როგორ მიაღებინა კავაი ლეონარდს 200 ათასი ხმა ფანმა პროგრამისტმა ზაზა ფაჩულიას ჯიბრზე
ამ უქმეებზე ნიუ-ორლეანი "ყველა ვარსკვლავის" შოუს მასპინძლობს, რომელზეც ზაზა ფაჩულიაც მოხვდებოდა, NBA-ს არჩევის წესები რომ არ შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა 1 მლნ 529 ათასი ხმა მიიღო, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებს შორის მეორე ადგილისთვის იყო საკმარისი.

ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ NBA-მ "ოლ სტარის" არჩევნების წესები სწორედ ზაზა ფაჩულიას გამო შეცვალა, რომელსაც შარშან 14 ათასი ხმა დააკლდა შოუში მოსახვედრად.

abc-მ სპეციალური სტატია მიუძღვნა წლევანდელ არჩევნებს, რომლის შედეგები გაგაკვირვებთ. სტატია საკმაოდ ვრცელია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მის დასკვნებს მოგახსენებთ.

abc ეთანხმება საერთო აზრს, რომ პირველ რიგში, ზაზა ფაჩულიას შედეგი ხვდება თვალს, რადგან მას არასოდეს ჰქონია სეზონი, რომელშიც საშუალოდ 12 ქულაზე მეტს აკეთებდა და მისი თამაში შორს არის სანახაობრივისგან.

გამოცემამ მოიძია უფრო დეტალური შედეგები როგორც ზაზაზე, ისე NBA-ს სხვა ვარსკვლავებზე, მათ შორის, "ოლ სტარზე" მოხვედრილ კალათბურთელებზე და გრაფიკულ სურათებზე საინტერესო რამ აღმოაჩინა.

ამისთვის abc დაუკავშირდა სოციალურ მედიაზე ორიენტირებულ კომპანია Graphika-ს, რომლის გენერალური მენეჯერი ჯონ კელი ამტკიცებს, რომ ფაჩულიას შემთხვევაში ყველაფერი სუფთაა, მაშინ, როცა ზოგიერთ ვარსკვლავზე ამას ვერ ვიტყვით.

განსაკუთრებით, ეს "სან ანტონიოს" ვარსკვლავ კავაი ლეონარდს ეხება, რომელიც მოხვდა კიდეც "ოლ სტარში". კელის კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ათზე მეტი ბოტი დღეში ათასჯერ მაინც აძლევდა ხმას ლეონარდს. "ტვიტერზე" ლეონარდის მხარდაჭერის არანორმალური აქტივობა ფიქსირდება - ლიგაში ყველაზე მაღალი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ლეონარდის ხმების 39% იმათზე მოდის, რომელთაც თავიანთი ექაუნთები 1-ლი დეკემბრის შემდეგ დაარეგისტრირეს.

მაგალითად, 21 წლის მაკედონიელმა პროგრამისტმა ალექსანდერ საკლევმა სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის წყალობითაც თავის საყვარელ კალათბურთელ კავაი ლეონარდს 200 ათასამდე ხმა მოუტანა და არც ამით ტრაბახი დაზარებია.

თურმე, საკლევი ძალიან გაღიზიანებული იყო ზაზას ლიდერობით არჩევნებში:

"NBA-ს ფანებო, თუ გაისად გააუქმებენ არჩევნებს, იცოდეთ, რომ ეს თქვენი ბრალია - თქვენ ხმა ზაზა ფაჩულიას მიეცით", - წერდა ის სოციალურ ქსელში, შემდეგ კი "საქმეზე" გადავიდა.

ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ შარშან სწორედ კავაი ლეონარდმა გაასწრო ბოლოს ზაზას და ის "ოლ სტარის" მიღმა დატოვა. წლევანდელი ანალიზი კარგად გვაჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი შარშანაც ხდებოდა.

კრის პოლმა ხმების უდიდესი ნაწილი ჯასტინ ბიბერის წყალობით მიიღო, თინეიჯერების საყვარელმა მომღერალმა სპეციალური ბრძანება გააკეთა ქსელში და თავის ფანებს მოუწოდა, "რეტვიტით" გამოხმაურებოდნენ მას...

ზაზა ფაჩულიას ხმების გრაფიკა

ყვითლად - ქართული მარკეტინგიდან, მწვანედ - ქართული საზოგადოებიდან, წითელი - ევროპული, ლურჯი - ამერიკული.

"ზაზამ ხმების უდიდესი ნაწილი "ფეისბუქის" საშუალებით მიიღო. ძირითადი მხარდაჭერა მოდის მისი სამშობლოდან, საქართველოდან ხმები ბევრად უსწრებს ამერიკულ ხმებს, - წერს გამოცემა და ასკვნის: "გრაფიკას" მიერ მოწოდებული ეს ჩარტი დიდი სიურპრიზია - ზაზა ფაჩულიას ხმების უდიდესი უმრავლესობა ეჭვს არ იწვევს, მას მხარი დაუჭირა ქართულმა საზოგადოებამ. არანაირი ბოტი, უბრალოდ, ბევრი ადამიანი მის სამშობლოში მხურვალედ უჭერდა მხარს".

ამასვე ადასტურებს კელი: "ზაზას უკან მთელი ქართული საზოგადოება იდგა. "გრაფიკამ" დაადგინა, რომ ხმების მიმცემთა ნაწილი სპორტის ფანია, მაგრამ არიან სხვებიც, ექიმები, მასწავლებლები, მარკეტინგის სპეციალისტები".

ზაზას ხმების 4/5 "ფეისბუქზე" საქართველოდანაა, "ტვიტერის" ხმების მესამედიც მან საქართველოდან მიიღო.

კავაი ლეონარდის ხმების გრაფიკა

კრის პოლის ხმების გრაფიკა

კევინ დურანტის ხმების გრაფიკა

ჯოელ ემბიდის ხმების გრაფიკა

gogig
vaxo-s პირველად გავიგე, რომ თანამემამულის მხარდაჭერა გოიმობა ყოფილა და არა პატრიოტიზმი. ლეგენდარული რობერტ პარიში არასდროს ყოფილა "ცირკაჩი" მოთამაშე, მაგრამ ოლ სტარზში 9-ჯერ ითამაშა. ის დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩეოდა. ოლ სტრაზის ისტორიას, თუ გადახედავ, მაშინ აღმოაჩენ, რომ ზაზაზე სუსტი მოთამაშეებიც მოხვედრილან ოლ სტარზის შოუზე.
giga Ezakeli
vaxo-ს აბსოლიტურად ვეთანხმები. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა ზაზას მიმართ, ის არ არის "ოლ სტარის" მოთამაშე. ჩვენ ამ დღეებში ყველამ ვნახეთ თუ რა კონკურსებია იქ და რა კატეგორიის კალათბურთელები მონაწილეობენ. თუმცა მიმაჩნია, რომ ევროპის ან მსოფლიოს ნაკრებში მაინც იმსახურებდა საჩვენებელ თამაშს. ასე რომ, როცა დრო მოვა კიდევ დაუდგეთ ზაზას გვერდში. მაგრამ გარწმუნებთ ის ვერ მოხვდება იქ ვერასოდეს. იმიტომ რომ არ არის იმ სანახაობის ანუ ცირკაჩობის სტილის კალათბურტელი. სხვა საკითხია, რომ ქართველებს განსხვავებული აზრის მოსმენა ან არ ვიცით ან არ გვინდა. vaxo-ს განსაკუთრებული არაფერი უთქვავს ასე რომ "აქებთ". ასიანია ეს კაცი. მე ის უფრო მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, რომ ზაზა იქნება პირველი ქართველი, რომელიც ენბ-ას ჩემპიონი გახდება და ასეთი შედეგი როდის განმეორდება ღმერთმა უწყის (განმეორდება კი საერთოდ).
ვაქსო
ეეე ვაქსო, შენი ვითომ ანალიტიკოსი და აზზე მოსული IQ ქუნემ
vaxos
ალბათ სიამოვნებით ჩაარტყამდი ნებისმიერ ქართველს დანას ზურგში თუკი ამერიკელს ასიამოვნებდი ამით
vaxo-vaxushtis
მაგრად ყავხარ ამერიკელებს მიჩმორებული მეცოდები
vaxo
ააა, ქვეყნის პიარისთვის შრომობდით თურმე ? ))))))) ხო აბა რა, მთელი ამერიკა ჩვენზე ლაპარაკობს და სიენენ-იც კი ცალკე გვაცხადებს ამინდის პროგნოზებში ))))))) რამაზ ჩხიკვაძის ფრაზა მახსენდება "მიდიოდა მატარებელი"-დან - ჩემი სამშობლო რომ მიყვარს, იმიტომაც ვსვამო )))))))) პიარი კი არა, კომპოტში მოსაქმება მოინდომეთ კალათბურთის ვითომ მოყვარულებმა, თან უფასოდ. ერთადერთი ხუშტურის გამო, რომ თურმე ჩვენიანია და გვიყვარს, ოლსტარში გაგყავდათ კაცი, რომელიც ნახევარ მეტრზეც ვერ ხტება და მხოლოდ ბლოკის დაყენება და ხისტი თამაში იცის (ეს საჭირო თვისებებია, ოღონდ არა ოლსტარში). თქვენ ისეთი "მიზანდასახულები" ჩანხართ, მომავალ წელს სამ მილიონ ხმას შეაგროვებთ. მერე რა, რომ ზაზა მაინც ვერ მოხვდება იქ. მეტი საქმე მაინც არ გაქვთ და რაღაცით ხომ უნდა გაერთოთ ? თან ქვეყანასაც პიარის გარეშე ხომ არ დატოვებთ ? )))))))))))
სოსო
როდესაც არჩევის ფორმულა შეიცვალა,ყველასათვის ცხადი გახდა,რომ ზაზა ოლსტარზში ვერ მოხვდებოდა.ამდენი დაგროვილი ხმა არის სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულება ზაზა ფაჩულიას ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავგანწირვისა.არც ის უნდა იყოს პატარა ამბავი,რომ ერთი თვის მანძილზე საქართველოს შესახებ იწერებოდა ამერიკულ პრესაში,ეს საკმაოდ დიდი რეკლამაა ქვეყნისა.ვისაც ეს გოიმობად ეჩვენება თავის გზაზე გაუმარჯოს,მაგრამ კარგზე კარგის თქმა და მის გვერდით დადგომა სამარცხვინოდ არავითარ შემთხვევაში არ მიმაჩნია. ისე ქართველებს მოგვდგამს,სანამ კაცი ცოცხალია განვაქიქებთ,მიწასთან გავასწორებთ,სიკვდილის შემდეგ კი ძეგლს დავუდგამთ,მივტირით ეს ვინ დავკარგეთო და მისი ნაცნობობით ვტრაბახობთ.
თემო
დარწმუნებული ვარ, ამ კომენტარს არ დადებენ ერთი უბრალო მიზეზის გამო. სრული სისულელეა სტატიის სათაური. მთარგმნელმა ისიც კი ვერ გაიგო, რომ საკლევმა უბრალოდ ვერ გაიგო, რამდენი ხმის მიცემა შეიძლებოდა. შედეგად, მისი ხმები გაიფილტრა და არც არაფერი გამოუვიდა. ჯერ ინგლისური ისწავლეთ, ბატონებო, შემდეგ კი განიკითხეთ.
vaxos
შენი აზრით ჩემპიონობაზეც უნდა თქვას უარი ყველა თამაშში არ მიუღია მონაწილეობა
vaxos--nairebis
თუ არჩევნებია არავის საქმეა ვის ივცემთ ხმას დემოკრატის შუქურა ამერიკელებს ..ნათლად ჩანს მაგათი დემოკრატია ..ამერიკელების შენიგბულ დემოკრატიას ზაზას ხმება ჩამოხადა ნიაბი...კველაფერი ნათელიაა
vaxos
შენზეა ნათქვამი ...... ისე იცოდე ფანობა არ ნიშნავს ობიექტურობას
vaxo-s
ვახო ერთი თვის მანძილზე ყველა ნბა.ს შესახებ გადაცემაში იყო ფაჩულიაზე ლაპარაკი ყველას აცნობდნენ სად იყო საქართველო რამდენი ადამიანი ცხოვრობდა და როგორ უჭერდნენ ზაზას მხარს. წარმოგიდგენია ამდენი რეკლამა ქვეყანას რა დაუჯდებოდა? ზაზამაც იცის რომ არ არის შოუმენი და არც აქვს პრეტენზია. ჩვენ ამით ზაზას მიმართ მადლობას გამოვხატავთ რასაც ნაკრებისთვის აკეთებს და ასევე ქვეყანას ვუკეთებთ პრ.ს. შენ შეგიძლია იძახო გოიმობააო და ჩაჯდე სახლში ჩვენ ჯინაზე ვალანჩუნასს მისცე ხმა და ბედნიერი იყო მაგრამ ვისაც რაღაც კარგის გაკეთება უნდა და ნუ აყენებ ჩეურაცხყოფას. შენ თავს მიხედე და იცხოვრე ბედნიერეად
vaxo
ზოგადად, ყველგან და ყველაფერში თავისიანის გაქაჩვა ქართული გოიმობების ტოპ-ათეულში შედის და ძალიან გავრცელებული მანკიერებაა. ასეთი აზროვნების ხალხი უამრავია ჩვენში. მერე ბევრი მათგანი თანამდებობებზე ხვდება და იქაც თავისიანებს ტენის. ოლსტარი ამ ყველაფერთან უწყინრად კი გამოიყურება, მაგრამ ტენდენციას რა ვუყოთ ? და თურმე ის ხალხი, რომლებიც გულწრფელად კითხულობს, თუ რა უნდა 5 მოხსნა-ქულიან ფაჩულიას ნბა-ს მონსტრების გვერდით, ყოფილან სამარცხვინოები. ხომ შეიძლებოდა, რომ ობიექტურები ვყოფილიყავით და ჩვენც ლეონარდისთვის, დევისისთვის, ჯეიმსისთვის და ირვინგისთვის მიგვეცა ხმა.
gizog
ვახ-ვახ-ვახ!!!!!!
vaxo
საქმეც მაგაშია. ათასი მაქინაციებია საჭირო იმისთვის, რომ კავაი ლეონარდი რომელიც ნბა-ს ერთერთი უგამორჩეულესი მოთამაშეა და ხშირად ლებრონსაც კი აბითურებს ხოლმე, ოლ სტარში მოხვდეს. და არ იყვნენ ხუთეულში ფაჩულია, ილიასოვა, ვარეჟაო და სხვები. ჯერ კალათბურთი გვიყვარდეს და გვესმოდეს და მერე ჩვენიანი ამ სპორტში.
nika
სხვათაშორის მეც შემხვდა ეგეთი ვაიქართველი ზაზასთვის ხმის მიცემა რო სირცხვილად მიაჩნდა. არ დავიწყებ ეხლა არგუმენტების ჩამოთვლას(შორს წამიყვანს) , სირცხვილი ისაა თქვენ რო არსებობთ საერთოდ და არა ზაზასთვის ხმის მიცემა
misha
ადრე კომუნუსტების დროს მუშას მეტი ხელფასი ქონდა ვიდრე ხელმძღვანელს და ხელმძღვანელი იძულებული იყო მოეპარა. ეხლა ხელმძღვანელს მეტი ხელფასი აქვს და მაინც იძულებულია მოიპაროს ესაა განსხვავება ამის შემდეგ გვეშველება რამე
nemo
საინტერესოა ის ვაი ქართველები ზაზასთვის ხმის მიცემას სირცხვილად რომ თვლიდნენ ეხლა რას იტყვიან
გიორგი
რა შუაშია დემოკრატიის შუქურა, თავისი ხალხისთვის დემოკრატები არიან უბრალოდ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არ აინტერესებს არავის. ეს ჩვენი შოუ არ არის, ამერიკელებისაა და ამერიკელი ხალხი თვითონ წყვეტს ვინ ითამაშებს და ვინ არა. სააკშვილი აბოლებდა ხალხს რომ ვითომ ამერიკა გვეხმარება, სინამდვილეში ტყუილია, არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყანა სხვას არ აინტერესებს თუ თვითონ არ მივხედეთ ჩვენს თავს
gio
ამერიიკელებისთვის სამარცხვინო ფაქტად ჩავთვლი, ერთმა ზაზამ და მთელმა საქართველომ დაგანაახეთ თქვენი ნამდვილი სახე.. აბა მოზგოვი ყოფილიყო თუ შეცვლიდნენ არჩევის სისტემას...მოკითხვა მთელი ქვეყნის ვაჟკაცი ბიჭების სახელით
George
დემოკრატიის შუურა :D
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]