სკანდალურად ცნობილმა ჩოგბურთელმა, ავსტრალიელმა ელენა დოკიჩმა რვაწლიანი შესვენების შემდეგ პირველად გააღწია WTA-ის ტურნირის ფინალში
სასიამოვნოდ გააკვირვა გასულ კვირას თავისი გულშემატკივრები მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, ავსტრალიელმა ელენა დოკიჩმა. სკანდალურად ცნობილმა ჩოგბურთელმა რვაწლიანი შესვენების შემდეგ პირველად გააღწია WTA-ის ტურნირის ფინალში. ამისთვის დოკიჩს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. ნახევარფინალში მის მეტოქეს, ჰოლანდიელ მიხაელა კრაიჩეკს 63 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მისი გამოყენება ვერ შეძლო. ავსტრალიელმა კი რვა ასეთი შანსიდან ნახევარი გამოიყენა, ორი სეტი აიღო და კუალა ლუმპურის ტურნირის ფინალში გავიდა.

ელენასთვის WTA-ის ტურში ეს რიგით მე-13 ფინალი იქნება. მან უკანასკნელად გადამწყვეტი მატჩი 2003 წელს ციურიხში ითამაშა, სადაც დამარცხებულმა დატოვა კორტი.

მეორე ნახევარფინალში მაყურებელმა უფრო დაძაბული ბრძოლა იხილა, რაც არ იყო გასაკვირი, რადგან ერთმანეთს ებრძოდნენ ტურნირის მეოთხე და მეხუთე ნომრები - ლუსი საფაროვა და იარმილა გროტი. მალიზიაში შეიძლებოდა ფინალი ავსტრალიური ყოფილიყო, მაგრამ გროტმა თავის თავს უნდა დააბრალოს საფაროვასთან მარცხი. ავსტრალიელს ჯამში მეტოქეზე სამჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (15 5-ის წინააღმდეგ), მაგრამ მხოლოდ ორჯერ შეძლო ჩეხის ჩოგბურთელის მოწოდებაზე ბრეიკის გაკეთება, თავად საფაროვამ კი 5 ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა და კლასის ხარჯზე გავიდა ფინალში, რომელიც მეცხრე იქნება მის კარიერაში. აქამდე რვა ფინალიდან ლუსიმ ოთხი მოიგო და ამდენჯერმე დამარცხდა.

კუალა ლუმპურისგან განსხვავებით ლოგიკურად მიმდინარეობს ტურნირი მონტერეიში - აქ გადამწყვეტ მატჩამდე პირველ და მეორე ნომრად განთესილმა ჩოგბურთელებმა მიაღწიეს.

მთავარმა ფავორიტმა ელენა იანკოვიჩმა სრულიად უპრობლემოდ გადალახა ნახევარფინალის ბარიერი. მან 70 წუთში გაანადგურა სლოვენიელი პოლონია ჰერცოგი. სერბმა მეტოქეს მხოლოდ ორჯერ მისცა ბრეიკის შანსი და ორივე საფრთხე მოიგერია, თავად კი აგრესიული თამაშის წყალობით მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო მეტოქეს. ისევე როგორც საფაროვა, იანკოვიჩიც კარიერაში მე-13 ფინალს ითამაშებს.

არგენტინელმა ხისელა დულკომ ვეღარ შეძლო ზედიზედ მეცხრე მატჩის მოგება. ამ ჩოგბურთელის შთამბეჭდავი სერია წინა კვირას აკაპულკოს ტურნირის მოგებით დაიწყო, მაგრამ მონტერეიში დულკოს ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი არ ეყო. გარდა იმისა, რომ მისმა მეტოქემ, მოქმედმა ჩემპიონმა ანასტასია პავლიუჩენკოვამ ითამაშა კარგად, ხისელას აშკარად დაღლა ეტყობოდა, განსაკუთრებით მეორე სეტში, როცა ერთადერთი გეიმის აღება შეძლო.

WTA

Malaysian Open

კუალა ლუმპური (მალაიზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

ლუსი საფაროვა (ჩეხ, 5)-მარიონ ბარტოლი (საფ, 2) 6:1, 6:4; იარმილა გროტი (ავსტრა, 4)-აიუმი მორიტა (იაპ, 6) 7:5, 3:6, 7:5; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ, 8) 7:6(4), 6:2; მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ)-ანა კრემერი (ლუქ) 6:2, 6:3.

1/2 ფინალი

ლუსი საფაროვა (ჩეხ, 5)-იარმილა გროტი (ავსტრა, 4) 6:2, 3:6, 6:3; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:2, 6:3.

Monterrey Open

მონტერეი (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

ელენა იანკოვიჩი (სერ, 1)-ანასტასია სევასტოვა (ლატ, 5) 6:1, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 2)-გრეტა არნი (უნგ) 6:2, 7:6(3); პოლონა ჰერცოგი (სლოვენ, 8)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 4:6, 6:3, 6:3; ხისელა დულკო (არგ)-ქსენია პერვაკი (რუს) 6:1, 6:0.

1/2 ფინალი

ელენა იანკოვიჩი (სერ, 1)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ, 8) 6:3, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 2)-ხისელა დულკო (არგ) 6:4, 6:1.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა