ირაკლი მეძმარიაშვილი ნონა გაფრინდაშვილისა და ჯანო ბაგრატიონის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი კომიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილისა და ჯანო ბაგრატიონის განცხადებას გამოეხმაურა.

- "ირაკლი მეძმარიაშვილმა სეოკ-ის საქმიანობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ უსაფუძვლოდ დააყენა"

ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ბოლო არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მისთვისაც სამწუხაროა, რადგან ოლიმპიური კომიტეტი თანასწორობისა და სამართლიანობის სიმბოლოა.

"მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით ფაქტებს და საინტერესო სწორედ ისაა, რომ სეოკ-ის ხელმძღვანელობაც და ის ხალხი, ვინც მათ მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს და ასეთები ბევრნი არ არიან, არაფერს ამბობენ იმ ფაქტებზე, რის საფუძველზეც ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი.

რაც შეეხება წინა სესიების შედეგების გადახედვას, ეს არ ყოფილა ჩვენი გუნდის თვითმიზანი, როცა სასამართლოს მივმართეთ, მაგრამ ბუნებრივია, უკანასკნელ არჩევნებზე არსებულ დარღვევებს თუ წინა არჩევნებზეც ჰქონდა პრეცედენტი, სასამართლო მათაც შეისწავლის.

ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ და ყველა გადაცდომა და ხარვეზი, რაც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში წლების მანძილზე ხდებოდა, უნდა აღმოვფხვრათ და ახალი არჩევნების შემდეგ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ოლიმპიური და სპორტული საზოგადოების ცხოვრება. სწორედ ეს იქნება ერთიანობის და სპორტული წარმატებების საფუძველი. როცა ძირი დამპალი აქვს, ხე ნაყოფს ვერ გამოისხამს",- აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილი.

ოლიმპიური კომიტეტების საპატიო პრეზიდენტებმა ნონა გაფრინდაშვილმა და ჯანო ბაგრატიონმა სასამართლოში მიმდინარე დავას სამწუხარო ფაქტი უწოდეს.

ნონა გაფრინდაშვილი და ჯანო ბაგრატიონი დარწმუნებულები არიან, რომ სამოქალაქო სასამართლო ობიექტურად განიხილავს ამ საქმეს და მიიღებს საბოლოო სამართლიან გადაწყვეტილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.

ჯემალი
დაანებე მეძღნარიაშვილო თავი იმას რაც შენი საქმე არ არის
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის