აშკარად ეტყობა - კალათბურთი უყვარს, დარში თუ ავდარში ბურთით დადის, შესაძლოა, საწოლ ოთახშიც შეაქვს, მაგრამ მომავალი?
წვიმს თუ თოვს, რომ ვერ გაიგებ, ძაღლს გარეთ რომ არ გააგდებენ, სწორედ ასეთ ამინდში მიყვარს ფანჯარასთან ჯდომა. პატარაობაში ღუმელი ღუღუნებდა, თბილად ვიყავი და გარეთ დატრიალებულ "სცილას და ქარიბდას" ინტერესით ვუყურებდი. ახლა ღუმლის დრო წავიდა, "კარმა" მინთია და მაინც ძველებური ინტერესით ვადევნებ თვალს გარეთ მიმდინარე მოვლენებს.

ზოგი ქოლგაგადაფარებული გარბის, ზოგს ჩუქჩასავით ქურთუკი აცვია და სულაც არ სჭირდება ქოლგა, ზოგიც გიჟივით უქურთუკოდ დასეირნობს და არ სცივა. ასეთი სურათი მხოლოდ ერთხელ წარმოსადგენად როდია სასიამოვნო, წამში დაფიქსირება უნდა, რომ ათწლეულების შემდეგ გაიხსენო, რას გრძნობდი ათი, ოცი წლის წინათ. ჰოდა, ჩემი ყალყზე შემდგარი ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, ფანჯრიდან კარგი ხედი შევარჩიე, დავუმიზნე და ჩავაწკაპუნე (იხილეთ პირველი ფოტო).

სურათზე უბრალო მოქუფრული ამინდია, მოჩანს კომუნისტების დროინდელი მაღაზია (დიდი ხნის დახურული), თანამედროვე მაღაზია "სმარტი" (იხურება)... და 400-ათასევროიანი ლურჯი ავტობუსი (ნომერი 51).

თუმცა ამ ფოტოზე მთავარი არც "სმარტია", არც მაღაზია და არც ავტობუსი - მთავარია სურათის ცენტრში მოქცეული წერტილი. აქ ამ წერტილის გარჩევა რთული იქნება, მაგრამ მეორე ფოტოს მოგახმარებთ:

მეორე სურათზე გაცილებით უკეთესად ჩანს ბავშვი კალათბურთის ბურთით ხელში. უფრო სწორად, წვიმაში მიმავალი პატარა, რომელსაც ბურთი ზემოთ აქვს აგდებული. უმალ გამიჩნდა შეკითხვების კასკადი: რა ასაკისაა? კალათბურთზე დადის? რა უნდა ამ უამინდობაში გარეთ?

კითხვებს პასუხები მოჰყვა: 8-9 წლისა უნდა იყოს, 15-20-ლარიანი ბურთი უჭირავს. კალათბურთი რომ უყვარს, ფაქტია, ალბათ, დადის კიდეც, ლებრონ ჯეიმსობაზე ოცნებობს. კალათბურთმა კი უამინდობა არ იცის - მწვრთნელმა ვარჯიში დანიშნა, ე.ი. უნდა მივიდეს და ივარჯიშოს.

თუ დიდი კალათბურთელობა უნდა მწვრთნელის მითითებებს უნდა მიჰყვეს. ესეც იცის და ერთ-ორ წელიწადში საქართველოს 11-წლამდელთა ჩემპიონატი რომ დაიწყება, იქ უნდა მოსინჯოს ძალა, ნახოს რა გარეუბანში, თავის სკოლაში, კალათბურთის მასწავლებელთან...

თუმცა მწვრთნელი სამონაწილეო ფულის შეგროვებას რომ დაიწყებს, შესაძლოა ერთმა თანაგუნდელმა თქვას, მშობლებს ეს 90 ლარი არა აქვთ, ტურნირზე რომ გამოვიდეო. მეორეც იმავეს იტყვის, მესამეც და... მწვრთნელი იძულებული გახდება, განაცხადი უკან გამოიტანოს. საქართველოში ხომ სამონაწილეო თანხა ყოველთვის დიდი პრობლემაა.

კიდევ იცით, რა არის პრობლემა? - გადასახდელი თანხა. სურათზე დაფიქსირებული ბავშვი, თუ მართლა კალათბურთელია, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მისი მშობლები 25-30 ლარზე მეტს არ იხდიან. თუ პრესტიჟულ საკალათბურთო სკოლაში გინდა შვილის მიყვანა, 70, 80, 120 ლარი უნდა გადაიხადო. თვეში! როცა მშობლის შემოსავალი 300-400 ლარია, 50 ლარიც დიდი საფიქრალია.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს სპორტის მნიშვნელობას თავისი შვილისთვის და ურჩევნია, კალათბურთში თუნდაც 30 ლარის გადახდას, ამ ფულად ბავშვს კომპიუტერის დისკები უყიდოს. ასე შტერდება თაობა და ასე იკარგება უამრავი ნიჭიერი კალათბურთელი.

ჩვენს სურათზე მოქცეულ 8-9 წლის პატარას აშკარად ეტყობა - კალათბურთი უყვარს, დარში თუ ავდარში ბურთით დადის, შესაძლოა, საწოლ ოთახშიც შეაქვს, მაგრამ მომავალი? იმედი დავიტოვოთ, რომ ბევრი ნიჭიერი თანამემამულის ბედს არ გაიზიარებს. მათგან განსხვავებით მშობლებიც ხელს შეუწყობენ, ელემენტარული პირობებიც ექნება, ტურნირებში სამონაწილეო თანხასაც გადაიხდის და რომ გაიზრდება კიდევ უფრო მეტად ეყვარება კალათბურთი.

წინააღმდეგ შემთხვევაში თანატოლებზე ორჯერ მეტი ვარჯიში დაეზარება და კალათბურთელის პროფესიის ნაცვლად "ჟესტიანშჩიკობას" მიჰყოფს ხელს, უკეთეს შემთხვევაში სწავლას "მიაწვება" და სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარებს.

ისე, როგორც რობო, რომელიც თბილისის გარეუბანში ვარჯიშობდა, მაღალი ნახტომიც ჰქონდა და პერსპექტიულ კალათბურთელადაც ითვლებოდა, მაგრამ სწორედ გუშინ შევხვდი და მითხრა: დიდი ხანია კალათბურთს შევეშვი. ახლა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილიალში ვსწავლობ და თან სავალდებულო სამსახურს ვიხდი. კოჭები მაწუხებდა და კალათბურთს იმიტომ დავანებე თავიო.

სპორტული მედიცინა - კიდევ ერთი თანამედროვე ქართული პრობლემა...

და რამდენი პროცენტი რჩება უბრალო ოჯახის შვილს კალათბურთელად ჩამოსაყალიბებლად?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი