკეთესოა ჩემ ცხოვრებაში. ჩემი ცოლი, შვილი და მთლიანად ოჯახი, ყველაზე ძვირფასია, რაც კი გამაჩნია. ტრავმას ერთი პლუსი მაინც ჰქონდა, რადგან დროის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად გავატარე. მამობა განსაკუთრებული გრძნობაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება.

- თქვენც 40 წლამდე აპირებთ "რომაში" თამაშს?

- იქამდე დიდი დროა და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. გამორიცხული არაფერია და მით უმეტეს მაშინ, თუ ისეთ ოჯახში გაიზარდე, სადაც ყველა "რომას" თავგადაკლული გულშემატკივარია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ალესანდრო ფლორენცი: არ ვრისკავდით, "ბარსელონას" ისეთი არაფერი გაუკეთებია
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
ტოტისა და დე როსის წასვლით რაღაც დავკარგეთ - ედინ ჯეკო
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"რომას" კაპიტანი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უკანონო ფსონების საქმეზე კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელია ეჭვმიტანილი
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ფლორენცი: რონალდოს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს [VIDEO]
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა