ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ასდასდასდ

ასდასდასდ

ასდასდასდ

ინტერვიუ ლექსო ყაულაშვილთან

საფრანგეთზე უარს არ ვიტყვი

საფრანგეთში ქართველ მორაგბეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. მათ შორის გამორჩეულები კი, ძირითადად ეროვნული ნაკრების წევრები არიან. თუმცა, მათ გარდა ელიტარულ დივიზიონში ბევრი ახალგაზრდა, იმედისმომცემი და ბევრიც უკვე შემდგარი მოთამაშეა, რომლებიც ქართველი რაგბის ქომაგის ყურადღებას საკმაოდ ხშირად იქცევენ. ამათგან ერთ-ერთი "ლა როშელის" შერკინების ბურჯი ლექსო ყაულაშვილია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის განვლილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ლაროშელელებმა პატარა გმირობა ჩაიდინეს, ვარსკვლავური "ტულონი" დაამარცხეს და ახლა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან. ლექსო ახლახან მოკლევადიანი შვებულებით სამშობლოში იმყოფებოდა. მასთან საუბარიც სწორედ ამ დროს შედგა.

- პირდაპირ გკითხავთ. გავრცელებული ხმების თანახმად, თქვენ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობთ და გსურთ საფრანგეთის ნაკრებში ითამაშოთ...

- ეს ტყუილია. არ ვიცი, ვინ და რატომ გაავრცელა ეს ჭორი. არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში არ მინდა. ეს ყველა ქართველი მორაგბის ოცნებაა. თუმცა, თუ საფრანგეთის ნაკრებში დამიძახეს, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.

- კვამლი უცეცხლოდ არ შეიძლება იყოს. მაშინ, რის საფუძველზე გავრცელდა ეს არასწორი ინფორმაცია?

- საქართველოს ნაკრებში ორჯერ გამომიძახეს. პირველად ტრავმირებული ვიყავი, ოპერაცია გავიკეთე, ხერხემალზე თიაქარი მქონდა და, ცხადია, უარი ვთქვი. მეორედ მზარდ საქართველოს ნაკრებში მიხმეს, რომელმაც რუსთავში უელსის საგრაფოების ნაკრებს უმასპინძლა. მაშინ ტრავმა ახალი მორჩენილი მქონდა. რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი და ისევ უარის თქმამ მომიწია.

თანაც, არ დავმალავ და იმ პერიოდში მიმაჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის მზად არ ვიყავი. კლუბში ესპუარებში ანუ სათადარიგო გუნდის მოთამაშე გახლდით. მერე, დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგად, პროფესიონალებში გადავედი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებში თამაშისთვის მზად ვარ.

ახლახან საფრანგეთში საქართველოს ნაკრების მენეჯერი იყო ჩამოსული. მასაც იგივე ინფორმაცია ჰქონდა რაც თქვენ. ავუხსენი, განვუმარტე და იმედი მაქვს, ეს გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია.

- "ლა როშელში" შესანიშნავი სეზონი გაქვთ...

- ჩემთვის სეზონი ახლა დაიწყო. ტრავმა ახლახან მოვირჩინე და სულ რამდენიმე მატჩში ვითამაშე. ერთი ევროთასებზე, მერე "ბაიონთან" და "ტულონთან".

- "ტულონთან" სტუმრად გამარჯვება იოლი საქმე როდია. რა ძალა იპოვა "ლა როშელმა" საკუთარ თავში, რომ ასეთი მრისხანე მეტოქე მისსავე მოედანზე დაამარცხა?

- მატჩის წინ განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვართ. რთული კვირა გვქონდა, ყველა ისვენებდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ცხადია, ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ რომ ვთქვა, "ტულონთან" გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავით მეთქი, არ იქნება სწორი. მატჩის დღეს ყველამ მაქსიმალურად მობილიზება შეძლო, გვინდოდა კარგად გვეთამაშა და გამოგვივიდა კიდეც. ადრე, "ტულონს" პირველ 15 წუთს ვუძალიანდებოდით და მერე მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. ვფიქრობდი, ახლაც ასე იქნებოდა, მაგრამ არა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ.

- "ლა როშელი" ახლა პირველ ადგილზეა. ეს ყველასთვის მოულოდნელი ამბავია. რა ხდება, რას შეიძლება დავაბრალოთ ასეთი წარმატებული ასპარეზობა?

- სეზონის წინ კარგი მორაგბეები დავიმატეთ. ვიქტორ ვიტო, ბრუკ ჯეიმზი, მუჰამედ ბუგამი და სხვები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად აეწყო. ადრე გასვლით მატჩებს ვერაფრით ვიგებდით. ახლა შინაც საკმაოდ ბევრი მოვიგეთ და სტუმრადაც. ყველაფერს ვიღონებთ, რომ აკრეფილი ტემპი შევინარჩუნოთ და პირველობისთვის ვიბრძოლოთ.

- კლუბში ქართველი მარტო თქვენ ხართ?

- ძირითად გუნდში მარტო ვარ. ახლახან "ლა როშელის" 18-წლამდელთა გუნდიდან ესპუარებში დააწინაურეს ჯაბა შათირიშვილი, რომელიც ასევე პირველხაზელია. "ლა როშელის" ერთ-ერთი მწვრთნელია აქვსენტი გიორგაძე, რომელიც ძირითადად შერკინების კვაჭებთან მუშაობს. დერეფანი და შერკინებაში თამაში მისი სპეციალიზაციაა. ადრე საფრანგეთის რაგბის ფედერაციასთან თანამშრომლობდა. ახლა, "ლა როშელთან" გააფორმა კონტრაქტი. გამოცდილი სპეციალისტია. საფრანგეთშიც დიდი ხანია თამაშობდა და ეროვნულ ნაკრებშიც. მისი ცოდნა ნამდვილად წაადგა გუნდს.

- რამდენად მყარია კლუბის ფინანსური მდგომარეობა, როგორია მატერალურ-ტექნიკური ბაზა. მზადაა "ლა როშელი" დიდ გამოწვევებთან გასამკლავებლად?

- ამჟამად ფინანსების მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე აქამდე გვქონდა. ბევრი სპონსორი გამოგვიჩნდა. პრეზიდენტი ყავის მწარმოებელია, საგვარეულო კომპანიის პატრონია. დიდი ხანია მისი ოჯახი ამ საქმეშია. სტადიონი და საწვრთნელი ბაზა კი გვაქვს, მაგრამ ახლა ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს, სადაც ეს ყველაფერი ერთად იქნება.

- გუნდიდან წასვლას ხომ არ გეგმავთ?

- კონტრაქტით კიდევ ერთი წელიწადი უნდა ვითამაშო აქ. მერე ვნახოთ. წასვლა არ მინდა. ინგლისიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ აქ მირჩევნია. ქვეყანას შევეჩვიე, პირობები კარგია. თუმცა, შემოთავაზებასაც გააჩნია. ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ.

- ბოლოს მოდით თქვენს ქართულ კარიერაზეც ვთქვათ. სად და როდის დაიწყეთ თამაში?

- რაგბის თამაში გვიან დავიწყე. 16 წლის ვიყავი, 2008 წელს "ჯიქში" სავარჯიშოდ რომ მივედი. იქამდე ძიუდოზე დავდიოდი, მაგრამ ვარჯიშით დიდად თავს არ ვიკლავდი. ზარმაცი ვიყავი ძალიან. სპორტის სახეობა არ დარჩენილა, რომ არ მევლო. რაგბიში ვარჯიში როცა დავიწყე, ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ უშრომელად ვერაფერს მივაღწევდი. რაგბიც ძალიან მომეწონა და ახლა აქ ვარ.

ბესიკ ჯანგავაძე

00000000000000000000000000000000000000000000000000000000000

0000000000000000

0----00000000000000000000000

0000000000000000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000000000000

00000000000000

მზადება

დარჩება თუ არა ბრაჩი?

საინტერესოა, გადაწყვეტილია თუ არა სერბი მეკარის, ბოიან ბრაჩის ფოთის "კოლხეთში" დარჩენის საკითხი. 28 წლის ფეხბურთელი კოლხურ გუნდში გასინჯვაზე გამოჩნდა და წყალტუბოს "სამგურალთან" საკონტროლო შეხვედრაც (1:1) ჩაატარა.

ამ კითხვით გელა სანაიას მივმართეთ. ფოთელთა მთავარი მწვრთნელის, თქმით, ბრაჩის ამბავი მორიგი საკონტროლო მატჩის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ სპარინგი უამინდობის გამო ვერ ჩატარდა.

"ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და რადგან საკუთარ ქალაქში სტადიონი არ გაგვაჩნია, სათამაშოდ სხვადასხვა ქალაქში გვიწევს ხეტიალი. ამჯერად, გუნდი ქობულეთის "ჩელე არენაზე" საკონტროლო შეხვედრის გამართვას "შუქურასთან" აპირებდა. ბრაჩის საკითხი ამის შემდეგ უნდა გადაგვეწყვიტა, მაგრამ... თამაში თოვლის გამო ჩაიშალა და "კოლხეთი" ისევ უსპარინგოდ დარჩა", - ამბობს სანაია.

მერაბ მამულაშვილი

დევდარიანის ხედვა:

ასე უნდა გავზარდოთ

ახალგაზრდები...

"ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თბილისური კლუბის სატრანსფერო აქტივობა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ "რკინიგზელებმა" კონტრაქტი გაუფორმეს ბექა ქურდაძეს, თეიმურაზ ღონღაძეს, გულვერდ თომაშვილს, გიორგი რეხვიაშვილს, ირაკლი კომახიძეს, ნოდარ ქავთარაძესა და ირაკლი სიხარულიძეს.

"მიმაჩნია, რომ სასელექციო პერიოდი გუნდმა ნაყოფიერად გამოიყენა. ჩვენ არ გადაგვიხვევია სტრატეგიული კურსისთვის, რაც ახალგაზრდების გაზრდას გულისხმობს. ზუსტად აქ, შეიძლება, ბევრს კითხვა გაუჩნდეს - ახალგაზრდების გაზრდა თუ გვინდა, ეს ასაკოვანი ფეხბურთელები რაღაში გვჭირდება? ზუსტად ამ ახალგაზრდების გასაზრდელად გვჭირდება. გვინდა, რომ დაცვაში მეტი სიმშვიდე და ბალანსი გვქონდეს, რაც შემტევებს თავის გამოჩენის მეტ საშუალებას მისცემს. ახალწვეულები გუნდში მივიღეთ, როგორც - სახლში. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. მიმაჩნია, რომ შარშანდელთან შედარებით გუნდი ბევრად უფრო დაბალანსებულია, თითო პოზიციაზე დაახლოებით ორი თანაბარი ძალის მოთამაშეა. ეს გუნდისთვის არის კარგი, რადგან არც ერთ ფეხბურთელს ძირითადში თამაშის გარანტია არ აქვს", - ამბობს დევდარიანი.

მერაბ მამულაშვილი

00000000000000000000000000

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე