გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში მოენატრა
ევროუქმეები პარასკევის ოთხი მატჩით იწყება და ორშაბათის სამი დაპირისპირებით დასრულდება - ესპანეთში სამეფო თასის ფინალის რეპეტიციაა, იტალიაში - ახალგაზრდა სპეციალისტთა სუპერპრინციპული დუელი; ინგლისში იურგენ კლოპმა "ლივერპულისთვის" სეზონის შემოტრიალება პოჩეტინიოს "ტოტენჰემთან" მატჩში უნდა სცადოს; გერმანიაში ლიდერები აუტსაიდერებს დაუპირისპირდებიან...

პრემიერლიგა: ლივერპულის კრიზისი უნდა დასრულდეს

"ლივერპულს" უკანასკნელ 10 შეხვედრაში მხოლოდ ერთი აქვს მოგებული და ისიც ასოციაციის თასის გადათამაშება ქვედალიგელ "პლიმუთთან". იურგენ კლოპი კრიზისზე საუბარს ვეღარ გაურბის და მისი ბიჭები უკვე "გემრიელად" ჩამორჩნენ ლიდერს.

ასე რომ, ჩემპიონობაზე ლაპარაკი აღარც არის, ახლა დღის წესრიგში ოთხეულში მოხვედრა დგას. ჩემპიონთა ლიგის გარეშე კიდევ ერთხელ დარჩენა მერსისაიდელთათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კლოპს ზაფხულში ტრანსფერებთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს და თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, გამორჩეული ფეხბურთელების "ენფილდზე" გადასვლაზე დაყოლიება ძალიან გაუჭირდება.

ერთი სიტყვით, "ტოტენჰემთან" მატჩი ძალიან ბევრს წყვეტს და შეხვედრა, ცხადია, ლონდონელთათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. შეიძლება მეტადაც, რადგან მაურისიო პოჩეტინოს კლუბი ლიდერ "ჩელსისთან" ყველაზე ახლოსმყოფი გუნდია, რომელიც ანტონიო კონტეს ამალას 9 ქულით ჩამორჩება. თუ "დეზებს" ჩემპიონობასთან დაკავშირებით ილუზიები კიდევ აქვთ, მაშინ ეს შეხვედრა და ზოგადად, ასეთი მატჩები უნდა მოიგონ.

"ენფილდზე" მოგება ადვილი როდის ყოფილა, მაგრამ მეორე მხრივ, "ლივერპულმა" ცოტა ხნის წინათ კინაღამ სამარცხვინო ანტირეკორდი დაამყარა, აგებდა 11 დღეში ზედიზედ 4 საშინაო მატჩს. ასე თუ შევხედავთ, იქ მოგება, თანაც, "ტოტენჰემის" დარი ძლიერი კლუბისთვის, წარმოუდგენელი სულაც არ გახლავთ, მაგრამ "კლოპოს" ბიჭები გაბრაზებულნი და დაგეშილები არიან ამ ცუდი სერიის მერე და ფანებიც მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ.

სტატისტიკას რაც შეეხება, "ტოტენჰემს" "ენფილდზე" 2011 წლის მერე არ მოუგია და საერთოდ, ბოლო 8 ურთიერთშეხვედრაა, "ლივერპულს" ვერ ამარცხებს - 5 წაგება, 3 ფრე.

მერსისაიდელთა შემადგენლობა საბრძოლო იქნება - გრიჩის და, მით უმეტეს, ინგსის ტრავმები არახალია. რაც შეეხებათ ლონდონელებს, ამ მომენტისთვის როუზის, ტრიპიერის, ნ’კუდუსა და ვერტონგენის თამაშია საეჭვო. ერიკ ლამელა, როგორც ჩანს, პოჩეტინოს გეგმებში აღარ შედის, თუმცა მისი არყოფნის ოფიციალურ მიზეზად ტრავმა სახელდება.

წინგაჭრილი "ჩელსი" "ბარნლის" სტუმრობს და ლიდერს ადვილი თამაში სულაც არ ელოდება. შესაძლოა, შონ დაიჩის გუნდი სტუმრად თამაშის მხრივ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კლუბია (მხოლოდ 1 ქულა) და "ლესტერთან" ერთად ის გუნდია, რომელსაც გასვლაზე ჯერ არ მოუგია, მაგრამ საკუთარ კედლებში შესანიშნავად გამოიყურება და მარტო საშინაო შედეგები რომ ავიღოთ, "ბარნლის" ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვნახავდით. ეს, რა თქმა უნდა, კონტეს არ აშინებს და იგი ჩვეულად 3 ქულას უმიზნებს.

მარკო სილვას მისვლის შემდეგ "ჰალი" სტუმრად ეჭიდავა "ჩელსის", თასზე ერთი მატჩი მოუგო "მანჩესტერს", პრემიერლიგაში საგარეო შეხვედრაში არ დამარცხდა იმავე "იუნაიტედთან", შინ კი სულაც მოუგო "ლივერპულს"... ასე რომ, "მეთოფეებს" ადვილი თამაში სულაც არ ელოდებათ, მაგრამ არსენ ვენგერს "ემირატებზე" მორიგი სიურპრიზის უფლება არ აქვს, მის შესაძლო მოხსნაზე ისედაც ახალი ტალღა აგორდა.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერს" მშვენიერი იტალიელი ტაქტიკოსის, ვალტერ მაცარის "უოტფორდთან" აქვს გამოცდა, გუნდთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ სტუმრად "არსენალს" მოუგო, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ფავორიტი ყოველთვის ერთია და ისედაც საკმარისად დაკარგული ქულების მერე, "წითელმა ეშმაკებმაც" უნდა გააკეთონ თავიანთი გასაკეთებელი, თორემ ისინი ისედაც მდევრის ამპლუაში არიან, ხოლო კონკურენცია როგორი სერიოზულიცაა, თავადაც ხედავთ.

ტურს "ბორნმუთისა" და "სიტის" თამაში დაასრულებს. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "ალუბლებს" კარგ დროს ეწვევა, ედი ჰაუს შეგირდებს თამაში ცოტა აერიათ და ბორნმუთელები ისევ ბევრ გოლს უშვებენ. "ქალაქელების" თამაში კი იდეალურისგან კვლავაც შორსაა, მაგრამ ფაქტია, რომ პროგრესიც არის და პეპს ახალი იარაღი, ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი ჰყავს.

19 წლის ფორვარდმა უკვე მოიგო ფანების გული და აშკარაა, რომ მას პეპიც კარგი თვალით უყურებს. ამის გამო სერხიო აგუერო გაიბუტა და არგენტინელი საჯაროდ შესაძლო წასვლაზეც კი ალაპარაკდა. გვარდიოლა ჯიუტი კაცია და ასეთი რაღაცები არ უყვარს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში ისევ ჟესუსი იქნება, თუ მოულოდნელად პეპი ორი თავდამსხმელით თამაშს არ გადაწყვეტს.

აგრეთვე საინტერესოა, ვის ვიხილავთ მარჯვენა მცველის პოზიციაზე, რომელზეც წინა თამაში მორიგი ექსპერიმენტული გადაწყვეტილების მიხედვით, ფერნანდინიო ვიხილეთ. რადგან სიტყვამ მოიტანა, ისიც ვთქვათ, რომ ფერნანდინიომ ფანები გააფრთხილა - ჟესუსი ჯერ ძალიან პატარაა და კარგად კი დაიწყო, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო მაინც დასჭირდება და სულ სასწაულებს ნუ დაელოდებითო. თუმცა თავად გაბრიელი გაჩერებას არ აპირებს.

ლა ლიგა: რეალს ფეხბურთი მოენატრა

ვიტორიაში რამდენიმე დღის წინათ დიდი ზარ-ზეიმი იყო - "ალავესი" სამეფო თასის ფინალში გადავიდა, ისტორიაში პირველად! 27 მაისს თასის ფინალია, ოღონდ სად გაიმართება, ჯერ კიდევ უცნობია, რადგან "სანტიაგო ბერნაბეუს" დათმობა მადრიდელებს ცოცხალი თავით არ სურთ. თამაში სად გაიმართება, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ თასის ფინალს სერხი რობერტო და, რაც მთავარია, ლუის სუარესი გამოტოვებენ. ურუგვაელი სულაც ორი მატჩით დაისაჯა (ორივე სათასო). მოკლედ, შაბათს თასის ფინალის რეპეტიციაა ბასკეთში და ლუის ენრიკე ამბობს, რომ "ბარსას" (მიუხედავად კარგი შედეგებისა) თამაშით უკმაყოფილოა:

"ატლეტიკოსთან" "ბარსამ" არ დაიმსახურა ფრე, მაგრამ დაიმსახურა ფინალში გასვლა. ახლა მხოლოდ რამდენიმე დეტალი თუ გვახსენებს იმ გუნდს, რომლის თამაშიც მე მომწონს. ტყეს უნდა ვუყუროთ და არა ცალკეულ ხეებს".

ცალკეულ დეტალებში მწვრთნელმა, ალბათ, ლიონელ მესი იგულისხმა, რომელიც 2017 წელს სუპერფორმაშია და ყველას სჯობს არა მარტო პრიმერაში, არამედ ევროპის ტოპ-5 ლიგაში.

ევროპაში მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა, რომელსაც სეზონის ნახევარზე მეტი ჯერ არ უთამაშია - ეს არის "სამეფო კლუბი". ლა ლიგის ლიდერი "რეალი" ბოლოადგილოსან "ოსასუნას" პამპლონაში შაბათს ესტუმრება. "რეალი" უცნაურ სიტუაციაში ემზადება "ოსასუნასთან" მატჩისთვის - უკვე 13 დღეა, "სამეფო კლუბს" ფეხბურთი არ უთამაშია. ზინედინ ზიდანის კრებულმა კარგად დაისვენა, მას აღარც სათასო ბატალიები ეხება და გალისიურმა შტორმმაც უქმეებზე დაასვენა. ახლა "რეალის" თითოეული ფეხბურთელი მწყობრშია, თუ არ ჩავთვლით გარეთ ბეილს.

მწყობრშია ტონი კროოსიც, მაგრამ ის პამპლონაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ასე რომ, სასტარტოში გერმანელს ხორვატი მატეო კოვაჩიჩი შეცვლის. "ოსასუნასთან" მატჩისთვის მარსელო, კარვახალი და მოდრიჩიც კი გამოჯანმრთელდნენ.

საჩემპიონო რბოლას ხორხე სამპაოლის "სევილიაც" შემორჩა, რომელიც კანარის კუნძულებზე მიემგზავრება "ლას პალმასთან" სათამაშოდ.

ბუნდესლიგა: ლიდერები აუტსაიდერების წინააღმდეგ

ბუნდესლიგის ლიდერი "ბაიერნი", მისი მდევარი "ლაიპციგიც" და ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი "დორტმუნდიც", ამ ტურში აუტსაიდერებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

კარლო ანჩელოტის "ბაიერნი" ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ინგოლშტადტს" ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ ლიდერმა წინა ტურში, მოულოდნელად, ვერ მოახერხა "შალკეს" შინ დამარცხება. ანჩელოტის კვლავ არ ეყოლება ჟერომ ბოატენგი და ფრანკ რიბერი, ხოლო თომას მიულერი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, რადგან შემტევ კვარტეტში (რობენი, ტიაგო, დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი) ახლა ვერც ერთს ვერ სჯობს.

რედბულელები "ჰამბურგს" მასპინძლობენ, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვის იმისთვის, რომ არ გავარდეს. "ლაიპციგს" ახალგაზრდა ლიდერი ტიმო ვერნერი უბრუნდება. თომას ტუხელის "დორტმუნდის" მეტოქე კი სულაც ბოლოადგილოსანი "დარმშტადტია".

სერია A: ამბიციურთა დუელი

ტურის ცენტრალური მატჩი რომში ორშაბათს გაიმართება, "ლაციო" "მილანს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა, გარდა იმისა, რომ დიდი სატურნირო მნიშვნელობისაა (ერთმანეთის წინააღმდეგ უშუალო კონკურენტები დადგებიან), კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ორი ახალგაზრდა, ამბიციური სპეციალისტის დუელია - სიმონე ინძაგი და ვინჩენცო მონტელა ახლო წარსულში მაღალი კლასის ფეხბურთელები იყვნენ. მათ სამწვრთნელო ნიჭიც შესაფერისი აღმოაჩნდათ.

ლიდერი "იუვენტუსი" სარდინიაზე მიემგზავრება "კალიარისთან" სათამაშოდ, ხოლო მილანის "ინტერი" შინ ლევან მჭედლიძის "ემპოლის" მასპინძლობს.

ლიგა 1: რთული გასვლა პარიზელთათვის

უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენი" აშკარად უკეთ ათამაშდა, თუმცა "ბორდოსთან" საგარეო მატჩი მაინც არ იქნება იოლი გამოცდა პარიზელებისთვის. ვნახოთ, პსჟ ჯერ კიდევ არ არის ლიდერი და "მონაკოს" 3 ქულით ჩამორჩება. სამხრეთელები "ლუი მეორეზე" "მეცს" მასპინძლობენ, რომელიც ბოლოს ათამაშდა და გავარდნის ზონაც დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ 2 ქულა დაკლებული აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური

შაბათი. 11 თებერვალი

არსენალი-ჰალი 16:30

მანჩესტერი-უოტფორდი 19:00

მიდლსბრო-ევერტონი 19:00

სტოკი-კრ. პალასი 19:00

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 19:00

ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ლივერპული-ტოტენჰემი 21:30

კვირა. 12 თებერვალი

ბარნლი-ჩელსი 17:30

სუონსი-ლესტერი 20:00

ორშაბათი. 13 თებერვალი

ბორნმუთი-სიტი 23:59

ბომბარდირები: 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ), ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი); 10 - ედენ აზარი (ჩელსი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური

პარასკევი. 10 თებერვალი

ესპანიოლი-სოსიედადი 23:45

შაბათი. 11 თებერვალი

ბეტისი-ვალენსია 16:00

ალავესი-ბარსელონა 19:15

ბილბაო-დეპორტივო 21:30

ოსასუნა-რეალი 23:45

კვირა. 12 თებერვალი

ვილიარეალი-მალაგა 15:00

ლეგანესი-სპორტინგი 19:15

ლას პალმასი-სევილია 21:30

ატლეტიკო-სელტა 23:45

ორშაბათი. 13 თებერვალი

ეიბარი-გრანადა 23:45

ბომბარდირები: 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური

პარასკევი. 10 თებერვალი

მაინცი-აუგსბურგი 23:30

შაბათი. 11 თებერვალი

ლევერკუზენი-აინტრახტი 18:30

ინგოლშტადტი-ბაიერნი 18:30

ვერდერი-გლადბახი 18:30

დარმშტადტი-დორტმუნდი 18:30

ლაიპციგი-ჰამბურგი 18:30

შალკე-ჰერტა 21:30

კვირა. 12 თებერვალი

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30

ფრაიბურგი-კიოლნი 20:30

ბომბარდირები: 17 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ანტონი მოდესტე (კიოლნი); 11 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 10 - სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი).

იტალია. სერია A. XXIV ტური

პარასკევი. 10 თებერვალი

ნაპოლი-ჯენოა 23:45

შაბათი. 11 თებერვალი

ფიორენტინა-უდინეზე 23:45

კვირა. 12 თებერვალი

კროტონე-რომა 15:30

პალერმო-ატალანტა 18:00

სასუოლო-კიევო 18:00

ინტერი-ემპოლი 18:00

ტორინო-პესკარა 18:00

სამპდორია-ბოლონია 21:00

კალიარი-იუვენტუსი 23:45

ორშაბათი. 13 თებერვალი

ლაციო-მილანი 23:45

ბომბარდირები: 17 - ედინ ჯეკო (რომა); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი), ანდრეა ბელოტი (ტორინო); 12 - ჩირო იმობილე (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტური

პარასკევი. 10 თებერვალი

ბორდო-პსჟ 23:45

შაბათი. 11 თებერვალი

გენგამი-ლიონი 20:00

ნანსი-მონპელიე 23:00

ლილი-ანჟერი 23:00

დიჟონი-კაენი 23:00

ტულუზი-ბასტია 23:00

მონაკო-მეცი 23:00

კვირა. 12 თებერვალი

რენი-ნიცა 18:00

სტ. ეტიენი-ლორიანი 20:00

ნანტი-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 23 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
ედერსონი მიდის - "სიტი" ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
სალიბას გრანდების რიგი დაუდგა - "სიტის" ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხუსლვე სურს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"სიტი" ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდება
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს