19 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგების მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება
19 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგების მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ვერცხლის ლიგის VIII ტური კუბიკისა და ელიტა ბურჯის დაპირისპირებით აიღებს სტარტს, რომელიც 11:00 სთ-ზე გაიმართება.

მომდევნო შეხვედრაში, სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი ბანკი რესპუბლიკასაქრუსენერგოს დაუპირისპირდება.

ზედა ხუთეულში მყოფი გუნდები გამართავენ მორიგ შეხვედრას. მესამე პოზიციაზე აღზევებული შემოსავლების სამსახურის გუნდი, ავერსს ეთამაშება, რომელიც მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩება და რაც მატჩს შესაბამის პრინციპულობას სძენს.

"საბანკო დერბის" გამართვა მოუწევს, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, საქართველოს ბანკის გუნდს, რომლის მეტოქეც ლიბერთი ბანკი იქნება. ამ უკანასკნელისთვის, გარდა დერბის სტატუსისა, აღნიშნული დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმატების შემთხვევაში საუკეთესო რვა გუნდში დამკვიდრების კარგიშანსი მიეცემა, თუმცა შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული სატურნირო მდგომარეობა მოყვეს, საპირისპირო შედეგს. დერბი 15:00 სთ-ზე დაიწყება.

ვერცხლის ლიგის კიდევ ერთი ფავორიტი,ბაქსვუდი, თავის შეხვედრას მინას წინააღმდეგ გამართავს.

ტურს, აჭარა ჯგუფისა და ევროპაბეთის დაპირისპირება დაასრულებს.

19.02.2017. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

11:00 კუბიკი - ელიტა ბურჯი

12:00 ბანკი რესპუბლიკა - საქრუსენერგო

13:00 ავერსი - RS

15:00 საქართველოს ბანკი - ლიბერთი ბანკი

16:00 მინა - ბაქსვუდი

18:00 აჭარა ჯგუფი - ევროპაბეთი

პრინციპული და საინტერესო შეხვედრებით იქნება გამორჩეული ოქროს ლიგის VII ტური.

მიმდინარე გათამაშების "ყველაზე მშვიდობიანი" გუნდი, ვითიბი ბანკი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდება. წინა სეზონში, ეს გუნდები კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც 7 მეტრიანების სერიაში, მოულოდნელი გამარჯვება და შემდგომი ეტაპის საგზური "ბანკირებს" ხვდათ წილად.

17:00 გაიმართება, ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს, შარშანდელი ოქროს ლიგის ფინალისტები, პატრული და ნატახტარი დაუპირისპირდებიან. ნატახტარის ფეხბურთელებს პირველად მიეცემათ შანსი, შარშანდელი იმედგაცრუებისთვის, მცირე მასშტაბის რევანში აუღონ მეტოქეს.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრაა მოსალოდნელი, სფფ 2-სა და საქართველოს ფოსტის გუნდებს შორის. ორივე მათგანი მიმდინარე გათამაშების ფავორიტად ითვლება და სატურნირო ცხრილშიც II-III ადგილებზე იმყოფებიან -სფფ სამი ქულით უსწრებს მეტოქეს.

მორიგი სამი ქულის აღებას შეეცდება "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდი, რომლის მეტოქეც ლიგის აუტსაიდერი, Menu.ge-ს გუნდი იქნება.

სათამაშო დღეს, თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს. არმია 7 ქულით მერვზე პოზიციაზე იმყოფება და წარმატების შემთხვევაში შანსი აქვს სატურნირო ცხრილში დაწინაურდეს, დედაქალქის მერია კი თავს ერთადერთი ქულით "იწონებს".

19.02.2017. ოქროს ლიგა. VII ტური

14:00 ვი თი ბი ბანკი - TTC

17:00 პატრული - ნატახტარი

19:00 სფფ-2 - საქ. ფოსტა

20:00 GWP – MENU.GE

21:00 არმია - თბილისის მერია

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში