უეფას საგანმანათლებლო პროგრამა "საფეხბურთო მენეჯმენტი" არა ინგლისურად, არამედ ქართულ ენაზე ჩატარდა
მოვლენა, რომელიც ბევრისთვის რიგით ღონისძიებას წარმოადგენდა, სინამდვილეში, დიდი ხნის ნაფიქრი პროექტის ხორცშესხმა იყო - უეფას საგანმანათლებლო პროგრამა "საფეხბურთო მენეჯმენტი" არა ინგლისურად, არამედ ქართულ ენაზე ჩატარდა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მშობლიურ ენაზე შეძლო. ქართულ ფეხბურთში განათლების აშკარა დეფიციტია და იქნებ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს...

პირველი სემინარი სასტუმრო "ჰუალინგში" ჩატარდა, რომლის მონაწილეებიც გასაუბრების შედეგად შეარჩიეს. პროექტის ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია მონაწილეებს ფეხბურთის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა და სალექციო კურსის გეგმა გააცნო. ფეხბურთის ფედერაცია ამ პროგრამას ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს, მსმენელთათვის უფასოა და ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ემსახურება. ეს პროგრამა არის უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგი და უეფასვე დაფინანსებით ხორციელდება.

მსმენელები გაეცნობიან მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებსა და სფფ-ის იურისდიქციას, შეისწავლიან ფინანსური დაგეგმვის, ადამიანური რესურსებისა და სტრატეგიული მართვის, ღონისძიებების ორგანიზების, სტადიონებისა და უსაფრთხოების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. პროგრამა 2017 წლის ივლისში დასრულდება, სერთიფიკატები კი მხოლოდ წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ.

პროგრამის გახსნის ცერემონიაზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა:

"თქვენ ხართ ის 30 ადამიანი, ვინც ამ პროგრამას ქართულ ენაზე პირველად გაივლის. საფეხბურთო განათლების ამაღლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს, პირველ ნაკადში, სწორედ საფეხბურთო სფეროში დასაქმებულები მონაწილეობთ. გილოცავთ, რომ საკმაოდ რთული კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეთ.

ეჭვი არ მეპარება, რომ ლექტორები ცოდნას, გამოცდილებასა და ძალისხმევას არ დაიშურებთ, რათა ამ ადამიანებისთვის ეს კურსი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპად იქცეს".

სარა ჰოლმგრენი, უეფას საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი:

"საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც უეფას საგანმანათლებლო კურსის ანალოგიური ქართული ვერსია შექმნა. დარწმუნებული ვარ, ეს კურსი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მონაწილეთა საფეხბურთო განათლებასა და ზოგადად, საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
მადლობა არველადზეების ფონდს,ეს მატი დამსახურებაა და კერძოდ რევაზ არველაძის
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
[დღის თემა] უმაღლეს ლიგაში ულიცენზიოდ ვერ ითამაშებ!
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რამდენი უნდა იყოს საქართველოში ფეხბურთელის მინიმალური და მაქსიმალური ხელფასი
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ზესტაფონის სტადიონი საევროპოდ შეათვალიერეს
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
სფფ-ის აღმასკომი: საქართველოს ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა