"პეპსი არენაზე" მისული გულშემატკივარი ისევ გაწბილდა - "ოკლაჰომამ" მასპინძელი "ატლანტა ჰოქსი" 111:104 დაამარცხა
ორი დღით ადრე "ჩიკაგოს" ძლევით ატლანტელ გულშემატკივრებს გაუჩნდათ იმედი, რომ "ატლანტა ჰოქსი" გამარჯვებების გზას დაუბრუნდებოდა, მაგრამ პარასკევს 7:30 საათზე (ატლანტას დროით) "პეპსი არენაზე" მისული გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაწბილდა - "ოკლაჰომამ" კევინ დურანტისა (29 ქულა) და რასელ ვესტბრუქის (28) წინამძღოლობით მასპინძლები 111:104 დაამარცხა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ოკლაჰომელები 12 ქულით წინ იყვნენ, მაგრამ კროუფორდ-ჰინრიხის დუეტმა დანებება არ ინება და შორეული ტყორცნებით სცადა მატჩის შემოტრიალება, ხოლო მერვინ უილიამსმა სხვაობა სულაც 2 ქულამდე დაიყვანა - 100:102 (სირენამდე 1:27 წუთით ადრე). თუმცა საპასუხოდ ვესტბრუქმა სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედიც სტუმართა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

გაგვაწბილა მწვრთნელმაც: ლარი დრიუმ ზაზა ფაჩულია მოედანზე პირველი პერიოდის დასრულებამდე 5:54 წუთით ადრე შეუშვა და ზუსტად 5:54 წუთი ათამაშა - პირველი მეოთხედის შემდეგ ზაზა მოედანზე აღარ გამოჩენილა და "სარეცხის მანქანაში" გამოწურულ დროში მხოლოდ ის მოასწრო, რაც სათაურში დავწერეთ: 1 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება.

გულში გვიხარია, "ატლანტას" კონკურენტების ("ორლანდო", "ჩიკაგო") წაგებები, მაგრამ... ჯორჯიელები კონკურენტებთან შედარებით მეტს აგებენ, არასტაბილურად გამოიყურებიან და თამამად შეიძლება ითქვას - ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდებათ თუნდაც "ორლანდოს" ჩამოტოვება, რომელსაც 40 მოგება აქვს. "ატლანტას" ანგარიშზე კი 37 გამარჯვებაა.

ზაზას გუნდი 6 მარტს "ნიუ იორკს" უმასპინძლებს.

ატლანტა-ოკლაჰომა 104:111

ზაზა ფაჩულია: 5:54 წუთი, 1 ქულა (2-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

05:54 ზაზამ კოლინზი შეცვალა

05:26 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 14:12)

04:36 დაფარება: 1 (ჰარდენს დაუფარა)

04:36 ფოლი: 1

03:08 მოხსნა: შეტ-1, დაც-0.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა