როგორც ჩანს, "დილას" ახალი შეფები მიიჩნევენ, რომ ისეთ ქვეყანაში ჩამოვიდნენ, სადაც ყველაფერი გაუვათ...
ცოდვა გამხელილი სჯობიაო და, კარგა ხნის წინ უნდა დაგვეწერა ეს წერილი, მაგრამ თავს ძველი ანდაზით ვინუგეშებთ, რომლის მიხედვითაც, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არადა, თემა ისეთია, უკვე წაყრუებაც აღარ ივარგებს და ასე რომ გავაკეთოთ, დასტურ სირაქლემას პოზაში აღმოვჩნდებით...

ამ რამდენიმე ხნის წინ გორის "დილას" ახალმა ინვესტორებმა საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინეს. მას შემდეგ გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელები დაიმატა და...

- დათხოვნილი თანამშრომლები და პასიური საიტი - "დილას" ფანები ინვესტორს შეხვდებიან

- ინვესტორი: ეჭვი არ შეგეპაროთ, გვსურს, გორის "დილამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!

სანთლით რომ ეძებოთ, ამის იქით ოფიციალურ ინფორმაციას "დილას" თაობაზე ვერსად წააწყდებით. არადა, კლუბში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. კომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი, მოდიან ახალი ფეხბურთელები...

"ლელომ" ყოველივე ამის თაობაზე მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ერთია, როცა გაზეთი ავრცელებს ამ ცნობას, ხოლო მეორე, როცა დუმს კლუბი, რომელიც ვალდებულია, საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში ტრანსფერების თაობაზე და სულ მცირე, გუნდის მიერ ჩატარებული საკონტროლო მატჩის შედეგი ამცნოს საზოგადოებას.

ის კი არა, ეს სტრიქონები რომ იწერება, "დილა", დიდი ალბათობით, უკვე თურქეთშია შეკრებაზე და ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა შემადგენლობით გაემგზავრა გუნდი იქ, რომელ მეტოქეებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს და ასე შემდეგ. საღამოს, როცა ეს წერილი იწერება, ამის თაობაზე ინფორმაცია არ არის და მოგვიანებით რომც გამოჩნდეს, ეს ზღვაში წვეთი იქნება იმ ვაკუუმთან შედარებით, ბოლო დღეებში რომ შეიქმნა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: შექმნილ ვითარებაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე "დილას" პრესსამსახურია. ეს ხალხი კლუბში ადრეც მუშაობდა და წლების განმავლობაში კარგად აკეთებდა საქმეს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი კლუბის ახალი ხელმძღვანელობისგან მოდის. მაშინ ეს ჩვენ შორის არსებულ ენობრივ ბარიერს დავაბრალეთ, მაგრამ ახლა იმასაც ვხვდებით, რატომ გააღიზიანა კლუბის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციაზე ჩვენ მიერ დასმულმა რამდენიმე კითხვამ, განსაკუთრებით იმან, "დილას" ბიუჯეტსა და ამბიციებს რომ ეხებოდა.

როგორც ჩანს, "დილას" ახალი შეფები მიიჩნევენ, რომ ისეთ ქვეყანაში ჩამოვიდნენ, სადაც ყველაფერი გაუვათ, სადაც ისინი იქნებიან ახალი საფეხბურთო მოდის კანონმდებლები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თანამედროვე ტენდენციებთან; სადაც ისინი ყველაფერს ისე გააკეთებენ კლუბში, როგორც ეს თავად უნდათ.

არა, ბატონებო! მართალია, დღეს ქართულ ფეხბურთში მართლა გვარიანად ბნელა, მაგრამ არც ისე, რომ ერთმანეთისგან თეთრი და შავი ვერ გავარჩიოთ. ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ჩამოხვედით ღრმა საფეხბურთო პროვინციაში, სადაც ახალი ინვესტიციის ხათრით შეიძლება ყველაფერზე დახუჭონ თვალი.

ბოდიში, ბატონებო, მაგრამ ჩვენთან არც ისე ბნელა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოტე
ბნელა, აქ რომ ბნელა, ისე სად ბნელა )) მთელს მსოფლიოში სპორტული პიარი მაქსიმალურია იმის გამო, რომ თითოეულ კლუბს ჭირდება მაქსიმალური რაოდენობის გულშემატკივარი. რაც მეტი გულშემატკივარია, მით მეტი შემოსავალია. საქართველოში კიდე გულშემატკივარი ცარიელი პრობლემაა - შემოსავალი მათგან არაა, მხოლოდ მოთხოვნები, პრეტენზიები, ხან წესდებას დაარღვევენ და ხან რას გააფუჭებენ. ამიტომაც ნუ გიკვირთ, კლუბის მეპატრონეს გულშემატკივარი თუ არ აინტერესებს. ბნელა, აბა არ ბნელა? იმედია გამოაქვეყნებთ და არ დაბლოკავთ, სიმართლეს თვალი გაუსწორეთ.
საქართველოს ქომაგი
ჩემმსა კომენტარმა რა დაგიშავათ??? წუხელ გამოგზავნილი დავიჯერეო გზაშია??? არ მგონია ))
Zura
Ai sxva gundebi ro aqtouroben da weren inpotmaciebs vin chanoiyvanes vin iykdes sad ikribebian da ase shwmdeg magito arian kargad.tqveni bralia yvrlapers ro asuqebt da yvelapers didad achent,jobia gachumde da daamtkico,tqventvis ra mnishvneloba aqvs dila gori valebshi iqneba da dge dgeze daishleba tu ragac mizani mainc qondes tundac ro puls atetrebdnen.puls ase tu ise yvela gaatetrebs da ybela moiparavs yvelgan esea
nova fostas
შენ თუ მოგწონს ესეთი მიდგომა საღოლ ძმაო სად ხდება სხვაგან ესე მითხარი? დღეს ყველგან საჯაროა ინფორმაცია
ნოვა ფოსტა
მარტო გორულ წყაროებიდან ვიცი სად ვარჯიშობს ახალი დილა გორში, ვინ ვარჯიშობს, წინასწარ ვიცოდი რომ თურქეთში მიდიოდნენ. ძველი დილას შემოწმების შედეგები ვიცი და ჟურნალისტებმა რატომ არ იცით? ნუ ებრძვით ახალ დილას - ძველ დილას გორი აღარ დაუბრუნდება!
DILA
მოკლეთ ამათ შიშით კაცი ერთ დოლარს ვეგარ ათეთრებს რაა, :D:D:D,კლუბი თავისია უნდა გაავრცელებს უნდა არა ჩვენ მთავარი შედეგი გვაჩვენონ, ანუ ის დრო ჯობდა როცა კლუბი ვალებში იხრჩობოდა და ეს მთელმა ქვეყანამ იცოდაა? მაშინ ხო ყველაფერს წერდნენ? მოკლეთ აქ ვინ აკომენტარებს 90% დილას არა კეთილის მსურველია,ყველას თავისი აზრიაქვს და ვისაც რა უნდა ის წეროს არაა პრობლემა მაგრამ ცოტა რეალობასაც შევხედოთ თვალებში, გორელებო ყველანი მიყვარხართ და პატივს გცემთ.
a.a
batono aleko kakauridze tqven gaixaret chemi satqmeli tqvit, bolomde miaweqit am temas gtxovt tu shegidzliat, didi madloba winaswar.
junglebi
ბატონო ალეკო მართლაც სერიოზული ხალხი მოვიდა დილაში. გამოჩნდა რაღაც პერსპექტივები. ისინი თავსი საქმის მცოდნეები არიან.მათ უყვართ ფიხბურთი, კარგად ერკვევიან მენეჯმენტის საკითხებში. პატივს სცემენ გულშემატკივრებსა და პრესის წარმომადგენლებს. გორელებს ძალიან გვეიმედება ეს ხალხი.გვჯერა რომ მათი დახმარებით დილა გაბრწყინდება და ბევრ წარმატებას მიაღწევს.ვაცალოთ ამ ხალხს მუშააობა, დაველოდოთ შედეგებს და შემდეგ შევამკოთ ,,კომპლიმენტებით,, წიწილებს ხომ შემოდგომაზე ითვლიან...
data
fuls atetreben ra ebraelebi, erti sitkvit, tu gainteresebs aleko amitom arian mosuli.
simartle es aris
chamovidnen da chamoiyvanes sadgac dakarguli pexburtelebii... chamovidnen puli ro gaatetron yvelanairi gzittt... ager xart batono da sul male naxavttt tamashs tamashze ro waagebs goriii... mere ragaca moigoneben da gaiqcevian.. atasi tavi mand damarxuliii...
ნოვა ფოსტა
ალბათ თვითონ ავტორია მოდერატორი, რომ 2 ჩემი კომენტარი არ გამოაქვეყნა. კარგათ იყავით. ვინც საერთოდ მოგაციოთ ყურადღება... ესეთი დაბალი დონე თუ გქონდათ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ვითომ "ლელო"-ც გქვიათ((
andros
რას ამბობს კაცო? რას ქვია ვისი საქმეა? ქვის ხანაში ვართ?
junglebi
წელს დილა ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.დ ა ე ლ ო დ ე თ.
andro
სათაური წავიკითხე და მეგონა დაშალეს დილა ებრაელებმა. ასეთი უაზრობის წერა როგორ შეიძლება? კლუბი თვიტონ წყვეტს გაავრცელოს ინფორმაცია თუ არა. ვისი რა საქმეა ვინ წაიყვანა შეკრებაზე?
უშანგი
არც ისე ბნელაო? უკუნია, წყვდიადი...
სოსო
ბნელია წუთისოფელიიიი უფრო და უფრო ბნელდებაააა.
avoe
აგეწვა?
kalebind
ფიფიას ფული რუსული ფულია ეგრე თუ მიდგა საქმე ეგეთი კუთხით წარსამართ მსჯელობაზე... გინახიათ არა, არამედ გინახავთ..
alekos
მადლობა მთელი გორის სახელით. შენ ხალხის სათქმელი თქვი!
1X
და ბატონო ალეკო, მაშინ არ ბნელოდა როცა დინამოში სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებს არ გვეუბნებოდნენ? მაშინ არ ბნელოდა გუნდი უაზრო ტრანსფერებს რომ აკეთებდა?
avoe
აცალეთ ბიჭო ამ ხალხს მუშაობა თქვენი უაზრო სტატიებით ნუ წაიღეთ ტვინი
dila
უფრო გაამძაფრეთ, თურმე კულუარებიდან გაჟონა ინფორმაცია, 5 მარტს ჩემპიონატის თამაშს თურმე ისე აპირებენ ხალხი არ დაესწრონ უნდათ
ivo98
კარგი სტატიაა
Arsena
ებრაელების გაკეთებული საქმე სხვისთვის გინახიათ? უკვე ეტყობათ რომ ზემოდან გვიყურებენ და დაგვცინიან.ეს კარგით არ დამთავრდება.საერთოდ ვინ არიან რა გაუკეთებიათ? აქ ოღონდ ვინმემ ფული ჩადოს ფეხბურთში და არც კითხულობენ ვინაა. მასე ყველა დაიწყებს აქ ბინძური ფულის გაწმენდვას და კიდევ მოგვეჭრება ისედაც მოჭრილი თავი.უნდა ვაიძულოთ ყველას პატივი სცენ აქაურ კანონებს.იქ ვინმე რამეს გაპატიებს??
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ