Bleacher Report-მა ყველა სავარაუდო დუელი შეაფასა და გამარჯვებულებიც გამოავლინა
ანალიტიკურმა სპორტულმა საიტმა Bleacher Report-მა NBA-ს სუპერფინალის წინ, ტრადიციულად, შემოგვთავაზა ფინალისტი გუნდების მოთამაშეთა სავარაუდო დუელები და მათ შორის სავარაუდო გამარჯვებულებიც.

სასტარტო ცენტრის პოზიციაზე "გოლდენ სტეიტის" ზაზა ფაჩულია "კლივლენდ კავალიერსის" ტრისტან ტომპსონს დაუპირისპირდება. ვნახოთ, რას წერს საიტი ამ დუელზე:

"მოთამაშეთა ხელფასები და ეროვნული წარმომავლობა გვერდზე რომ გადავდოთ, ზაზა ფაჩულია და ტრისტან ტომპსონი არც ისე განსხვავებული ცენტრები არიან. ორივე კარგი ბლოკის დამყენებელია შეტევაში, ორივეს შეუძლია მოხსნები, შეტევის დასრულება, სხვადასხვა საქმის გაკეთება. ორივე ეგრეთ წოდებული "მაღალი" "შავი მუშაა", რომელთაც არ ეთაკილებათ სხვადასხვა სამუშაოს გაწევა მოედანზე, რომ მათმა სუპერვარსკვლავმა თანაგუნდელებმა თავიანთი ოსტატობები სრულად გამოავლინონ.

ორივემ მიიქცია მეტისმეტი ყურადღება ამ პლეი ოფებში არც ისე სასიამოვნო თამაშით - ზაზა ფაჩულიასთან ორთაბრძოლაში კავაი ლეონარდი დაშავდა, ხოლო ტომპსონმა ამირ ჯონსონს მხარი ამოუგდო.

ამ ორში ფაჩულიას შეცვლა უფრო იოლია, ვიდრე ტომპსონის. 33 წლის კალათბურთელი საშუალოდ 14,5 წუთს თამაშობს პლეი ოფში (6,1 ქულა, 4,3 მოხსნა), მან ორი თამაში გამოტოვა "სან ანტონიოსთან" და თავის დროს უყოფს ჯავალ მაკგისა და დევიდ ვესტს, ხანდახან კი, დრეიმონდ გრინსაც.

26 წლის ტომპსონი კი ნამდვილი მხეცია ცენტრში. ის ატერორებს მეტოქე გუნდის მაღლებს. საშუალოდ 9,2 ქულას და 9,3 მოხსნას (თითქმის ნახევარს მეტოქის ფარზე) აკეთებს თამაშში. ხშირად აკარგვინებს მეტოქეებს ბურთს.

ზომა-წონით ფაჩულია იგებს - 2,5 ინჩით მაღალია და 30 ფუნტით უფრო მძიმე, ვიდრე კლივლენდელი ვიზავი, მაგრამ თუ ტომპსონი ზომაში აგებს, ის იგებს მეტი სისხარტით და უპირველეს ყოვლისა, დაუღალაობით.

ჩვენი ვერდიქტი: დუელს მოიგებს ტომპსონი

ალბათ, ძალიან საინტერესო იქნება, სხვა დუელებში ვის უწინასწარმეტყველა გამარჯვება ანალიტიკურმა საიტმა.

გამთამაშებელი: სტეფ კარისა და კაირი ირვინგს შორის არჩევანი კლივლენდელზე გაკეთდა, რაც ცოტა გასაკვირია.

მსროლელი: კლეი ტომპსონსა და ჯეი არ სმიტს შორის დუელს იგებს გოლდენსტეიტელი.

მსუბუქი ფორვარდი: კევინ დურანტსა და ლებრონ ჯეიმსს შორის - ლებრონი.

მძიმე ფორვარდი: დრეიმონდ გრინსა და კევინ ლავს შორის კი უპირატესობა გრინს მიენიჭა.

მაშ ასე, 5 პოზიციიდან 3-ში "კლივლენდმა" მოიგო, 2-ში - "გოლდენ სტეიტმა".

სათადარიგოებს შორის "გოლდენ სტეიტის" უპირატესობა აშკარაა - 4:1.

შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის პირველი მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით 2 ივნისს გაიმართება.

gulshematkivari
წარმატება ზაზას და გოლდენ სტეიტს! ჩემ აზრსაც ვიზყვი:ორი უძლიერესი გუნდი ხვდება ერთმანეთს,სადაც კარის კარგი(ან ცუდი) თამაში გადაწყვეტს ყველაფერს.ლებრონიც მაგარია და დურანტიც,კარი კი ურივეს სჯობია თუ ჩვეულ ფორმაშია!!!
გგგგ
,სწორედ ამ თამაშისთვის დაიმატეს ზაზა. აქ უნდა ითამაშოს თავდადებით. სავარაუდოდ 20 წუთზე მეტს არ მუსცემენ, მაგრამ ამ ოც წუთში უნდა დადოს თავი.
ვასო
კი ბატონო, ზუსტად მაგისთვის ყავთ დამატებული და ითამაშებს კიდეც. მე მგონი შეუდარებელი იქნება. ისე სადაც ამდენს მიაღწია ეკუთვნის ჩემპიონობა. რუსები გულზე გასკდებიან
ბმბ
ზუსტად ზაზა იქნება ის კაცი, ვინც სასწორს გოლდენისკენ გადასწონის, დრო უნდა მიეცეს ცოტა მეტი, ზაზა ამას გააკეთებს იმიტომ, რომ მოვიდა ის დრო, რისთვისაც გადავიდა ის ამ გუნდში, მოტივაცია უდიდესია, და კიდევ ჩვენთვის გააკეთებს, საქართველოსთვის და ქართველებისთვის.
ვასო
დიდი სიამოვნება გველის. ჩვენთვის ქართველებისთვის, ორმაგი, რადგან ეს ფინალი ისტორიაში შევა. ქართველი ცენტრი ნბა-ს ფინალის ერთ-ერთი მთავარი კაცი. ბოროტები კი ზაზას გააქილიკებენ ხოლმე, თან გაგებაში რომ არ არიან. და არააქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს. წარმატებები ზაზას. ბიგ ზაზა. შანსები 47\53-ზე კლივლენდის სასარგებლოდ. ეს ჩემი პირადი აზრია. ვუბალეჩიკოთ ზაზას. მაგარია
tanto
ჩვენი დროით 2 ივნისს დილის ხუთ საათზე გაიმართება, იმათი დროით 1 ივნისს, 19.00 თუ 20.00-ზე. ავტორო მაგდენი შეცდომებით ნორმლური გაზეთიდან დიდი ხნის წინ გაგაგდებდნენ.
კახა-ს
ამერიკაში ჯერ 1 ივნისია ჩვენთან 2 ივნისი რა ყველაფერი გიკვირთ?
კახა
ესე იგი 2-ივნისსაა ჩვენი დრო არაა? ახლა ჩვენი დროა.......... რას არ დაწერთ ხოლმე.
zviadi
შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის პირველი მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით, 2 ივნისს გაიმართება. ჩვენი დრო რომელი საათია
dadu
ფაქტია ეს ორი გუნდი ერთი თავით სჯობია სხვა გუნდებს და ძალიან საინტერესო ფინალები გველის. იმედია ზაზა და გოლდენი მოიგებენ ესეთი ისტორიული შანსი შესაძლოა რამდენიმე ათწლეული კიდევ არ მოგვეცეს.
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]
NBA. კონფერენციის ფინალი: "კლივლენდი" სერიას სტუმრად მოგებით ხსნის
ზაზა ფაჩულია: ეს NBA-ს ფინალია, აქ ყველაფერი უნდა გაიღო, რაც გაგაჩნია
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი პლეი-ოფში - "ტორონტო" მეორე მატჩშიც დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
NBA: ტრისტან ტომპსონი "კლივლენდმა" დაიბევა
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
NBA. რეგულარული: ტომპსონის შედეგიანი მატჩი და უესტბრუკის დაბრუნება სახლში [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 39 სიცხეც და ქულაც
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
NBA. პლეი ოფი: ნახევარფინალური სერიის პირველი გუნდი ცნობილია [VIDEO]
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
[VIDEO] სანდროს უქულო მატჩი - "ტორონტომ" "კლივლენდთან" სერიაში ანგარიში შეამცირა
ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
ლებრონის გიჟური "ალეი უპი" და "კლივლენდის" 30-ქულიანი გამარჯვება [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "ტორონტომ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
NBA. ფინალი. IV მატჩი: "კლივლენდს" ვერც თავგაჩეხილმა ლებრონმა უშველა [VIDEO]
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია