საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 15 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ამის შემდეგ "ჯვაროსნები" ხორვატიაში გადაინაცვლებს და 19 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში ხორვატიას შეხვდება.

მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

"ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ორი შეხვედრა იქნება. იმ ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ შანსი, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ როგორც შვეიცარიას, ასევე ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათ ძალიან ძლიერი ნაკრებები ჰყავთ.

ვლადიმირ ვაისი ბელორუსთან ხომ არ დაიწყებს ფეხბურთელების შერჩევას და მან ახლა, ამ თამაშებში უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს უფრო მეტი აქცენტი.

მთლიანობაში, მიმდინარე შესარჩევი ციკლი ცუდად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან ჯგუფში ორი უძლიერესი ნაკრები, დანია და შვეიცარია გვყავდა. თანაც, ყველა შეხვედრაში ჩვენს გუნდს 3-4 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ მოთამაშეების ბევრი შემცვლელი ჰყავდეს".

ეროვნულ ნაკრებზე საუბრის შემდეგ კახა კაჭარავას "სამტრედიას" შანსებზე ვკითხეთ, რომელიც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.

"სეზონის დაწყებისას ჩვენი მიზანი იყო, რომ ეროვნულ ლიგაში გადავსულიყავით. გარკვეული მიზეზების გამო პირველი ადგილი ვერ დავიკავეთ. მაგალითად, ჩვენს ბევრს ფეხბურთელს ჰქონდა ტრავმა და სხვადასხვა მატჩში გვაკლდნენ.

ვფიქრობ, შეგვწევს იმის ძალა, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ახლა ველოდებით, ვინ იქნებიან ეროვნული ლიგიდან ჩვენი შესაძლო მეტოქეები, მაგრამ ყველა გუნდი ძლიერია.

ცუდი გუნდი არც ჩვენ გვყავს და ჩემს ფეხბურთელებს აქვთ ამბიცია, რომ უმაღლეს ლიგაში იასპარეზონ", - თქვა კაჭარავამ.

მერანი
მერანია მაგარი გუნდი და მაგიტო ვერ გადახვედი კახა
merani 11
ეს რა კაცია იმას კი არ იძახის მერანი კაი გუნდიაო იმას იძახის ტრამვები ქონდათო მერანმა 2-მოუგო 1-ფრე და მესამეც მოუგებს
გრიგოლ1408
ფეხბურთელები არასდროს არ აკლდა საქართველოს ნაკრებს.უბრალოდ ვაისი არ იძახებდა
jango
მოგიწევს კახა ისევ მეორე ლიგაში მუშაობა მომავალ წელს. ამ კონტინგენტით შენ ყველაზე მეტი შანსი ქუთაისის ტორპედოს დამარცხებისა გაქვს. რუსთავს და სიონს ვერ სძლევ, ხოლო როდესაც ტორპედოს იტალიელებზე და გერმანელებზე გადაცემის საკითხი დამოკიდებულია მათი ელიგაში დარჩებაზე, აქ ალბათ ცხადზე ცხადია რომ არც ტორპედოსათაბ "გვაქვს შანსი" და უფრო მეტიც ტორპედო რომ სამტრედიას შეხვდეს, ის მეცხრე ადგილზე უნდა გავიდეს, რაც ძნელი წარმოსადგენია, უარეს შემთხევვაში მერვეზე, იქ კი თელავი ხვდებათ და არაა ის ისეთი კლუბი რომ ჩხეტიანმა ვერ გაიაროს!
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება