ბუდაპეშტში ბლოკბასტერი მწიფდება. "პუშკაშ არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ და პრეტენდენტი ლონდონის "არსენალი" დაუპირისპირდებიან - დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე.

ლუის ენრიკეს გუნდი ცდილობს, პირველი ფრანგული გუნდი გახდეს, ჩემპიონთა ლიგას ორჯერ, ზედიზედ რომ მოიგებს, ლონდონელებს კი პრესტიჟულ თასზე მათი სახელის ამოტვიფრა პირველად სურთ - წარუმატებელი მცდელობიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ.

სუპერვარსკვლავების ნაცვლად გუნდური სული - ენრიკეს ფილოსოფია, რომელმაც გაამართლა. გვიხარია, რომ ამ ფილოსოფიისთვის მნიშვნელოვანი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გამოდგა. ესპანელ მწვრთნელს შეუძლია კარლო ანჩელოტის, პეპ გვარდიოლას, ბობ ჰეისლისა და ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდეს, როგორც მეხუთე მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო.

პარიზელებმა 44 გოლი გაიტანეს, რაც "ბარსელონას" ყველა დროის რეკორდზე ერთით ნაკლებია. პლეი-ოფში "კვარა" უბრალოდ შეუჩერებელი იყო და მატჩის საუკეთესო ზედიზედ სამ მატჩში გახდა.

20 წლის წინ ლონდონელებმა "ბარსასთან" სწორედ პარიზში წააგეს. მიკელ არტეტას გუნდს ერთი მატჩი აშორებს, ისტორია დაწეროს და ინგლისის საუკეთესო გუნდობასთან ერთად (ასევე მონატრებულის) ჩემპიონთა ლიგის მოგებით "ლივერპულს"(ორჯერ), "მანჩესტერ იუნაიტედს"(ორჯერ) და "მანჩესტერ სიტის" შეუერთდნენ. მნიშვნელოვანია , რომ "არსენალს" ამ სეზონში არ წაუგია.

ლუის ენრიკეს ყველა მომჯობინებული ჰყავს, ეგაა, ჰაკიმი რამდენადაა ბოლომდე მზად. საჭიროების შემთხვევაში, მას ზაირ-ემერი შეცვლის. ისე კი, ამ უკანასკნელსა და ფაბიან რუისს შორის მწვრთნელს არჩევანის გაკეთება გაუჭირდება. "არსენალს" ასევე მარჯვენა მცველი, იურიენ ტიმბერი უბრუნდება, მაგრამ გარისკავენ, ის მაშინვე კვარაცხელიას მეურვედ განაწესონ?! ამასობაში, გამოცდილებამ აჩვენა, რომ არც ცენტრალურ მცველზე, ამ შემთხვევაში მოსკერაზე დაყრდნობაა გამოსავალი.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია;

არსენალი: რაია - მოსკერა, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი - ზუბიმენდი, რაისი - საკა, ეზე, ტროსარი - გიოკერეში.

მსაჯი: ზიბერტი(გერმანია).

არსენალის გულშემატკივარს
ვერ მოგართვით ჩემპიონობას!
არსენალი ჩემპიონია!!!
არსენალი მოიგებს და ეს დამსახურებული იქნება.შემადგენლობითაც და ტაქტიკურად არსენალი უფრო ძლიერია.კუთხურიდან გაიტანს არსენალი და მეორე გოლსაც მიატოვებს.ჩემი პროგნოზია 2-0 ან 3-1 არსენალის სასარგებლოდ
ლაშა ჩემო ძმაოს.
მესის პესეჟეში ყავდა ბოღმიანი მპაბე და ვიტინია, რომლებიც ყველანაირად "პროვოკაციას" უწყობდნენ, რათა წყობიდან გამოეყვანათ ლეო. ხვიჩას მთავარი პროვოკატორი მპაბე არ დახვდა, თორე დარწმუნებული ვარ არ გაახარებდა ხვიჩას და იმიტომაც თამაშობს ლაღად, ისე რო გასაგებად ავხსენი სიტუაცია მაშინდელი და ეხლანდელი. რეალის მაგალითიც კმარა გადავიდა ბოღმა და აურია რეალი.
მე თუ მკითხავ
მძიმე თამაში იქნება, ბევრი გოლი არ გავა.
ჟორა-ს
დარჩუნ ჟორა, დარჩუნ.))))
Gog
არაა ეგრე მარტივად საქმე - უძლიერესი და შეთამაშებული დაცვა ყავს არსენალს. მაგიტომაც იგებდა მიუხადავად იმისა რომ მაგარი “სვარკა” გუნდია.
ჟორა
ზოგიერთს გამარჯვება მიაჩნია საეჭვოდ, მე კი იმას ვჯავრობ შარშანდელივით ცალკარა თამაში იქნება და დაძაბულ თამაშს ვერ ვნახავთ. არსენალმა კვარას დაჭერა თუ ძალიან მოინდომა, შეიძლება კაცნაკლულიც დარჩონ.
Gio
3:1
ალუდა ფირუზის ასული ოხანოვა
ცუდია რომ მსაჯი გერმანელია, ალბათ ვარზეც გერმანელები ეყოლებათ. ბაიერნის ჯავრი არ იყარონ. უნდა იფრთხილონ ფრანგებმა. ხვიჩა არ უნდა ეკამათოს მსაჯს და რაც შეიძლება მეტი გოლი შეუორბანოს ინგლისელებს.
Ines lot -ს
მეტი არ თქვა და აღარ გაიმეორო ... ისე წევიდა და იარა შენმა ნტერმა, რავარც ამ თასს შეუძლია სადმე "წასვლა" ! :)))
ლაშა ჩემო ძმაო
კი გინდა რამე ჭკვიანური თქვა მაგრამ მესი თამაშობდა ზუსტად პარიზში
L.J.
Utamashebeli timberi veraperims izams,tan sharshan sakmaod atria kvaram...vnaxot 31 saatiga darcha :))))
Tolseni
Samive tasi inglishi wava
არსად არ შევიდეთ
ტიმბერი თუ დაუყენეს, ჩაკეტავს კვარას. ძალიან ძლიერია ეგ.
lasha
სუპერ ვარსკვავლების ნაცვალდ გუნდური სული. მემგონი არასწორი ფორმულირებაა. ტერმინი სუპერ ვარსკვლავი მიესადაგება რონალდოს და მესის. ამათ მერე ვინაა სუპერ ვარსკვავი გაუგებარია. ვინ? ნეიმარი თუ მბაპე? :) ან იქნებ ვინისიუსი. ეგენი თუ სუპერ ვარსკვავები არიან მაშინ მესი რონალდო ღმერთები ყოფილან.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"