დღის მიღწევები და სტატისტიკა
კაირი ირვინგმა და ლებრონ ჯეიმსმა 25-25 ქულა დააგროვეს, რასაც ჯეიმსის 14 შედეგიანი პასიც დაემატა და "კავალიერზმა" სტუმრად მოუგო "მინესოტას".

"მგლები" თითქმის ბოლომდე ეწინააღმდეგებოდნენ აღმოსავლეთის ლიდერს, მაგრამ ჯერ ჯეიმსის სამქულიანით და შემდეგ ექს-მინესოტელის დერიკ უილიამსის ორქულიანით, საფინალო სირენამდე 1:39 წუთით ადრე, "კლივლენდი" რვა ქულით გავიდა წინ - 114:106.

ჯიმი ბატლერი დაბრუნდა "ჩიკაგოს" შემადგენლობაში და 19 ქულა დააგროვა "ტორონტოს" წინააღმდეგ. სწორედ მან ჩააგდო ბოლო 1:48 წუთში შვიდი საჯარიმო და გადაწყვიტა მატჩის ბედი. ბატლერმა 38 წუთი გაატარა მოედანზე და 19-დან 15 საჯარიმო მოათავსა კალათში. "ჩიკაგომ" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.

დემარკუს კაზინსს ისევ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 40 ქულა, 12 მოხსნა და რვა შედეგიანი პასი. სამაგიეროდ, თავისი ცენტრის კარგი თამაშით იხეირა "კინგზმა", რომელმაც 97:96 მოუგო "ლეიკერსს".

კაზინსმა 96:96-ზე ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. "ლეიკერსს" დარჩენილი ჰქონდა ბოლო შეტევისთვის ცხრა წამი, მაგრამ ლუ უილიამსის ბოლო სამქულიანი მიზანს აცდა.

ლეგენდები ტრამპს ისევ ერჩიან

ლეგენდარულმა კალათბურთელმა მეჯიქ ჯონსონმა განაცხადა, რომ აღარ ჩერდება ნიუ იორკის სასტუმროში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

ჯონსონი ღიად უჭერდა მხარს პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონს და საკუთარ სახლში აქციაც კი მოაწყო წინასაარჩევნო კამპანიისთვის ფულის შესაგროვებლად. მაშინ, მეჯიქმა 1.3 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა.

ამასობაში, "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაემშვიდებინა ის ხალხი, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს "დაამცირა".

"ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი - წარმატებული ადამიანია და ყველას სიკეთეს უკეთებს, მაგრამ მას არ დაუწყია თავისი პრეზიდენტობა იქიდან, რომ დაემშვიდებინა მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაამცირა. მას არაფერი უთქვამს ქალებზე, შავკანიანებზე, მექსიკელებზე, ესპანურენოვანებზე, ლგბტ-ზე, უნარშეზღუდულებზე. ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარაო.

მზადყოფნა - წავიდეს ყველაფერზე, ოღონდ კი აირჩიონ - დაუშვებელი და უბრალოდ, ამაზრზენია. ისინიც კი, ვინც მას ხმა მისცა, ხედავენ ამას, მაგრამ რაღაც მიზეზით მიიჩნევენ, რომ შეიძლება ამის იგნორირება და დავიწყება. მისი ხასიათი და უუნუარობა - გადააბიჯოს საკუთარ ეგოს - აყალბებს მის სიტყვებსა და მოქმედებებს. აი, ეს არის საშიში", - ამბობს პოპოვიჩი.

ლავი - ექვსი კვირა თამაშგარეთ

ცუდი ამბავი შეიტყვეს "კლივლენდის" გულშემატკივრებმა. გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კევინ ლავს მარცხენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც, ფორვარდი დაახლოებით ექვსი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

ლავი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ჩიოდა მუხლის არეში ტკივილის გამო. ორშაბათს ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ, "კლივლენდის" მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლიუმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ფორვარდის მდგომარეობის გამო.

მიმდინარე სეზონში ლავმა 46 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 20.0 ქულა და 11.1 მოხსნა დააგროვა.

ამასობაში, "მინესოტას" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაკ ლავინმა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და ექიმებმა აღდგენითი პროცესის სავარაუდო ვადად ცხრა თვე დაასახელეს. ასე რომ ჩატენვების ბოლო ორი კონკურსის გამარჯვებული მოედანზე 2017 წლის ბოლოს დაბრუნდება.

ჩიკაგო-ტორონტო 105:94

24:18, 34:21, 20:25, 27:30

ჩ: მაკდერმოტი (20), ბატლერი (19+12 პასი), გიბსონი (14), რონდო (12), ფელისიო (10).

ტ: ლოური (22), დეროზანი (18), ვალანჩუნასი (12+9 მოხსნა), პაუელი (13), ჯოზეფი (10).

მინესოტა-კლივლენდი 108:116

30:26, 31:43, 32:24, 15:23

მ: უიგინსი (41), თაუნსი (26+8 მოხსნა), ჯენგი (12+10 მოხსნა), რუბიო (5+8 მოხსნა+16 პასი).

კ: ირვინგი (25+7 პასი), ჯეიმსი (25+8 მოხსნა+14 პასი), ფრაი (21+10 მოხსნა), ტომპსონი (14+11 მოხსნა), უილიამსი (13).

ლეიკერსი-საკრამენტო 96:97

23:29, 18:14, 23:27, 32:27

ლ: რენდლი (11+7 მოხსნა), იანგი (10).

ს: კაზინსი (40+12 მოხსნა+8 პასი), კოლისონი (13+8 პასი), მაკლემორი (13), აფლალო (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი
ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: ნახევარფინალური სერიის პირველი გუნდი ცნობილია [VIDEO]
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა