12 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ კალენდრულ ტურის მატჩებს უმასპინძლა
12 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ კალენდრულ ტურის მატჩებს უმასპინძლა. 2017 წელი სუპერლიგის გუნდებმა VI ტურის შეხვედრებით დაიწყეს. სათამაშო დღე ორივე ლიგაში, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

პირველები პარკეტზე სუპერლიგა ბ-ს გუნდები გავიდნენ. გათამაშების აუტსაიდერი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი, ევროკრედიტს დაუპირისპირდა და პირველი ქულების მოპოვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ფავორიტმა გამოცდილების ხარჯზე შეძლო ბოლო წუთზე გამარჯვების მოპოვება - 4-3 ევროკრედიტის სასარგებლოდ.

წარმატებული გამოდგა ოლიმპიური ჩემპიონის დებიუტი. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ლადო ხინჩეგაშვილმა, Funday Entertainment-ის რიგებში პირველი შეხვედრა გამართა და საკუთარ გუნდს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - 8-2 სკ ჯვაროსნები 2-ს წინააღმდეგ და შენარჩუნებული ერთპიროვნული ლიდერობა სატურნირო ცხრილში. აღსანიშნავია, რომ ხინჩეგაშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია, ვინც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა.

საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა "სტუდენტური დერბი" საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდების მონაწილეობით. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. საფეხბურთო იღბალი კსუ-ს ფეხბურთელების მხარეს აღმოჩნდა - 5-4.

ფრედ, 3-3 დასრულდა თელავისა და ზესტაფონის დაპირისპირება. ფავორიტად შერაცხულმა იმერლებმა ვერ შეძლეს კახელების გატეხვა. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი არაერთი საგოლე მომენტისა, საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

ასეთივე ანგარიშით, 3-3 დასრულდა უნიკრედიტისა და ვივუსის შეხვედრა. "საფინანსო დერბი" საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მიუხედავად ვივუსის ორ ბურთიანი უპირატესობისა, ალიკ სარქისიანის შეგირდებმა მოახერხეს შეხვედრის გადარჩენა და დამსახურებული ქულის მოპოვება.

12.02.2017. სუპერლიგა B. VI ტური

ეთა - სკ ევროკრედიტი 3-4

სკ ჯვაროსნები -2 - FUNDAY Ent.2-8

FC UG - კსუ/CIU4-5

სკ თელავი - სკ ფერო3-3

UNICREDIT.GE - FC VIVUS.GE 3-3

VI ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ყავს სუპერლიგა A-ს. სკ პსპ-მ კონკურენტების წაფორხილებით ისარგებლა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდა. "ფარმაცევტებმა" ტვ იმედის გუნდს სძლიეს უშანსოდ - 8-2.

ამ მატჩამდე, მოულოდნელად და პირველად დამარცხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, რომელიც ლიდერობდა კიდეც გათამაშებას. "ძალოვნები" იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდნენ და უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2-3 დათმეს.

ზედიზედ მეორედ დამარცხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი, რომლის რიგებშიც დებიუტი ქონდა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს, ალექსანდრე ამისულაშვილს. "ვარსკვლავები" ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მფკ ნატახტარს დაუპირისპირდნენ და სანახაობრივ ორთაბრძოლაში 1-2 დათმეს.

ერთმანეთთან დაპირისპირებაში მოიპოვეს პირველი ქულები გათამაშების აუტსაიდერებმა. სკ ჯვაროსნებისა და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" დაძაბული შეხვედრა საყაიმო ანგარიშით, 4-4 დასრულდა.

ამრიგად 15 ქულით სატურნირო ცხრილს პსპ ლიდერობს, მას ორი ქულით ჩამორჩება სდსს, ხოლო სფფ და მფკ ნატახტარი 12-12 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ.

12.02.2017. სუპერლიგა A. VI ტური

სკ ჯვაროსნები - GM-ჭიათურა 4-4

CFCP - სდსს 3-2

FC PSP - ტვ იმედი 7-2

სფფ - მფკ ნატახტარი 1-2

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში