როცა მიტროღლუს ლანგარზე მიართმევ...
სიტყვის კაცი ყოფილა უნაი ემერი - თამაშის წინა დღეს თქვა, პსჟ "ბარსელონასთან" ლამაზ ისტორიას დაწერსო...

დაწერა და მერე როგორი! ასეთი ისტორიებიც ხომ სწორედ ასეთ მეტოქესთან იწერება, თან "ბარსა" ის გუნდია, თავად რომ წერს ხოლმე ლამაზ ისტორიებს. მაგრამ ცხადია, კოშმარებიც ჰქონია და "პარკ დე პრენსის" სამშაბათის საღამოც შავი ასოებით ჩაიწერება კატალონიური გრანდის მოგონებათა წიგნში. 0:4 მერვედფინალის პირველ მატჩში - ეს, ფაქტობრივად, განაჩენია.

ლუის ენრიკეს გუნდს მიზერული შანსიღა შერჩა საიმისოდ, რომ მომდევნო სტადიაზე გააღწიოს. მაგრამ, როცა "ბარსელონაზეა" ლაპარაკი, რა თქმა უნდა, პროგნოზებში მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ...

ბოლო წლებში პსჟ და "ბარსა" ხშირად მეტოქეობენ ჩემპიონთა ლიგაში. კატალონიელებმა წინა 3 მატჩი მოიგეს და ახლაც წყვილის ფავორიტები იყვნენ, თუმცა ეს სტატუსი საათნახევარში დაიმსხვრა. და დარჩნენ მესი, ნეიმარი, სუარესი და ძმანი მათნი უბრალო სტატისტებად...

პსჟ-ს არ ჰყავდა დაცვის მთავარი კაცი ტიაგო სილვა, რაც "ბარსელონას" წინააღმდეგ თითქმის მომაკვდინებელი დანაკლისი იყო...

თავის მხრივ, ლუის ენრიკემაც მოისაკლისა დაცვითი საქმეები კარგად მომგვარებელი ხავიერ მასკერანო. როგორც ვნახეთ, უნაიმ უფრო უნარიანად შეავსო ბზარი უკანა ხაზში.

მთავარი ფიგურა კი ანხელ დი მარია იყო, ვინც საკუთარ დაბადების დღეზე საოცარი აღმაფრენით ითამაშა და თავის თავს ისეთი საჩუქარი გაუკეთა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი. მან ჯერ ეფექტურად შეასრულა ჯარიმა, ხოლო მეორე ტაიმში კარგად დაინახა გახსნილი კუთხე და მარჯვე ცაციით ლამაზად ჩაახვია ბურთი ბადეში.

დი მარიას ამ ორ შედევრს შორის იყო იულიან დრაქსლერის გაბრწყინება მარკო ვერატის პასით, ბოლო საგანგაშო ზარს კი ედინსონ კავანიმ ჩამოჰკრა - დრაქსლერმა ამჯერად ასისტენტობა გასწია, ურუგვაელმა კი ახლო კუთხეში დასცხო - 4:0. ისე, მატჩის ბოლო წუთებში პსჟ ძელმა იხსნა, თორემ კატალონიელებს "კამპ ნოუზე" გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა.

იხილეთ ვიდეო

ლისაბონის "ეშტადიუ და ლუშზე" სტუმარ "დორტმუნდს" უპირატესობა ჰქონდა - ბურთის ფლობაში, კარში დარტყმებსა თუ სახიფათო მომენტებში თომას ტუხელის ბიჭებს უკეთესი სტატისტიკა ჰქონდათ და ფრეს მაინც იმსახურებდნენ. ეს კი არა, პიერ-ემერიკ ობამეიანგს პენალტი რომ გაეტანა, ეგებ "დორტმუნდს" ამ თამაშშივე გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეოთხედფინალისკენ...

უნდა ვთქვათ, სტუმართა მეკარე რომან ბურკის შეცდომაზეც, როცა აღებული ბურთი ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ ლანგარზე მიართვა კონსტანტინოს მიტროღლუს - 1:0.

იხილეთ ვიდეო

პსჟ-ბარსელონა 4:0

გოლები: 1:0 დი მარია (18), 2:0 დრაქსლერი (40), 3:0 დი მარია (55), 4:0 კავანი (72)

პსჟ (4-2-3-1): ტრაპი - მენიე, მარკინიუში, კიმპემბე, კურსავა - ვერატი (69. ნკუნკუ), რაბიო - დი მარია (61. ლუკასი), მატუიდი, დრაქსლერი (86. პასტორე) - კავანი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ანდრე გომესი (58. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა (72. რაკიტიჩი) - მესი, ნეიმარი, სუარესი.

მაყურებელი: 46 484

ბენფიკა-დორტმუნდი 1:0

გოლი: 1:0 მიტროღლუ (48)

ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედუ, ლუიზაო, ნილსონ-ლინდელიოფი, ელიზეუ - სალვიო, პიცი, ფეისა, კარილიო (46. აუგუსტო) - სილვა (67. ჩერვი), მიტროღლუ (75. ხიმენესი).

დორტმუნდი (5-3-2): ბურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი, დურმი - დემბელე, ვაიგლი, გერეირო (82. კასტრო) - როისი (82. პაშალიჩი), ობამეიანგი (62. შიურლე).

გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (58. დორტმუნდი)

მაყურებელი: 55 124

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთი კაცების სპორტია
ყველაზე სასაცილო ის არის რომ თურმე ბარსელონა დაუკომპლექტებელიაო.ყველას და ყველაფერს ყიდულობენ.ვეღარ გაძღენ.თითო ადგილზე 3 მოთამაშე ყავთ.მთავარი სხვა რამეშია.მესიზე აგებული ტაქტიკა/არგენტინის ნაკრებშიც/ არ ამართლებს.იმიტომ რომ იგი არარის არც პელე,არც მარადონა,არც ზიდანი,არც კიჭა და რა თქმა უმდა არც რონალდო.რა თქმა უნდა უნიკალურ ტეხნიკას ფლობს,მაგრამ მთავარი,ჯიგარი არა აქვს,რომლის გარეშეც კაცი ვერ იქნები.
დავითი
ბარსელონას დიდი გულშემატკივარი.შანსი 1% პსჟ-მ დამსახურებულად მოიგო და ვულოცავ მის გულშემატკივრებს. მოგვიბერდა ბარსელონა. შანსი 1% ინიესტა,პიკე,მასკერანო. ტერ შტეგენი ძალიან არ მომწონს- საშუალო დონის მეკარეა,სიამოვნებით მოვიწვევდი დეხეას,ან ლორის.დაცვის ხაზი თავიდან არის დასაკომპლექტებელი. მოკლედ ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრან ბოსებმა. ინიესტას მე-20 წუთზე შევცვლიდი და გომეშსაც მივაყოლებდი(რაფინია, რაკიტიჩი)
tngh
"ბარსას" დიდი ეპოქა დამთავრდა ფეხბურთში... ვეჭვობ, რომ ახალი სუპერ გუნდის გაკეთებას "ბარსაში" დაელოდონ მესი, ნეიმარი და სუარესი...
effe
ბარსელონაზე რა უნდა თქვა ესე ინუგეშებდნენ ბაიერნთანაც თავს 4-0-ის მერე და რაც მოხდა კამპნოუზე კარგად მახსოვს... დორტმუნდი კი უეჭველი გავა შემდეგ ეტაპზე იმედია ობამეიანგი თამაშის წი აღარ მოწევს და ფხიზელი იქნება)))
tngh
"ბარსას" დაცვა და ნახევარდაცვა 90%-ით შესაცვლელია. ეს 1 წელში ვერ მოხდება. დამთავრდა დიდი ეპოქა "ბარსას" და ფეხბურტის ისტორიაში... ახალი ეპოქა იწყება სუპერ "ბარსელონას" გარეშე. ინიესტას შეცვლას წლები უნდა... მესი, ნეიმარი და სუარესი ვეჭვობ, რომ ახალი დიდი გუნდის გაკეთებას დაელოდონ>>>
სოსო
ვერა ლევან,ვეღარ გავა.ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ გუნდი აშკარად დაუკომპლექტებელია.დანი ალვეშის შეცვლა ვერ შეძლეს,ბუსკეტსმაც აშკარად მოუკლო,აღარც პიკეა პიკში და ბოლო ხანებში უკვე ტექნიკაშიც გამოუჩნდათ პრობლემები,ჩემპიონატში,როცა პრესინგს ეთამაშებიან ხშირად ჰკარგავდნენ ბურთს და დაცვაშიც ხშირად ცდებიან,რაკიტიჩი კი მე მგონი ანდენი უთამაშებლობით,თვითონ მწვრთნელმა ამოაგდო ფორმიდან.ასე რომ ბარსას წაგება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა,მოულოდნელი 0-4 იყო მხოლოდ.როცა ბარსა შეტევაშია,სამეული თავის საქმეს აკეთებს,მაგრამ ადრე ბარსას ფეხბურთელი ბურთს რომ იღებდა,სულ ცოტა ორი კაცი მომენტალურად ეხსნებოდა,ახლა კი მესის და სუარეს ბურთის მიღებისთანავე სამი კაცი აჯდა ფეხზე,ღია პარტნიორი კი არ ჩანდა და საერთიდაც პსჟ-მ მგონი ორჯერ მეტი ირბინა და სისწრაფითაც აჯობა ვიზავის. ბენფიკა დორტმუნდის მატჩში კი ბორუსიამ თვითონ წააგო,ყველაფერი გააფუჭეს რაც შეიძლებოდა და რაც არ შეიძლებოდა,ბოლოს კი თვითონვე გაატანინეს გოლი.ასე რომ რა თქმა უნდა ამისი არ მჯერა,მაგრამ ჩაწყობილს ეს უფრო ჰგავდა,ვიდრე ბარსას წაგება.ბარსა ლოგიკურად დამარცხდა.
ფაშა ძლიერი
ბარსამ მართლა 5-0 რომ მოიგოს ეს უკვე ფეხბურთი აღარაა, ეს ტოტალიზატორის ამბავია უკვე და როცა უკვე აღარც ერიდებიან და ასე აშკარა გაყიდვა ხდება თამაშის, უკვე ფეხბურთის ყურებას თავი უნდა დავანებოთ.
status quo
თუ ბარსამ მეორე თამაში 5:0 მოიგო,ესე იგი,პირველი თამაში ჩაწყობილი ყოფილა და გატეხეს.
ხვიჩა
უდიდესი თამაში აჩვენა სენ ჟერმენმა და გენიალურად ითამაშეს მარკო ვერატიმ, დია მარიამ, კავანიმ.
levani
ბარსას არ ვგულშემატკივრობ,მაგრამ მაინც გავა...5-0 მოიგებს.არალოგიკურია,მაგრამ არანაკლებ არალოგიკური იყო გუშინდელი ანგარიშიც...მე პირადად უკვე გავაკეთე ეს ფსონი:)
ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
32 წლის მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაწერა
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან