მაშინდელი საქმის მოსამართლე სხვანაირად ალაპარაკდა
ბოლო დღეებში იტალიური სპორტული მედია აქტიურად იქექება "კალჩოპოლის" ცნობილი პროცესების არქივში. ეს ამბები 2006 წელს ხდებოდა, რის შემდეგაც "იუვენტუსს" ორი სკუდეტო ჩამოართვეს და "ინტერს" მიანიჭეს.

ამ თემაზე სკანდალური განცხადება გააკეთა "კალჩოპოლის" მოსამართლემ, კარლო პორჩედუმ:

"ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გვემუშავა ლუჩანო მოჯის საქმეზე, რადგან არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები მისი დანაშაულის დასამტკიცებლად და მიუხედავად ამისა, წავართვით "იუვენტუსს" სკუდეტო და "ინტერს" მივანიჭეთ. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო და 2005/06 წლების სეზონში, "იუვემ" ჩემპიონატი დამსახურებულად მოიგო.

მაშინ, საქმის გამოძიების პროცესში, დიდი გავლენა ჰქონდა ფედერკალჩოს ნდობით აღჭურვილ პირს, გვიდო როსის, რომელმაც კონკრეტული ადამიანები შემოიკრიბა და მათ შორის, ერთ-ერთი "ინტერის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი გახლდათ. მოკლედ, "იუვენტუსისთვის" არახელსაყრელი გარემო შეიქმნა და შედეგად, სწორედ ტურინული გრანდი დაისაჯა. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო".

ამ კომენტარმა მთელი იტალიური მედია მოიცვა და, რა გასაკვირია, რომ კიდევ ბევრი განცხადება გაკეთდა. მოვუსმინოთ როგორც "იუვენტუსის", ისე "ინტერის" წამომადგენლებს...

ანდრეა ანიელი ("იუვენტუსის" პრეზიდენტი): "როდესაც თვით "კალჩოპოლის" მოსამართლე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მცდარი იყო, ვფიქრობ, ეს სკანდალია და ბევრი საკითხი უნდა გადაიხედოს. დღემდე ვერ გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ დაისაჯა "იუვენტუსი" და რატომ მიიღო "ინტერმა" ასეთი საჩუქარი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმედია, ეს დღე ახლოსაა. "იუვენტუსი" ყველაზე მეტჯერ არის იტალიის ჩემპიონი და ამის ერთადერთი მიზეზი ჩვენი სიძლიერეა".

მასიმო მორატი ("ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი): "ვერ გავიგე, საერთოდ რაზე საუბრობდა მოსამართლე და რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც დღეს, რომ "იუვენტუსი" ტყუილად დაისაჯა. ამბობს, რომ საქმის პროცესში "ინტერის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი მონაწილეობდა, გვარს კი არ ასახელებს. თუ ასეთი გაბედულია, ახადოს ფარდა სიმართლეს და დაასახელოს ყველა გვარი.

იტალიური ფეხბურთი კორუფციაში იყო ჩაფლული, დამნაშავეები კი უნდა დასჯილიყვნენ. არ შეიძლება, ყველას ყველაფერი შერჩეს და ამიტომ "კალჩოპოლის" პროცესი არ უნდა გადაიხედოს. "ინტერმა" ყველა საჩემპიონო ტიტული დამსახურებულად მოიგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
"აღმოჩენა არაა, მხოლოდ ერთი რამ გამოსდის" - მოჯიმ "კვარაზე" ისაუბრა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მოჯი: კონტემ მითხრა, რატომ თქვა უარი "ნაპოლის" ჩაბარებაზე
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ანდრე ანიელი: უეფამ სასწრაფოდ ვიდეოგამეორება უნდა შემოიღოს
ლუჩანო მოჯი: "იუვენტუსი" სკუდეტოს მოსაგებად მზად არ არის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება არ მოუწევს" - მოჯიმ დე ლაურენტისის სიძუნწეზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
უეფა-ს ახალი ტურნირი - დეტალები უცნობია, თუმცა სიახლეები არის
La Stampa: გადაწყდა, მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" დარჩება
"იუვენტუსის" პრეზიდენტი რონალდოსთან შესახვედრად კვიპროსზე გაფრინდა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
დიდი ალბათობით, სერია A-ს დაწყების თარიღი გადაიწევს
"იუვენტუსში" დიდი ცვლილებებია - ანიელისთან და ნედვედთან ერთად, კიდევ 7 ადამიანი წავიდა
"კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია - კონტე გუნდს დააყენებს" - კასანოს და მოჯის პროგნოზი
"აურელიომ სატრანსფერო კამპანია ჩააგდო" - მოჯი დე ლაურენტისს დასცინის
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი