გერმანელი ტონი მარტინი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე პრესტიჟულ დისციპლინაში - დროზე განცალკევებით რბოლაში გაირკვა გამარჯვებული.

გერმანელი ტონი მარტინი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, როცა ძალიან იოლად დაამარცხა ორი მთავარი კონკურენტი - ბრიტანელი სერ ბრედლი უიგინსი და შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა.

მარტინი მიმდინარე სეზონში თითქმის ყველა ინდივიდუალურ რბოლაში დომინირებდა, ამ ჩემპიონატზე კი პირველი ოქრო კვირას, გუნდურ რბოლაში მოიპოვა "ქუიქ სტეპთან" ერთად. ასე რომ, გერმანელი დროზე რბოლაში მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ არავინ ივიწყებდა იმას, რომ ცოტა ხნის წინ ესპანური ვუელტას ინდივიდუალურ რბოლაში კანჩელარამ დაამარცხა მარტინი. გარდა ამისა, უიგინსსაც სერიოზული ამბიციები ჰქონდა - ეს რბოლა ჩაგდებული სეზონის გადარჩენის ბოლო შანსი იყო.

ჩემპიონობის პრეტენდენტებიდან ყველაზე აქტიურად მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა კანჩელარამ დაიწყო, რომელიც პირველ საშუალედო ფინიშზე წამს უგებდა მარტინს. ამის შემდეგ გერმანელმა ტემპს მოუმატა და ის ფინიშამდე შეინარჩუნა. ტონი 57-კილომეტრიან დისტანციაზე უკონკურენციოდ იყო და მაყურებელმა მხოლოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლა იხილა.

უიგინსმა რბოლა ზედმეტად ფრთხილად დაიწყო, კანჩელარა კი პირიქით, თავს არ ზოგავდა. თუმცა შვეიცარიელს ფინიშზე ვერ უშველა ფენომენალურმა სპრინტერულმა შესაძლებლობებმა. სერ ბრედლი ორი წამით სწრაფი აღმოჩნდა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონზე და ის მესამე ადგილზე გაუშვა. ამ ორმა კი მარტინთან, შესაბამისად, 46 და 48 წამი წააგო.

ასე ჩაიწერა მარტინმა თავის კარიერაში მესამე ტიტული. ვერავინ იტყვის, რომ ეს არ იყო დამსახურებული გამარჯვება. მომავალ სეზონში გერმანელი აპირებს, ტურ დე ფრანსზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს, მანამდე კი ის სამართლიანად ითვლება დროზე განცალკევებით რბოლაში საუკეთესო ოსტატად.

საბოლოო შედეგი

1. ტონი მარტინი (გერმანია) - 1:05:36; 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი) - +0:46; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) - +0:48; 4. ვასილი კირიენკო (ბელორუსი) - +1:26; 5. ტეილორ ფინი (აშშ) - +2:08; 6. რასმუს კვოდე (დანია) - +2:36...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ᓫᓕᓔᓚᓘ ᓣᓘᓒᓘᓜᓡᓘ ᓓᓐᓑᓠᓣᓜᓓᓐ
ბრიტანელ ლეგენდას ფეხი რეალითი შოუში მოტყდა
ტურ დე ფრანსი: ფრუმმა ლიდერობა დაკარგა
სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ბრედლი უიგინსს საკუთარი გუნდი ჰყავს
ტურ დე ფრანსი 2013: ყველაფერმა აზრი დაკარგა
ტურ დე ფრანსი: ტური რეკორდით დაიწყო
ᓢᓣᓠᓘᓡ ᓛᓔᓮᓣᓗᓔ ᓓᓐᓜᓐᓙᓐᓠᓒᓘ
ᓑᓠᓔᓓᓚᓘ ᓣᓘᓒᓘᓜᓡᓘ ᓢᓣᓠ ᓓᓔ ᓤᓠᓐᓜᓡᓖᓔ ᓐᓠ ᓛᓘᓓᓘᓡ
მე-100 ტურ დე ფრანსის უცნაური დასაწყისი
ბრედლი უიგინსი სერი გახდა