საქართველოს ნაკრებისა და პრაღის "სლავიას" 26 წლის ნახევარმცველმა ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა
ლევან ყენია მაგრად დაითარსა. საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველს მთლიანად გაუცდა გასული სეზონი იმ ტრავმის გამო, რომელიც პრაღის "სლავიასა" და "ანდერლეხტს" შორის ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ მიიღო.

ყენია მას მერე უქმობს. პაუზა ძალიან დიდია. ალბათ, ქართველ გულშემატკივარს ძალიან მოენატრა ყენიას თამაში - ის ემოცია, რომელიც მას შეუძლია, გულშემატკივარს აჩუქოს...

მაგრამ ყენია ბედს არ ურიგდება. კიდევ ერთი ოპერაცია, სარეაბილიტაციო პერიოდი, გადალახული დაბრკოლებები - ფეხბურთელს, რომელიც ტრავმებმა გატანჯა, სირთულეებით ვერ გააკვირვებ...

ფაქტია, მის კარიერაში ოდესმე უნდა დასრულდეს უიღბლობის პერიოდი. ეს მას საშუალებას მისცემს, სრული დატვირთვით ივარჯიშოს და ითამაშოს. თუ ასე მოხდა, მას შეუძლია, კვლავაც ფასეული ფიგურა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

მაშ ასე, პირველი ინტერვიუ ლევან ყენიასთან ოპერაციის შემდეგ...

- ლევან, რა თქმა უნდა, თავდაპირველად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს...

- მადლობა, რომ მომიკითხეთ. მედიის თანადგომას სულ ვგრძნობ, მადლობა ქართველ გულშემატკივარსაც!.. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველაფერი კარგადაა, ოპერაცია გავიკეთე და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ.

- როდის და სად გაიკეთეთ ოპერაცია?

- სამი კვირის წინ, გერმანიაში გავიკეთე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციის მხრივაც ნორმალურად მიდის პროცესი.

- რამდენ ხანს გრძელდებოდა ოპერაცია და ვინ ჩაატარა ის?

- დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპერაცია კოსტმაიერმა გამიკეთა, გერმანიაში ცნობილი ქირურგია.

- და რამდენ ხანს გასტანს სარეაბილიტაციო პერიოდი?

- ორი თვე. ამის მერე გუნდთან ერთად ჩვეულებრივად შევუდგები ვარჯიშს.

- "სლავიასთან" მიმართებაში რა ხდება? რა ისმის კლუბისგან?

- განსაკუთრებული არაფერი. ზაფხულში მიმთავრდება კონტრაქტი.

- დარჩებით გუნდში?

- ახლა ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. რა და როგორ იქნება ზაფხულში, დღეს ამის თქმა ძალიან ძნელია.

- ალბათ, ძალიან მოგენატრათ ფეხბურთი...

- ძალიან! იმედია, სწრაფად გავა ეს ორი თვე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ჰაჰა,მეც ხშირად მიფიქრია მაგაზე,მაგრამ მთლიანობაში ჩვენთან ფიზიკური მომზადების სისტემა ძველისძველი სტანდარტებით ხდება,ამიტომაცაა ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ტრავმებისაკენ რომ არიან მიდრეკილი.ძვალსახსროვანი აპარატი დატვირთვებს ვერ უძლებს,სახსრებიც შეზღუდულია და შედეგიც შესაბამისია.
tngh
ვისაც ყენიას თამაში უნახავს თბილისის "ლოკომოტივში", არასდროს არ დაკარგავს იმედს, რომ ლევანი აუცილებლად გაიბრწყინებს. მეც მჯერავს, რომ 26 წელი ის ასაკია, როდესაც ფეხბურთელი ბოლომდე უნდა "გაიხსნას" და დარწმუნებული ვარ... ესეც იქნება.
gizog
ლევან მალე გამოჯანმრთველებას გისურვებ და შემოდგომისთვის ნაკრებს უნდა დაეხმარო, გვჭირდება შენნაირი არაორდინალური ფეხბურთელი, თორემ მოლდოვასაც ვეღარ ვუგებთ.
haha
ეს მართლა ნიჭიერი იყო. ბავშვობაში ესპანეთში იყო და იქაურმა ტრენერმა დაიწუნა სირბილის გამო. არასწორად დარბისო. მე მგონი ეს ტრამვები მისი არასწორი სირბილის ბრალია. სამწუხაროდ საქართველოში ჭკვიან ხალხს არ უჯერებენ. ამიტომ თავის ახლობლებს და ტრენერებს დააბრალოს რაც ჭირს.
IKA
გამოჯამრთელებას გისურვებ )))
status quo
საშუალოზე დაბალი დონის,მაგრამ საქართველოში უსაფუძვლოდ რეკლამირებული ფეხბურთელი....ამას მისი სპორტული კარიერაც მიუთითებს...
koka
გამოჯანმრთელებას და წარმატებას ვუსურვებთ ლევან ყენიას. მადლობა ქართველ ჟურნალისტებს ასეთი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა