ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday

SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday

1-ელ და 2 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის პირველი ფინალური შეხვედრები გაიმართა
1-ელ და 2 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის პირველი ფინალური შეხვედრები გაიმართა და სეზონის პირველი ჩემპიონების ვინაობაც გაირკვა.

სუპერლიგის თასის მფლობელი მფკ "ნატახტარი" გახდა. შაბათს გამართულ ფინალურ შეხვედრაში "ნატახტარმა" 0:3 დაამარცხა სეზონის დებიუტანტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თავისი ტიტულოვანი ისტორიის მანძილზე, სუპერლიგის თასს პირველად დაეუფლა.

სუპერლიგის თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით "ნატახტარის" მოთამაშე კახაბერ გოგოხია გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ასევე "ნატახტარის" ფეხბურთელი რევაზ ინჯგია დასახელდა.

გამარჯვებულ გუნდს თასი სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ და ლუდსახარში "ნატახტარის" დირექტორმა ხათუნა ჩხაიძემ გადასცეს.

01.07.2017. სუპერლიგის თასი. ფინალი

კსუ/CIU - მფკ ნატახტარი 0:3

გოლები: 08:00’ ინჯგია (0:1), 13:00’ გოგოხია (0:2), 26:00’ კუბლაშვილი (0:3)

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გოგა ხუროშვილი, კსუ:

"მარცხის მიზეზი მეტოქე იყო, ძლიერი გუნდი, ძლიერი მწვრთნელით. პროფესიონალები თამაშობენ ამ გუნდში, შეკრული გუნდია. ძლიერად ჩაატარეს დღევანდელი თამაში და შედეგიც სახეზეა. იყო მომენტები, რაც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ბევრი მომენტი არც გვქონია. ვულოცავ მათ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ".

რევაზ ინჯგია, მფკ "ნატახტარი":

"ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ კარგი მეტოქეობისთვის. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას, ეს მნიშვნელოვანი იყო. თასის აწევა კი ძალიან ძვირფასი და ღირებულია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ფინალური თამაშის საუკეთესო მოთამაშე რომ გავხდი".

ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი - სწორედ ასეთი გამოდგა 2 ივლისს გამართული სუპერლიგა B-ს 2016/17 წწ. სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს Funday Entertainment-ი და "ევროკრედიტი" დაუპირისპირდნენ.

ორივე გუნდისთვის სადებიუტო ფინალი უფრო იღბლიანი Funday-სთვის გამოდგა. შეხვედრა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ძირითადი დროის ფრედ, 2:2 დასრულების შემდეგ ორი დამატებითი 5-წუთიანი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული 7-მეტრიანებს სერიაში გამოვლინდა, რომლის სცენარიც, მატჩის მსგავსად, დრამატული გამოდგა. 9 დარტყმის შემდეგ გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული Funday-ს ერგო. (პენ 8:7).

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სუპერლიგა B-ს წლევანდელი სეზონის ნომინანტები გამოვლინდნენ - საუკეთესო მეკარის პრიზი FUNDAY ENT-ის მეკარეს, გიორგი ჩაფიძეს გადაეცა.

საუკეთესო მცველად გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი დავით ჯავახიშვილი დასახელდა. გამორჩეული თავდამსხმელი "ევროკრედიტის" შემტევი თორნიკე ბახტაძე გახდა, უნივერსალი მოთამაშე - გიგა დანელია, საუკეთესო ასისტენტი კი, 10 საგოლე გადაცემით - ბექა ონიანი. 16 გატანილი გოლით სუპერლიგა B-ს ბომბარდირი ზესტაფონის "ფეროს "ფეხბურთელი გაგა ლეჟავა გახდა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კი "ევროკრედიტის" კაპიტანი ირაკლი ბურჭულაძე დასახელდა.

ფინალისტები საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოეს.

02.07.2017. სუპერლიგა B. ფინალი

Funday Ent. - სკ ევროკრედიტი 2:2 (პენ. 8:7)

გოლები: 20:00’ ბურჭულაძე (0:1), 28:00’ ჯინჭარაძე (0:2), 33:00’ დანელია (1:2), 38:00’ დანელია (2:2)

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ბურჭულაძე, "ევროკრედიტი":

"FUNDAY ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ძალა არ გვეყო და ვეღარ გავუძელით პრესინგს. ძალიან მაგარი ფინალი ვითამაშეთ, სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით".

დავით ჯავახიშვილი, FUNDAY ENT:

"მადლობა ორგანიზატორებსა და ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ და მაქსიმალური შედეგი დავდეთ. რაც შეეხება გამარჯვებას, რთულ თამაშში მივაღწიეთ მიზანს. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომ საერთო ძალისხმევით მოვახერხეთ მოგება".

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი:

"როგორც ხედავთ, გუნდებმა ფორმის პიკს მიაღწიეს და დღეს გვანახეს დაუვიწყარი ფინალი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო FUNDAY-ს ეს ბრწყინვალე გამარჯვება, "ევროკრედიტის" გუნდმა კი, მარცხის მიუხედავად, საკმაოდ კარგი თამაში ანახა. მინდა დავაანონსო მომავალი დღეები და ვთქვა, რომ ძირითადი ფინალები წინ გვაქვს და იქაც გვპირდება ეს ფინალები ძალიან სანახაობრივ და ლამაზ თამაშს".

კვირას კორპორატიული ლიგების პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა.

ვერცხლის ლიგის 1/2-ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში "ევროპაბეთმა" დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა "საქართველოს ბანკი" და სერიის ანგარიში გაათანაბრა. გუნდებს შორის პირველი მატჩი "საქართველოს ბანკმა" 7-მეტრიანების სერიაში მოიგო 3:3 (პენ3:2). შესაბამისად, ფინალში გასასვლელად გუნდები მესამე, გადამწყვეტ დაპირისპირებას გამართავენ.

ვერცხლის ლიგის 2016-17 წწ. სეზონის პირველი ფინალისტი კი "ბაქსვუდია". "მოსწავლეებმა" საკუთარი გულშემატკივრის ანშლაგის ფონზე, "ლიბერთი ბანკი" 1/2-ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში 4:1 დაამარცხეს და ვერცხლის ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება.

02.07.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (II)

საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი 3:4 (3:3 პენ. 3:2)

ბაქსვუდი- ლიბერთი ბანკი 4:1 (3:0)

"ვითიბი ბანკი" ოქროს ლიგის 1/2-ფინალში ითამაშებს. "ბანკირებისა" და საპატრულო პოლიციის გუნდის გადამწყვეტი მეოთხედფინალური დაპირისპირების ბედი 7-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. შეხვედრის ძირითადი დროის 1:1 დასრულების შემდეგ, "საფეხბურთო ლატარიაში", "ვითიბის" ფეხბურთელებს გაუმართლათ (პენ. 3:2).

ნახევარფინალში ბანკირების მეტოქე "ნატახტარი" იქნება, ამ წყვილში გამარჯვებული კი 16 ივლისს, ფინალში GWP-ს შეხვდება.

02.07.2017. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (III)

პატრული - ვითიბი ბანკი 1:1 (პენ.2:3) (1:2, 2:1)

ამ უქმეებზე კალენდარული ტურის შეხვედრები გამართეს ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს გუნდებმა.

01.07.2017. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური

თბილისის მერია - ჰერმესი 3:2

ბილტმორი - ელიტა ბურჯი 4:6

01.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

აჭარა ჯგუფი - რუბიკონი 0:3

ეთა - Geo Holding 2:4

02.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

აჭარის ნაკრები - ტატიშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...

რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში

ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა

ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება

მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?

"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა

[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!

რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!

რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...

ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია

ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ

SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს

SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია

ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ

SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი

SBM LEAGUE 2016/17: სეზონი კულმინაციას უახლოვდება

SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში

მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია