ბრედლი უიგინსი ერთ თვეს დაისვენებს
ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ველომრბოლმა ბრედლი უიგინსმა ფეხი მოიტეხა სატელევიზიო რეალიტი-შოუს - The Jump-ის გადაღებებისას.

"მომიწევს სამიდან ექვს კვირამდე დასვენება. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ოპერაცია არ არის საჭირო. საშიში არაფერი მომხდარა, მაგრამ ტრავმა არ მომცემს საშუალებას - გავაგრძელო შოუში მონაწილეობა", - განაცხადა ლეგენდარულმა სპორტსმენმა.

The Jump - ბრიტანული ტელევიზიის შოუა, რომელშიც ცნობილი ადამიანები საკუთარ ძალებს ამოწმებენ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

უიგინსმა ტრავმა სამთო თხილამურებით ვარჯიშისას მიიღო. სხვათა შორის, გასული წლის თებერვალში დაზარალდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრიტანელი ტანმოვარჯიშე ელიზაბეტ ტვიდლი. მან კისრის ტრავმა მიიღო, რომლის შედეგადაც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

ბრედლი უიგინსმა 2016 წლის დეკემბერს გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ოთხი ოლიმპიური ოქრო მას ველოტრეკზე აქვს მოპოვებული და ერთიც - საგზატკეცილო ველორბოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"