"მარსელისა" და "ლილის" მატჩის საფინალო სასტვენი ახლოვდებოდა, როცა შეცვლაზე შესულმა ემერსონმა ასევე თამაშში ახლად ჩართული პიერ-ალან ფრო მოძებნა და ამ უკანაკნელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლი, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს.

"მარსელისა" და "ლილის" მატჩის საფინალო სასტვენი ახლოვდებოდა, როცა შეცვლაზე შესულმა ემერსონმა ასევე თამაშში ახლად ჩართული პიერ-ალან ფრო მოძებნა და ამ უკანაკნელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლი, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს. რომ არა ფრო, საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვლებოდა და სატურნირო ცხრილს სათავეში "ლილის" ნაცვლად "რენი" მოექცეოდა. ახლა კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე რეალური პრეტენდენტი ორია, მაგრამ ზეხუთეულის გუნდებიდან ტიტულისთვის ბრძოლა ნებისმიერს შეუძლია. რეალურად კი ცხრილში ორხელისუფლებიანობაა და ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა.

"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მარცხი მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობას დააბრალა, მისი ლილელი კოლეგა რუდი გარსია კი "ველოდრომზე" დაფიქსირებულ შედეგს სავსებით ლოგიკურად მიიჩნევს. მისი თქმით, "ლილმა" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ბრძოლა მოიგო.

გასულ ტურში გოლები ძალიან მწირად გავიდა. განსაკუთრებული უშედეგობა გუნდებმა შაბათს გამოავლინეს, კვირის მატჩები კი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა.

მოწინავე ხუთეული განვლილ უქმეებზე კიდევ უფრო გამოიკვეთა. "მონპელიემ" ბევრი იბრძოლა, მაგრამ "რენთან" ვერაფერს გახდა და მინიმალურად დამარცხდა. არადა, "რენთან" ბოლო წლების ურთიერთშეხვედრების დადებითი სტატისტიკა უმაგრებდა ზურგს – ბოლო ცხრა მატჩიდან "მონპელიეს" მასთან მხოლოდ ერთი ჰქონდა წაგებული.

"ჩემი გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, დღეს კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემპიონობის ძალა შეგვწევს. აქამდე ჯერ ძალიან შორია, მაგრამ თითოეულ მატჩზე ჩემი ბიჭები ისე გადიან, როგორც ფინალზე გავიდოდნენ და შედეგიც მონდომებისა და შრომის შესაბამისი გვაქვს", - თქვა ნამატჩევს "რენის" თავკაცმა ფრედერიკ ანტონეტიმ. მისმა გუნდმა გამარჯვებათა ოთხმატჩიანი სერია ხუთამდე აიყვანა. თუმცა უდავოა, რომ მეორე დღეს ანტონეტისა და მის შეგირდებს მარსელური მატჩის შედეგის გაგება ხასიათს გაუფუჭებდა.

"ბრესტის" დამარცხების წყალობით ჟან ტიგანამ "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შეინარჩუნა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მას დამშვიდების საფუძველი აქვს. გააჩნია, როგორ გააგრძელებს "ბორდო" თამაშს შემდეგ ტურებში, "ბრესტთან" გასვლით გამარჯვებას კი ტიგანას გუნდმა დამაჯერებლად მიაღწია.

უიმედო მაჩანჩალა "არლმა" გასულ ტურებში ბევრი იბრძოლა და საკუთარ მწირ მარაგს ქულებიც შეჰმატა, თუმცა "ლიონს" ვერაფერი დაუპირისპირა და უიმედოდ განადგურდა. ლისანდრო ლოპესმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მაინც ვერ გაერია. "ლიონის" დამრიგებელმა კლოდ პიუელმა განაცხადა, სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, შეხვედრის მსვლელობისას ჩემს ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში დავავალე და მოხარული ვარ, ეს ამოცანა რომ შესრულდაო.

"ოსერი"-პსჟ ტურის კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი იყო. გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე მდგომმა მასპინძლებმა მატჩი ჩინებულად ჩაატარეს და ბოლოსკენ გატანილი გოლით პარიზელთა საჩემპიონიო პერსპექტივები სათუო გახადეს. "ოსერი" გასავარდნ ზონას მცირედით დასცილდა, პსჟ კი ლიდერს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება.

კაენი-სენტ ეტიენი 1:0

გოლი: 1:0 ელ არაბი (90)

ლორიანი-ნანსი 0:0

მონპელიე-რენი 0:1

რენი: დუშე, მანგანი, კანა ბიიკი, კატერინი, დანსე, მანდიეკი, მვილა (67. ლემონი), ტეტეი, ლეროი (77. ბრაჰიმი), მონტანო, ბუკარი (89. დუმბია).

გოლი: 0:1 ბუკარი (27)

ნიცა-ნანსი 0:0

ტულუზი-სოშო 0:1

გოლი: 0:1 მაიგა (64)

გაძევება: ვალვერდე (89. ტულუზი)

ვალანსიენი-მონაკო 0:0

ოსერი-პსჟ 1:0

პსჟ: ბეტე, სახო, არმანი, ტიენე, ჟალე, შანტომი, მაკელელე, ლუინდულა (71. ბაებეკი), ბოდმერი, ჟიული (82. მორისი), ნენე.

გოლი: 1:0 შაფნი (86)

ბრესტი-ბორდო 1:3

გოლები: 0:1 ვენდელი (49), 0:2 პლაშილი (67), 1:2 ფერადი (87), 1:3 დიაბეტე (90)

ლიონი-არლი 5:0

ლიონი: ლორისი, რევეიერი, სისოხო, დიაკატე, ლოვრენი, ტულალანი, პიანიჩი, გურკუფი (49. გომისი), დელგადო (77. ბასტოსი), ლ. ლოპესი (69. გონალონი), ბრიანი.

გოლები: 1:0 ლ. ლოპესი (13), 2:0 პიანიჩი (17), 3:0 ლ. ლოპესი (51), 4:0 ლ. ლოპესი (55), 5:0 ბასტოსი (90)

მარსელი-ლილი 1:2

მარსელი: მანდანდა, ფანი, დიავარა, მბია, ჰაინცე, კაბორე, ე. სისე (57. ბენ. შეირუ), აიუ, რემი, ბრანდაო (70. ჯ. აიუ), ლ. გონსალესი (46. ჟინიაკი).

ლილი: ლანდრო, დებუში, ბერია (53. ემერსონი), შეჯუ, რამი, მავუბა, კაბაიე, ბალმონი, ჟერვინიო (73. დე მელო), სოუ (85. ფრო), ჰაზარდი.

გოლები: 0:1 ჰაზარდი (10), 1:1 რემი (60), 1:2 ფრო (90)

1. რენი 26 14 7 5 31-18 49

2. ლილი 26 13 10 3 45-25 49

3. ლიონი 26 12 9 5 44-25 45

4. მარსელი 26 12 9 5 37-23 45

5. პსჟ 26 12 8 6 39-26 44

6. მონპელიე 26 10 8 8 21-24 38

7. ბორდო 26 9 10 7 35-31 37

8. ლორიანი 26 10 6 10 32-31 36

9. სოშო 26 10 5 11 40-31 35

10. სტ ეტიენი 26 9 8 9 33-33 35

11. ბრესტი 26 9 8 9 27-28 35

12. ტულუზი 26 10 3 13 27-29 33

13. ვალანსიენი 26 7 11 8 30-27 32

14. კაენი 26 8 8 10 29-36 32

15. ნიცა 26 7 9 10 17-27 30

16. ოსერი 26 5 14 7 30-33 29

17. ნანსი 26 8 5 13 27-41 29

18. მონაკო 26 4 14 8 25-28 26

19. ლანსი 26 5 10 11 24-40 25

20. არლი 26 1 8 17 13-50 11

ბომბარდირები

17 – სოვი (ლილი), 15 – გამეირო (ლორიანი), 13 – ელ არაბი (კაენი), ნენე (პსჟ).

მომდევნო ტური

12 მარტი: რენი-მარსელი, არლი-ლორიანი, ლანსი-ტულუზი, ნანსი-კაენი, ნიცა-ოსერი, სენტ ეტიენი-ბრესტი, სოშო-ლიონი.

13 მარტი: ბორდო-მონაკო, ლილი-ვალანსიენი, პსჟ-მონპელიე.

ალეკსანდრე
დინამოდან გასაყიდი არავინ დაგრჩათ?
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა