მადრიდის "რეალიდან" წამოსვლის შემდეგ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი "მილანს" ან "რეპტორზს" უთავკაცებს
როგორც წინა ნომერში ვწერდით, ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ეტორე მესინამ მადრიდის "რეალში" მოღვაწეობა დაასრულა და დროებით უმუშევარი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მესინამ წასვლაზე განცხადება ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "მონტეპასკისთან" საშინაო წაგების შემდეგ დაწერა. იმ მარცხის მიუხედავად, "სამეფო კლუბი" მაინც გავიდა ევროლიგის პლეი ოფში, თანაც პირველი ადგილიდან.

"მას შემდეგ, რაც გუნდმა მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა, საერთოდ შეწყვიტა კალათბურთის თამაში. როცა ბევრს მუშაობ და საკუთარი მოთამაშეებისთვის თავს არ ზოგავ, შეგირდებისგანაც შესაბამისი მხარდაჭერა და განწყობა უნდა იგრძნო. იმედი მაქვს, რომ მოთამაშეებს გაუჩნდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც არ გვყოფნიდა იმისთვის, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი გავმხდარიყავით. ჩემი აზრით, "რეალს" აქვს "ოთხთა ფინალში" გასვლის შანსი", - ამბობს მესინა.

იტალიელმა დაამატა, რომ მსგავსი რამ მის კარიერაში პირველად მოხდა და მაშინვე გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

თუმცა მესინა დიდი ხანი უმუშევარი არ დარჩება. იტალიური პრესის ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია, მან ამ სეზონის ბოლომდე "მილანს" უხელმძღვანელოს. მაგრამ უფრო საინტერესო მეორე ცნობაა - მესინამ, შესაძლოა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში მუშაობის საშუალება მიიღოს. კერძოდ, იტალიელის გადაბირებით კანადური "ტორონტო რეპტორზია" დაინტერესებული.

როგორც აღმოჩნდა, "რეპტორზის" გენერალური მენეჯერი ბრაიან კოლანჯელო დიდი ხანია აკვირდება ევროპაში მესინას წარმატებებს და უნდა თავისი გუნდი სწორედ მას ჩააბაროს.

აქამდე არც ერთი ევროპელ სპეციალისტს არ მიუღია NBA-ში მთავარი მწვრთნელის პოსტი. მართალია, "ნიუ იორკ ნიქსს" იტალიელი მაიკ დ'ანტონი წვრთნის, მაგრამ მისი ევროპელად მოხსენიება არ იქნება მართებული. მაიკლს იტალიაში 13 სეზონი უმუშავია, იტალიური პასპორტიც აქვს, მაგრამ ამერიკაშია დაბადებული, მეორე მოქალაქეობა კი მხოლოდ 1985 წელს, 34 წლის ასაკში მიიღო იმისთვის, რომ იტალიის ნაკრებში თამაშის საშუალება ჰქონოდა.

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა