თუ "დინამოში" არ მორჩება კალეიდოსკოპური სისწრაფით მწვრთნელების ცვლა, მაშინ მას წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ ექნება
რა შედეგიც უნდა ჰქონდეს თბილისის "დინამოს" და რა ამბიციები თუ გაქანება, ის მაინც დარჩება ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ მთავარ საჯილდაო ქვად და, ბევრის აზრით, სანამ "დინამო" საბოლოოდ არ დაუსხლტება კრიზისს, მანამდე არც ქართული ფეხბურთის საშველი იქნება...

...სხვა საკითხია, ამ სტრიქონების ავტორი იზიარებს თუ არა ამ მოსაზრებას. იქნებ ერთი კონკრეტული კლუბის შეჭირვებაზე მეტად ქართულ ფეხბურთს უკან სხვა ფაქტორები ექაჩებოდეს, მაგრამ ეს აზრი არსებობს და ის კიდევ ერთხელ მიუთითებს "დინამოს" მნიშვნელობასა და ხვედრით წონაზე ქართულ ფეხბურთში.

ამ წერილს რომ ვწერ, ჩვენი გაზეთის ამავე ნომრისთვის მზადდება ფაქტებით გაჯერებული წერილი "დინამოში" ბოლო დროის სამწვრთნელო ცვლილებებზე. აქ მე მოვერიდები ციფრებთან და ფაქტებთან ჭიდაობას, უბრალოდ, დავწერ - 13 ცვლილება 6 წელიწადში ძალიან ბევრია! ძალიან! იმდენად ბევრი, რომ აღარც კი იცი, რა დაწერო.

რა თქმა უნდა, ეს არ არის "პალერმოს" შემთხვევა, სადაც ოდიოზური პრეზიდენტი სეზონში სამ-ოთხჯერ მაინც ცვლის მწვრთნელს, მაგრამ უთუოდ განსაკუთრებული ფაქტია ქართულ საფეხბურთო რეალობაში.

პირდაპირ და შეულამაზებლად უნდა დავწერო ჩემი აზრი ამის თაობაზე: თუ "დინამოში" არ მორჩება კალეიდოსკოპური სისწრაფით მწვრთნელების ცვლა, მაშინ მას წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ ექნება. ჭკვიანი ხალხი ამბობს - ახალ გუნდში მწვრთნელს 6 თვე მაინც სჭირდება ადაპტაციისთვისო და რაზეა საუბარი, როცა "დინამოში" ნახევარ წელიწადში ერთხელ იცვლება მწვრთნელი.

სხვა საქმეა, რა და როგორ იყო ადრე, მაგრამ დღეს კლუბში არის ხალხი, ვინც კარგად იცის ფეხბურთი და, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ისინი დამეთანხმებიან, რომ მწვრთნელთა ხშირი ცვლა საქმეს უფრო აზიანებს, ვიდრე შველის. კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ფეხბურთში გამოცდილი კაცია და მანაც უნდა იცოდეს, რომ სტაბილურობის გარეშე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ მგონია, რომ ორიოდ დღის წინ "დინამოდან" ვიაჩესლავ გროზნის წასვლა ყველაზე ნაკლებად შედიოდა კლუბის ხელმძღვანელობის ინტერესში. მოვა დრო და ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ ახლა ასე მგონია.

ეს "ტრადიცია" ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს "დინამოში". მწვრთნელი ახალ გუნდში რომ მიდის, ყველაფერს აკვირდება. რა თქმა უნდა, ის აკვირდება იმასაც, თუ რამდენ ხანს იმუშავეს მისმა წინამორბედებმა. შიშით კი არა, ძალიან ხშირად ამ ცხოვრებაში შიშის გარეშე დაწყებული საქმე არ გამოდის და...

დიახ, უნდა დასრულდეს თუნდაც იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდულ გუნდს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც წნეხის გარეშე იმუშავებს გუნდთან და რომელსაც ფეხის პირველი დაცდენისთანავე კარისკენ არ მიუთითებენ.

სხვანაირად წარმატება არ მოვა, გამორიცხულია!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Akaki
მადლობ ალეკო, ის თქვი რაც მეც და ალბათ გულშემატკივართა უმრავლესობას აწუხებს
Guadua
ამოიღეთ თბილისის დინამო 5 წლით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან. დააბრუნეთ ზესტაფონი მომავალის წლიდან უმაღლეს ლიგაში.გაზარდეთ ლიგა ისევ 16 კლუბამდე ფინანსისრების მინიმუმის 3 მილიონი ლარის დაწესებით. დაინახავთ რომ ქართული ფეხბურთი დინამოს გარეშე მართლა აღმასვლით წავა, ის დრეს ღუზაა და არა გემი,სანამ ის ამ უაზრო ფორმით არსებობს მანამდის მთელი აქცენტები მასზეა გადატანილი და აქედანაა ყველა იდიოტიზმი
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
სტადიონზე მისვლით გავამხნეოთ ჩვენები
ნიკო
საბჭოთა კავსირი ხომ არ არის მარტო დინამო დინამოს რო გააიძახით სულ. აშორეთ ბავშვები კომპუტერებს და ტელევიზორებს და გააგდეთ ეზოში ფეხბურტის სათამაშოდ, რეგიონებიში უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვების აღზრდას და მოედნების კეთებას. საქართველო მარტო თბილისი არ არის!
status quo
ჩემო რომან, დინამო დაემსგავსა ფარერების ან მალტის საშუალო გუნდს.რას აკეთებ, ვერ ვხვდები, ფულს ათეთრებ თუ უბრალოდ კაიფობ.ამდენი უმაქნისი მწვრთნელი და ფეხბურთელი საიდან მოგყავს, სად პოულობ.ასე არაფერი გამოგივა და ჩვენც გვტანჯავ.თუ რამის გამკეთებელი ხარ, მოიყვანე ნორმალური მწვრთნელები და ფეხბურთელები,ვეტერანები მაინც, ვინმეს რამე რომ ასწავლონ, თორემ შემოეცალა ფეხბურთს გულშემატკივარი...
დათო
სარატოვის "სოკოლი" ჰგონია ამას ეტყობა თბილისის "დინამო"...
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო