"მანჩესტერის" ლეგენდამ "არსენალის" ვარსკვლავი დაიცვა
რიო ფერდინანდმა მესუთ იოზილი დაიცვა. გერმანელს "არსენალის" ფანები ხშირად აკრიტიკებენ, განსაკუთრებით კი, ამ სეზონში. ბევრის აზრით, იოზილი გადამწყვეტ მატჩებში ვერ თამაშობს. ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას კი, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, მესუთის კრიტიკა გადამეტებული მიაჩნია:

"იოზილზე ხელის შეწმენდა ძალიან ადვილია, როდესაც გუნდის საქმე ცუდად მიდის. არადა, ეს უსამართლობაა. დიახ, ის მართლაც არ არის ფორმის პიკზე, მაგრამ ალექსის სანჩესს თუ არ ჩავთვლით, ვინ არის ახლა საუკეთესო ფორმაში? "მეთოფეების" სხვა ფეხბურთელებიც მოიკოჭლებენ. მესუთის დადანაშაულება კი იოლია, რადგან მას ისეთი სათამაშო სტილი აქვს, რომ ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს, დახმარება სჭირდება.

თანაგუნდელები გაუთავებლად უნდა მოძრაობდნენ და იხსნებოდნენ, რომ მან მათთვის მომენტის შექმნა შეძლოს. ის იმ ტიპის ფეხბუთელი არ გახლავთ, რომელიც ყოველთვის თავისით გააკეთებს ყველაფერს. მოთამაშეებს ხშირად აკრიტიკებენ მნიშვნელოვან შეხვედრებში ნაჩვენები თამაშების მხრივ, მაგრამ მაშინ მთლიანად "არსენალზე" რა ვთქვათ"?

"მანჩესტერის" ყოფილმა ვარსკვლავმა არსენ ვენგერი მეტად დაადანაშაულა "მეთოფეთა" ჩავარდნაში:

"ვენგერის გუნდს უშუალო კონკურენტებთან ცუდი შედეგები აქვს და ეს მხოლოდ იოზილის ბრალი როგორ არის? სექტემბერში "ჩელსისთან" მატჩს თუ არ ჩავთვლით, "არსენალმა" დამაჯერებლად ვერც ერთი სხვა პრინციპული შეხვედრა ვერ ჩაატარა. ჯოხის იოზილზე გადატეხა კი არასწორია. პირიქით, კლუბმა მას ახალი კონტრაქტი უნდა შესთავაზოს, რადგან მესუთი ტოპ-კლასის მოთამაშეა და ასეთი ფეხბურთელი "მეთოფეებს" ძალიან სჭირდებათ" - თქვა ფერდინანდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"მისი რეინკარნაციაა" - ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
"ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?" - კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი