მიიღეთ მონაწილეობა Planet Rugby-ს გამოკითხვაში - მომწიფდა თუ არა საქართველო ექვსი ერისთვის
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მორაგბე ლუის მუდიმ (71 კეპი), რომელიც ახლა რაგბის ექსპერტია, "პლანეტ რაგბის" ექვს ერში საქართველოს ნაკრების სავარაუდო დამატებაზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

"იმის მიუხედავად, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგში იტალიას უსწრებს, ამ ქვეყანას საკუთარი რაგბის განვითარების საშუალება არ ეძლევა, ეს ნამდვილი კრიმინალია. არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა გაკეთდეს ექვს ერში პლეი ოფი ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ ეს კარგია იტალიური რაგბისთვისაც. ამის შემდეგ ისინი იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის, რომ დარჩნენ ექვს ერში. იმის ნაცვლად, რაც წლებია გრძელდება, იტალია მშვიდად თამაშობს და აქა-იქ აჩვენებს კარგ შედეგს. კონორ ო'ში ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ იტალიელებს ჩამოუყალიბდათ მშვიდი მენტალიტეტი, მათ იციან, რომ არაფერი ემუქრებათ.

ფაქტია, რომ პლეი ოფი იმიტომ არ ტარდება, რომ სხვა ერებს ეშინიათ, მათ არ შეეხოთ გავარდნა. ამიტომაც აგრძელენ საუბარს, რომ ეს იდეა კომერციულად არ არის მომგებიანი", - ამბობს მუდი.

სტატიას თან ერთვის გამოკითხვა, მომწიფდა თუ არა საქართველო ექვსი ერისთვის. ამ წუთისთვის 80%-მა ხმა მისცა პასუხს - დიახ, უკვე კარგა ხანია. 9%-ს ჯერ თავისი აზრი არ ჩამოუყალიბებია, დანარჩენი კი მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა.

- ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ

აჩიკო
ხალხო გაიგეთ რომ 1% არაა იმის შანსი რომ საქართველომ ექვსი ერის გათამაშებაზე მონაწილეობა მიიღოს.ამას კიდევ ძალიან ბევრი მიზეზი აქვს.ყველა ექვსი ერის მონაწილე ქვეყნები არიან ერთმანეთის მეზობლები.ოთხი ბრიტანული,და პლუს ამას ინგლისი და საფრანგეთი.იქ რომ საქართველო დაუშვან ახლა წარმოიდგინეთ რა სიტუაცია იქნება,როგორც იცით ექვსი ერის გათამაშება არის კომერციული ტურნირი.შოტლანდიელი ნამდვილად არ ჩამოვა თბილისში თავისი ნაკრების თამაშის საყურებლად,აი ლონდონში და პარიზში და რომში კიდევ წავა...აი,ასეთ უამრავ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას და მაგიტომაც ვართ აქ.ისე კი ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე და მიგვიღონ...
მერაბი გ.
6 ერში გაწევრიანებამდე ამხანაგურად სათამასოდ გამოუშვან იტალია თბილისში და თამაშის მერე ილაპარაკონ; სამართლიანია?
1
წერიასტატიაში სად შეგვიძლია ხმის მიცემა და წყაროც ეგ არის შესაბამისად
მდა
ჟურნალისტები ხშირად სცოდავენ სტატიას საკუთარი სულვილების შესაბამისად ამზადებენ და არა ობიექტურად. ექვს ერზე საუბრობენ იმას რაც ჩვენ გულს გვფხანს მხოლოდ და არა იმას რასაც ექვსი ერის ბოსები ამბობენ. ჰეიგმა შემოდგომაზე გასაგებად გვითხრა რომ არ ვჭირდებით ექვს ერში. მუშაობა მიდის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ამ ჭრილში აპირებს ექვსი ერი გარდაქმნას აი ამ კუთხით გააშუქეთ. ასევე მიუთითეთ წყარო საიდანაც მასალა მოდის.
Torino
ლინკი, ხომ არ იცით ვინმემ, რომ ჩააგდოთ ფორუმზე??!
levo
ვიაქტიუროთ მეგობრებო და ვივცეთ ხმა ჩვენ ბიჭებს!
lelo
ყველა ქართველმა დაუჭირეთ ხმა ქართულ რაგბის და მიეცით ხმა ბმულზე.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო