"უნდა ვიფიქროთ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაზე, ოღონდ საამისოდ აუცილებელი იქნება გაძლიერება"
"ცხინვალს" გოჩა ჩიქოვანი გაწვრთნის. 54 წლის სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე კახა კაჭარავა შეცვალა. მოგეხსენებათ, კაჭარავამ თბილისის "დინამო" ჩაიბარა, რომელიც ვიაჩესლავ გროზნის წასვლის შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა...

გოჩა ჩიქოვანს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს. აქტიური ფეხბურთელობისას ის თამაშობდა ბათუმის "დინამოში", თბილისის "დინამოსა" და თბილისისავე "არსენალში".

ჩიქოვანმა 1 მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. სხვათა შორის, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელიც იყო, 2013 წლიდან კი კახა კაჭარავას ასისტენტად მუშაობდა.

"ცხინვალის" ხელმძღვანელობამ, კაჭარავას წასვლის შემდეგ, ახალი მწვრთნელი გუნდის წიაღშივე იპოვა. ისე ჩანს, რომ ჩიქოვანის გუნდი ერთობ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში. და ეს იმის მიუხედავად, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა იდეალურისგან შორსაა.

რაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, "ცხინვალი" კარგად გამოიყურება ამხანაგურ შეხვედრებში და გამონაკლისი არც "ჭიათურასთან" გამართული სპარინგი ყოფილა, რომელიც ცხინვალელებმა დიდი ანგარიშით, 4:1 მოიგეს.

ჩიქოვანის გუნდში გოლები ცერცვაძემ, მიქავამ, მესხმა და იოსელიანმა გაიტანეს. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ცოტნე მესხი, რომელმაც, გოლთან ერთად, ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა, ოღონდ, ეგ არის, რომ მესხი აღარ არის "ცხინვალის" ფეხბურთელი და ამაზე ქვემოთ წაიკითხავთ...

ცხინვალელთა შემადგენლობაში რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმაც ითამაშა, ჩვენს ყურადღებას რომ იმსახურებს. გუნდში გამოჩნდა 27 წლის უკრაინელი მეკარე ვოლოდიმირ მერნიჩენკო. მას საქართველოში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - ზუგდიდის "ოდიშის" ღირსებას იცავდა.

ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება ცხინვალელთა კიდევ ერთ პოტენციურ ახალწვეულს, გამოცდილ მარცხენაფლანგელ გივი იოსელიანს. მას უთამაშია როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლუბებში. სხვადასხვა დროს ირჯებოდა ქუთაისის "ტორპედოში", უნგრულ "კეჩკემეტში", "სიონში", "ცხინვალში", "სამტრედიასა" და "ზუგდიდში".

გარდა ამისა, "ცხინვალის" შემადგენლობაში ორი ფერადკანიანი ფეხბურთელიც ვარჯიშობს. მოკლედ, გუნდი ჯერაც დაკომპლექტების პროცესშია და არც ახალი მოთამაშეების გამოჩენაა გამორიცხული.

გუშინვე "ლელო" "ცხინვალის" ახალ მწვრთნელს, გოჩა ჩიქოვანს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

- როგორც იცით, კლუბში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. ამის მიუხედავად, მონდომებით ვემზადებით ახალი სეზონისთვის. კარგა ხნის წინ დაიწყო და ახლაც მიდის სელექცია. შევარჩიეთ კიდეც რამდენიმე ფეხბურთელი. ჩვენს გუნდში ვარჯიშობდა ცოტნე მესხი, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ ის თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. დიდი იმედი მაქვს, ბოლომდე წარმოაჩენს თავის პოტენციალს.

- "ცხინვალში" ახალი ფეხბურთელების გამოჩენა თუ არის მოსალოდნელი?

- როგორც გითხარით, სელექცია გრძელდება და, შესაბამისად, ახალი ფეხბურთელების მოსვლა, მათ შორის - ლეგიონერებისაც, სრულიად შესაძლებელია.

- როგორც ვიცით, "ცხინვალში" ორი შავკანიანი ფეხბურთელი ვარჯიშობს...

- მართალი ხართ. ერთ-ერთი მათგანი ბელგიის მოქალაქეა. "ჭიათურასთან" ამხანაგურ მატჩში ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და აუცილებლად დავაკვირდებით მომდევნო ამხანაგურ მატჩშიც, რომელშიც "გაგრას" შევხვდებით.

- რა იქნება თქვენი მიზანი საქართველოს რანგით მეორე ლიგაში?

- ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურ მიზნებს ვისახავთ. უნდა ვიფიქროთ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაზე, ოღონდ საამისოდ აუცილებელი იქნება გაძლიერება.

- სად გამართავს "ცხინვალი" საშინაო მატჩებს?

- გვინდოდა, მცხეთაში გვეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა. დიდი ალბათობით, რუსთავში ვუმასპინძლებთ მეტოქეებს.

- საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილი ხართ?

- კმაყოფილი ვარ. ბიჭები ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ. ასევე ნორმალურად გამოიყურებოდა გუნდი ამხანაგურ მატჩებში, მაგალითად, "საბურთალოსთან" შეხვედრაში, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. აქვე ვიტყვი, რომ არის პოზიციები, რომლებზეც აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება.

- რომელ პოზიციებს გულისხმობთ?

- ფლანგის შემტევები და ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება. ჩვენი ფორვარდი მაქაცარია ძალიან კარგად კი გამოიყურება, მაგრამ მეორე ფორვარდიც აუცილებლად დაგვჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 დილა. იაკობიძე, როგორც გამარჯვების ფორმულა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
შესაძლოა, ოდესმე "დინამოსთან" ისევ ვითანამშრომლო - ინტერვიუ გროზნისთან
ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ქუთაისის"ტორპედოს" თურქულ შეკრებაზე საფრანგეთის მოქალაქე ფრანკ მბარგაც შეუერთდა
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
სანაია ბიჭებს ხაჭაპურისგან იცავს - "კოლხეთი" ფოთის სარაგბო სტადიონზე ითამაშებს?
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო"
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო