გერმანიამ რაგბის კრიზისიდან გამოსაყვანად 200 მილიონი ევრო გამოჰყო
ფოტოზე: "ბორჯღალოსნებმა" მომავალი მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყეს

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს კვირას, 19 თებერვალს რუსთავში გამართავს. მეტოქე გერმანიის ეროვნული ნაკრებია, რომელმაც პირველ ტურში სენსაცია შემოგვთავაზა - ტურნირის ფავორიტი რუმინეთი 41:38 დაამარცხა.

პირველ ტურში ბელგიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებში რაიმე ცვლილება არ მომხდარა. "ბორჯღალოსნები" ტრადიციულად შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან მომავალი ბატალიებისთვის. რუმინეთთან გამარჯვებამ გერმანიის ნაკრების რენომე აამაღლა და ბევრს, როგორც ჩანს, ამ ქვეყნის რაგბის განვითარების მიმართ, სავარაუდოდ, გადამეტებული წარმოდგენა გაუჩნდა.

ასე თუ არა, ამას, ცხადია, უწინარესად რუსთავში გამართული შეხვედრა დაადგენს, სადაც ჩვენი ნაკრები საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით წარდგება. რამდენიმე ქართველი მორაგბე ეროვნული ნაკრების კვართით მშობლიური ქომაგის წინაშე პირველად ითამაშებს.

ცოტა რამ გერმანული რაგბის ისტორიიდან. გერმანიის რაგბის კავშირი 1900 წელს დაარსდა. 1934 წელს იგი "Fira"-ს (რაგბი ევროპა) დაარსების ერთ-ერთი მოთავე იყო. IRB-ს (მსოფლიო რაგბი) წევრი კი 1988 წელს გახდა. გერმანული რაგბის ყველაზე დიდი მიღწევა 1900 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებაა. იქ სულ ორი გუნდი გამოდიოდა. ჩემპიონი საფრანგეთი გახდა. გერმანული რაგბის დაღმასვლა ქვეყანაში ნაცისტების "გამეფების" შემდეგ დაიწყო.

21-ე საუკუნეში გერმანელები უკვე მესამედ აღზევდნენ ქვედა დივიზიონიდან "ერთა თასზე" (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) 2012 წელს, რაგბის კრიზისიდან გამოსაყვანად ქვეყანაში ამუშავდა სპეციალური პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფომ 200 მილიონი ევრო გამოჰყო.

საქართველოს და გერმანიის ნაკრებებს აქამდე ხუთჯერ უთამაშიათ და ხუთჯერვე "ბორჯღალოსნებმა" გაიმარჯვეს. პირველი შეხვედრა 1995 წელს შედგა თბილისში და ჩვენმა ნაკრებმა 14:3 მოიგო. იმ შეხვედრაში კარგი, ლაზათიანი მუშტი-კრივიც გაიმართა. მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია. სამაგიეროდ მეტოქეს ყველა მატჩში დიდი ანგარიშით ვძლიეთ.

ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქეს ქართველმა მორაგბეებმა 2010 წელს ეროვნულ სტადიონზე 77:3 მოუგეს.

გერმანიის ნაკრები თბილისში პარასკევს გვეწვევა. ჩვენი გუნდის ღია ვარჯიშიც სწორედ პარასკევს გაიმართება. მატჩი 19 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა

1995 წ. საქართველო-გერმანია 14:3

2009 წ. გერმანია-საქართველო 5:38

2010 წ. საქართველო-გერმანია 77:3

2015 წ. გერმანია-საქართველო 8:64

2016 წ. საქართველო-გერმანია 59:7

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. II ტური

18 თებერვალი

ბელგია-რუსეთი

რუმინეთი-ესპანეთი

19 თებერვალი

საქართველო-გერმანია

გერმანიის ნაკრები:

შონ არმსტრონგი, ტიმო ვოლენკემპერი, კეჰომა ბრინერი, შტეფან ლიბიხი, იორნ შროდერი, ტორე შმიდტი, ჯარის ილზი, იაკო ოტო, რეი პარკინსონი, ჰარის აუნალაჰი, დეილ გარნერი, სებასტიან ფერეირა, პიერ მატურინი, ენტონი ჯოე დიკონსონი (ყველა-ჰაიდელბერგი), რობ მეი, ოლივერ პაინი, კარლოს სოტერას მერცი (სამივე-ფროცაიმი), კრის ჰოულსი, მარკ სტინდერა (ორივე-ფრანკფურტი), კლემანს ფონ გრუმბკოვი (ნეუენეიმი), ტომ ბერენდტი (სანკ პაული), ფელიქს შიპი (ჰანოვერი), დანიელ კოჰი (გერმანის ლისტი), რაფაელ პირაში (დორენი), ჯიმი მერფი (ბრიდგენდი), ალისტერ ლედინგემი (დენდერმონდი). ერიკ მარკსი (ლა როშელი), დამიენ ტუსაკი (კასტრი), მაქსიმ ოლტმანი (პერპინიანი), ჯულიუს ნოსტადტი (შამბერი), ტიმ მენცელი, მიკა ტიუმენევი (ორივე-სტრასბური), სემი ფუშსელი (ალბი), კრის ჰილსენბეკი (კოლომიე), დაშ ბაბერი (ფალსე ბეი), სვენ ფან ნიკერკი (ნმმუ), მარსელ კუცია (ვერეინსლოსი)

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), თორნიკე მატარაძე (ლიონი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო), ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი), გიორგი ჭყოიძე (ლელო)

მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)

#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), გელა აფრასიძე (ლელო)

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)

#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)

#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), ანზორ სიჭინავა (აკადემია)

#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. საქართველო 1 1 0 0 +25 5 1

2. ესპანეთი 1 1 0 0 +10 4 0

3. გერმანია 1 1 0 0 +3 4 0

4. რუმინეთი 1 0 0 1 -3 1 1

5. რუსეთი 1 0 0 1 -10 0 0

6. ბელგია 1 0 0 1 -25 0 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Rugger
ვინც არ იცით ამ ჩემპიონატზე ჩვენთან დაწერილი ქულები არ ითვლება მსოფლიო შესარჩევის ცხრილში, ამიტომ ჩვენ ექსპერიმენტალური გუნდით გამოვდივართ უამრავი დებიუტანტებით ასე რომ ყველაფერი მოსალოდნელია. მე მაინც მოგება მგონია მაგრამ ისეც არ არის ზოგს რომ ჰგონია გარანტირებული.
givi
არაფრის მაქნისია გერმანია,მაგისნაირ გუნდებს ქულაც არ უნდა ავაგებინოთ
giorgi
ტურნირის ფავორიტი საქართველო მეგონა, თურმე რუმინეთი ყოფია, საინტერესოა
gulshematkivari
დღესდღეობით გერმანიაზე ძლიერები ვართ და წესით არ უნდა გაგვიჭირდეს მოგება. ისე,მას შემდეგ რაც გამოცხადდა,რომ რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდებოდა,გერმანიაში სერიოზულად მოკიდეს ხელი სპორტის ამ სახეობას;ყველგან ხსნიან რაგბის წრეებს,სკოლებს; და სხვათაშორის ბავშვები ძალიან არიან დაინტერესებული;აუცილებლად მოიტანს ნაყოფს და გერმანია აღარ იქნება ხელწამოსაკრავი ქვეყანა,პირიქით,შეიძლება ისეთივე შედეგი აჩვენოს,როგორიც ბალახის ხოკეიში.
me
გინდ 1 ქულით მოვუგოთ გინდ 100ით მაინც იგივე შედეგია 0.00
pele
მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ და, ამასთან ერთად, ვიფიქროთ რეიტინგზე!
svan
ბეგაძე გაიყვანეთ!!!!! ნიკორა ან გელა სულერთია, ორივე ჯობია ბეგაძეს!
რეზო
გერმანია რაც არის ისედაც გასაგებია. აქ ჩვენი ახალგაზრდობა რა სიმწიფის არის ის უფრო გაისინჯება. სისწრაფეს, სისხარტეს, ბურთაობას, კონცენტრაციას ვგულისხმობ.
qar
სათაური მაინც დაწერეთ ქართულად რა ხდება არაკომპეტენტური ჟურნალისტების ბუმია?!
დავით123
სათაური გლიჯავს: რაა გერმანია...
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან