მარადონა "ბერნაბეუზე" - "ნაპოლი" მადრიდშიც შეუტევს
* მადრიდის "რეალს" სურს, ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

* ზინედინ ზიდანის გუნდმა ევროთასებზე ბოლო 33 საშინაო მატჩიდან 28 მოიგო.

* ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა.

* მაურიციო სარის გუნდმა ევროთასების ბოლო 7 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო.

* "ბაიერნმა" "არსენალი" მერვედფინალიდან უკვე გამოაგდო 2005, 2013 და 2014 წლებში.

* გერმანულმა კლუბმა მოიგო ბოლო 15 საშინაო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს რეკორდია.

* ბოლო ექვსი სეზონია, "არსენალი" მერვედფინალურ ეტაპზე მარცხდება ჩემპიონთა ლიგაზე.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედი ჩემპიონი ჩაერთვება, რომლის პირველივე მეტოქე იმდენად სერიოზულია, რომ შესაძლოა, ამ სეზონში უკანასკნელიც აღმოჩნდეს - "ნაპოლი" იტალიაში დაფრინავს, ბოლო მატჩებია, არც ევროთასებზე ირცხვენს თავს და, რაც მთავარია, სანახაობრივსა და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს. დღის მეორე წყვილი კი უკვე კლასიკად იქცა - "ბაიერნი" "არსენალის" წინააღმდეგ!

ბაიერნი-არსენალი

თითქოს, მოჯადოებული წრეაო, არსენ ვენგერის "არსენალი" მიდის პლეი ოფის პირველ ეტაპამდე და იქ მარცხდება. სამჯერ ეს "ბაიერნმა" მოახერხა. მოკლედ, "მეთოფეებმა" ეს წრე როგორმე უნდა გაარღვიონ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ - ბოლო 15 თამაშია, "ალიანც არენაზე" "ბაიერნმა" მხოლოდ გამარჯვება იცის ლიგაზე, ფრესაც კი არ ცნობს.

არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კარში არ იდგება პეტრ ჩეხი, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, პლეი ოფშიც "არსენალის" კარს დავიდ ოსპინა დაიცავს.

პრესკონფერენცია

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად კლასთან ერთად, ხასიათის სიმტკიცე და გამართლებაა საჭირო, მაგრამ ყველაფერზე მაღლა მაინც მონდომებაა. არ უნდა გავამახვილოთ იმაზე ყურადღება, რომ გოლი არ გავუშვათ. ჩვენი მიზანია თამაშის კონტროლი, რადგან "არსენალს" სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც კონტრშეტევებზე თავის გამოჩენა შეუძლიათ. არსენ ვენგერი გამოცდილი მწვრთნელია, მისი გუნდი მუდამ დიდებულ სტილში თამაშობს. მოედანზე მათ აუცილებლად უნდა შევუქმნათ პრობლემები".

არსენ ვენგერი (არსენალი): "როგორმე უნდა დავივიწყოთ "ბაიერნთან" წინა დაპირისპირებები. ყოველ ჯერზე ვგეგმავთ ტიტულის მოგებას და მერე მათ ვეჯახებით. "ბაიერნის" გაგდება შეგვიძლია, საპასუხო თამაში შინ გვაქვს, რაც მცირე უპირატესობაა, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ხვალ კარგად არ ვითამაშებთ. ვფიქრობ, მეტოქე შეეცდება მოედანზე დომინირებას, როგორც ყოველთვის. მათ წინააღმდეგ ძალიან მაგრად უნდა ვითამაშოთ, თუ მიზნის მიღწევა გვსურს".

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ევროთასებზე ათჯერ შეხვდნენ. აქედან 6 შეხვედრა სწორედ ამ ეტაპზე შედგა. 2005 წელს "ბაიერნმა" პირველი თამაში მოიგო - 3:1, მეორეში კი 0:1 დათმო. მასპინძლებმა ტიერი ანრის გოლს ვეღარაფერი დაამატეს. 2013 წელს "არსენალი" შინ 1:3 დამარცხდა "ბაიერნთან", მაგრამ გაიბრძოლა - მიუნხენში 2:0 მოიგო და მხოლოდ სტუმრად გატანილი ბურთების უპირატესობის გამო დაუთმო საგზური მეტოქეს. 2014-ში "არსენალი" კვლავ შინ დამარცხდა - 0:2. საპასუხო მატჩი კი 1:1 დასრულდა.

გასულ უქმეებზე

"ბაიერნმა", რასაც ჰქვია, სამი ქულა გამოგლიჯა "ინგოლშტადტს" სტუმრად - 2:0. 90-ე წუთზე არტურო ვიდალმა გაიტანა, შემდეგ კი არიენ რობენმაც მოასწრო გატანა.

"არსენალმა" ალექსის სანჩესის დუბლით აჯობა "ჰალ სიტის" - 2:0, მაგრამ ერთი გოლი ჩილელმა აშკარად (მაგრამ მსაჯისთვის შეუმჩნევლად) ხელით გაიტანა.

რეალი-ნაპოლი

როგორც უკვე ვთქვით, "რეალი" ზედიზედ 6-ჯერ გავიდა მეოთხედფინალში და თუ კიდევ მოახერხებს, ეს მეშვიდე იქნება. აი, მისი დღევანდელი მეტოქე კი მეორედ არის ამ ეტაპზე და დუელის მოგების შემთხვევაში, ისტორიაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს, რადგან პირველი ცდა 2012 წელს წარუმატებლად დასრულდა - ლონდონში, "ჩელსისთან" დამატებით დროში დამარცხდა. მადრიდში იტალიურ გუნდთან ერთად ორი ექსმადრიდელი ჩავიდა - რაულ ალბიოლი და ხოსე კალეხონი.

პრესკონფერენცია

ზინედინ ზიდანი (რეალი): "პირველი მატჩი შინ გვაქვს და გვსურს, გარკვეული უპირატესობა დავიბევოთ. მაგრამ იგივე სურს ოპონენტსაც. თამაშისთვის მზად ვართ. "ნაპოლი" დიდებულ ფეხბურთს თამაშობს და სარი ბრწყინვალე მწვრთნელია. ძალიან მაგარი თამაში გველის. ტურნირზე შემორჩენილ ნებისმიერ გუნდს სურს თასის მოგება, მაგრამ ტიტულამდე გრძელი და რთული გზაა გასავლელი".

მაურიციო სარი (ნაპოლი): "რისკი იმ შემთხვევაშიც დიდია, თუკი დაცვით ფეხბურთს ავირჩევთ. ამიტომაც არ მესმის, რატომ უნდა შევცვალოთ თამაშის სტილი. "ნაპოლი" უნდა იყოს "ნაპოლი". ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთ გრანდებთან თანასწორად თამაში შეგვიძლია. შიშით თამაში გამორიცხეთ, ამას მე არ დავუშვებ".

ურთიერთშეხვედრები

ლეო ბენჰაკერის "რეალმა" ორი მატჩის ჯამში 3:1 აჯობა "ნაპოლის". ეს იყო ჩემპიონთა თასის I რაუნდის დაპირისპირებაში შორეულ, 1987 წელს. პირველ მატჩში "სამეფო კლუბმა" მიჩელისა და მიგელ ტანდილიოს გოლებით 2:0 იმარჯვა, "სან პაოლოზე" კი ჯოვანი ფრანჩინის გოლს გოლითვე უპასუხა ემილიო ბუტრაგენიომ, რომელიც ახლა "რეალის" დირექტორია. "ნაპოლის" მაშინ ოტავიო ბიანკი წვრთნიდა, ხოლო დიეგო მარადონა კაპიტნობდა. სხვათა შორის, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რომელიც ახლა უკვე ფიფას თანამშრომელია, განაცხადა, რომ მადრიდში ჩავა და "ნაპოლის" უგულშემატკივრებს.

გასულ უქმეებზე

"სამეფო კლუბმა" პამპლონაში "ოსასუნას" 3:1 მოუგო. "რეალის" პირველი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, მეორე ტაიმში კი თავი ისკო ალარკონმა და ლუკას ვასკესმა გამოიჩინეს. ეს იყო "რეალის" პირველი მატჩი 13-დღიანი დასვენების შემდეგ.

"ნაპოლიმ" დღით ადრე, პარასკევს ითამაშა და "ჯენოას" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოუგო - 2:0. გოლები პიოტრ ზიელინსკიმ და ემანუელ ჯაკერინიმ გაიტანეს. ნეაპოლელთა შემადგენლობას ექსპერიმენტული ეთქმოდა.

ოთხშაბათი. 15 თებერვალი

ბაიერნი-არსენალი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბოატენგი, რიბერი (?), ჩაბი ალონსო (?) - რემზი, კასორლა

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-3-2-1): ნოიერი - ლამი, ხ. მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო, ტ. ალკანტარა, ვიდალი - დ. კოშტა, რობენი - ლევანდოვსკი

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ელნენი, კოკლენი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, ა. სანჩესი - უელბეკი

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ურთიერთშეხვედრები:+5=2-3 (17-11)

რეალი-ნაპოლი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბეილი -

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლ. ვასკესი, ბენზემა, რონალდო

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, ღულამი - ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ურთიერთშეხვედრები: +1=1-0 (3-1)

საპასუხო მატჩები 7 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა