ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრაღაში ახალგაზრდებს შეამოწმებენ

პრაღაში ახალგაზრდებს შეამოწმებენ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი გაიმართება

ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი გაიმართება, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრებაა თანატოლთა ევროპული პირველობის წინ. ამიტომ პრაღაში ჩვენი ნაკრები ორ-ორი შემადგენლობით იჭიდავებს - გუნდის თავკაც სოსო ლიპარტელიანს საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტები მიჰყავს, თუმცა რამდენიმე მოჭიდავე საკუთარი ხარჯებითაც მიდის. ლიპარტელიანმა გამონაკლისი მხოლოდ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუშვა, სადაც ევროპის პირველობაზე წამსვლელი კანდიდატი უკვე დაასახელა - ქვეყნის ჩემპიონი მიხეილ ნარიმანიძე და ამ წონაში სხვა არც მიჰყავს. დანარჩენებში ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი, შმაგი ლაგაზაური (60), ლაშა ლომიძე, ფრიდონ გიგანი (66), ზებედა რეხვიაშვილი, ბეთქილ აფრასიძე (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი მერმანიშვილი (81), არჩილ შინჯიკაშვილი, გიორგი ნოზაძე (90), უშანგი კოკაური, სლავა რეზესიძე (+100) იჭიდავებენ. აქვე განვმარტავთ, რომ წყვილებში პირველად დასახელებულები ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონები არიან. ამათ გარდა, პრაღაში საკუთარი ხარჯებით მიდიან ლაშა შავდათუაშვილი (66), ლაშა ზურაბიანი (73) და გიორგი უსტარაშვილი (81).

როგორც გითხარით, პრაღის ტურნირი შესარჩევი შეჯიბრებაა და იქ გადაწყდება 17-19 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე წამსვლელთა ვინაობა. ამ უფლებას პრარაში გამარჯვებულები მოიპოვებენ, თუმცა საინტერესო იმათი მდგომარეობაა, რომლებიც საკუთარი ხარჯებით მიდიან. უფრო კონკრეტულად - ზურაბიანისა. შავდათუაშვილმა და უსტარაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავეს და ბრინჯაოებიც მოიპოვეს, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ზურაბიანი კი იმ ტურნირში ტრავმის გამო არ გამოსულა. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, თუ ზურაბიანი პრაღაში რეხვიაშვილზე უკეთესად გამოვა? მეორეს მხრივ, იოლად ჩამოსაწერი არც ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული მოზარდი, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი რეხვიაშვილი იქნება.

თუმცა არაა გამორიცხული, ზოგიერთ წონაში კონკურენცია ბოლომდე ვერც პრაღაში გაირკვეს. მაშინ ეს საკითხი შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრით გადაწყდება, რადგან ნაკრები ევროპირველობამდე სხვა შეჯიბრებებში გამოსვლას არ გეგმავს.

ევროპის ახალგაზრდული პირველობისთვის ემზადებიან გოგოებიც, ოღონდ ისინი ტურნირებში არ გამოვლენ და მთლიანად შეკრებებით ეცდებიან ფონს გასვლას. ნაკრების თავკაცმა გია თენაძემ ტურნირისთვის ხუთი მონაწილე შეიგულა - ნონა მერაბიშვილი (52), სოფიო ბერიძე (57), შორენა შარაძე (63), თეა სუხიტაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78), თუმცა არაა გამორიცხული, იქამდე ეს სიაც სეიცვალოს. უფრო სწორად, შემცირდეს ანუ ვინმე გამოაკლდეს, თორემ არასრულფასოვანი რეზერვის გამო შეცვლა არაა მოსალოდნელი. აგვისტოში ჩვემნები გორში ერთობლივ შეკრებას გაივლიან აზერბაიჯანისა და თურქეთის გუნდებან ერთად, დასკვნით შეკრებას კი თურქეთში ჩაატარებენ, სადაც მათ საპასუხო ვიზიტით იწვევენ. ბულგარეთშიც თურქეთიოდან გადავლენ ევროპის ჩემპიონატში საჭიდაოდ.

მანამდე კი ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ - მსოფლიოს პირველი ახალგაზრდული თამაშები. აქ ყოველ ქვეყანაზე მხოლოდ ორი კვოტაა გამოყოფილი და იქაც გენდერული თანაფარდობის დაცვა სავალდებულოა ანუ ერთი მონაწილე აუცილებლად გოგო უნდა იყოს. საქართველოდან ეს უფლება ბექა ტუღუშმა (66) სოფიო ბერიძემ მოიპოვეს, ოღონდ ეს ამ შეჯიბრებაში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს - ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთ მზადების მიზნით თენაძე მას წონას არ აკლებინებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა