"კალდერონი" "ბარსას" გამოეთხოვება, "სევილიაში" დერბია, საფრანგეთში - კლასიკი, მილანს "რომა" ესტუმრება
"ველოდრომზე" სამხრეთისა და ჩრდილოეთის ომი იგეგმება; უემბლიზე ლიგის თასის ფინალია; "კალდერონზე" სიმეონე "ბარსას" გამოცდის; მჭედლიძის "ემპოლი" "იუვენტუს არენას" სტუმრობს; "ალიანც არენაზე" სახელიანი, მაგრამ სუსტი "ჰამბურგი" ჩადის...

პრემიერლიგა:

მანჩესტერული დერბი მოვისაკლისეთ, მაგრამ...

ტური არასრულია, თანაც, ექვსიდან სამი გრანდი არ თამაშობს - ლიგის თასის ფინალის გამო მანჩესტერული დერბი გადაიდო. "სიტის" დარად დაისვენებს ლონდონის "არსენალიც".

რადგან "სიტი" არ თამაშობს, ერთპიროვნულ ლიდერ "ჩელსის" ისედაც სოლიდური უპირატესობის გაზრდის შანსი აქვს. "სტემფორდ ბრიჯზე" უელსური "სუონსი" ჩადის, რომელიც ბოლო დროს დაუძვრა გავარდნის ზონას. ლიდერთან მატჩში "გედებს" კი და მონტერო ტრავმების გამო დააკლდებიან. ანტონიო კონტეს გუნდში საეჭვოა ტიბო კურტუას თამაში. რაც "სუონსი" პოლ კლემენტმა ჩაიბარა, უელსური კლუბი ძლიერად ათამაშდა, ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო. ამიტომ კონტე ჩაფიქრებულია:

"სუონსის" წინააღმდეგ მძიმე მატჩი გველის. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ძალიან ცდება. თუმცა "ჩელსი" კარგ ფორმაშია და იმედია, გუნდი კონცენტრაციას არ დაკარგავს. ჩვენ ორ ტურნირზე ვასპარეზობთ და ორივეს მოგება გვინდა", - განაცხადა კონტემ. მან პრემიერლიგა და ასოციაციის თასი იგულისხმა.

მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" მეორე ადგილზე დაბრუნების შანსი გაუჩნდა. "დეზები" "სტოკს" მასპინძლობენ. პოჩეტინოს ლამელასა და როუზის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

ტური ორშაბათს "ლესტერისა" და "ლივერპულის" მატჩით დასრულდება. მართალია, ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზეც წააგო, მაგრამ საპასუხო მატჩის წინ სტუმრად ნაჩვენები 1:2 იმედიანი შედეგია. ასე რომ, "მელიებს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ჩავარდნილი სეზონის კომპენსირება ლიგაზე კიდევ უფრო შორს გასვლით აღნიშნოს, რაც "მელიებისთვის", რა თქმა უნდა, სარეკორდო მიღწევა იქნება. რანიერის "ლივერპულთან" მატჩში არ ეყოლება ულოა, ვოგი და სლიმანი, ხოლო იურგენ კლოპი ინგსს, ლუკასსა და სავარაუდოდ, ლოვრენს მოისაკლისებს.

ლიგის თასი:

"წმინდანები" VS "ეშმაკები"

26 თებერვალი "საუთჰემპტონისთვის" დიდი დღეა. "წმინდანებს" ისტორიაში ერთადერთი ტიტული აქვთ მოპოვებული და ისიც 40 წელზე დიდი ხნის წინ - 1976 წელს ასოციაციის თასი მოიგეს. 1984 წელს გუნდი კინაღამ ინგლისის ჩემპიონი გახდა, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა "ლივერპულს".

ხოლო 1979 წელს ლიგის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ ბრაიან კლაფის "ნოტინგემ ფორესტთან" დამარცხდა. აი, ეს არის "საუთჰემპტონის" მონაგარი და ახლა "სენტ მერის" ბინადრებს შანსი აქვთ, "უემბლიზე" ისტორიაში მეორე ტიტული დაისაკუთრონ და ამით მომავალ სეზონში ევროპალიგაზე თამაში გაინაღდონ.

ეს კლოდ პუელისთვისაც კარგი შანსია. 55 წლის ფრანგ სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერაში სულ ორი ტიტული აქვს - 2000 წელს "მონაკოს" ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი მოაგებინა. ინგლისში კი პირველივე სეზონის თასით დაწყება მშვენიერი შედეგი იქნება.

მეტოქე მრისხანეა - "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ეს ტიტული 5-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ 2010 წლის მერე - არც ერთხელ. "წითელ ეშმაკებს" მინიმუმ, ერთი ტიტულის განაღდება აქედანვე სურთ, ჟოზე მოურინიოს ბიჭები ბრძოლას ასოციაციის თასზეც აგრძელებენ და ევროპალიგაზეც. პრემიერლიგაში კი მათ ჩემპიონობის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვთ. იქ გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა იქნება.

მატჩს "განსაკუთრებულის" ბიჭები უფრო კარგ ფორმაში ხვდებიან. "მანჩესტერმა" ევროპალიგაზე "სენტ ეტიენის" ბარიერი ადვილად დაძლია და ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოგება აქვს. "საუთჰემპტონმა" კი უკანასკნელი 4 თამაშიდან 3 წააგო და ერთი მოიგო, ისიც აუტსაიდერ "სანდერლენდთან".

"წმინდანებს" სტაბილურობა აკლიათ. თუ გუნდს თამაში მისდის, შეუდარებელია, მაგრამ, ვაი, რომ ჯერჯერობით, იშვიათად მისდის.

ლიდერების წასვლისა და ახალი სახეების გამოჩენის მერე გუნდი ყველაფერს კიდევ ერთხელ, თავიდან იწყებს. ბევრი იქნება დამოკიდებული "ნორვიჩიდან" მიყვანილ ნათან რედმონდზე, ნახევარდაცვაში ორთაბრძოლების მოგებასა და კლუბის ახალწვეულ მანოლო გაბიადინიზე, რომელსაც პრემიერლიგის პირველ 2 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.

"მანჩესტერში" კონკრეტულად ვინმეს გამორჩევა ძნელია. არა, რა თქმა უნდა, ზლატანი თავისთავად, მაგრამ იბრაჰიმოვიჩის გარდა, იქ კიდევ უამრავი ვარსკვლავია და მოურინიოც ბევრ ტურნირზე თამაშის გამო როტაციას ხშირად მიმართავს. პორტუგალიელს ასარჩევად საქმე ნამდვილად აქვს და ვნახოთ, როგორ თერთმეტეულს შეარჩევს.

შემადგენლობები საბრძოლოა. წესით, ჰენრიხ მხითარიანმაც უნდა შეძლოს თამაში, რომელიც "სენტ ეტიენთან" შეხვედრაში გამარჯვების გოლის გატანის მერე დაშავდა, მაგრამ ექიმების თქმით, ტრავმა სერიოზული არ ჩანს. საინტერესოა, იქნება თუ არა უეინ რუნი.

უკვე გაუწყეთ, რომ უეინს ჩინეთში ეპატიჟებიან, მაგრამ უთქვამს, არსად მივდივარ, სულ მცირე, სეზონის ბოლომდეო. თუმცა მას მერე გავრცელდა ახალი ინფორმაციაც, "შრეკის" აგენტი ჩინეთში გაემგზავრაო, ანუ იქ, სადაც გამოკითხვების მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე პოპულარულ გუნდად რჩება და იქ, სადაც სატრანსფერო ფანჯარა 28 თებერვლამდე ღიაა.

რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრებს, ბოლო 8 თამაშიდან "მანჩესტერს" 4 მოგება აქვს. იქამდელი რვავე თამაში კი "წითელ ეშმაკებს" მოგებული ჰქონდათ. ამაზე შორს ნუღარ წავალთ. დანარჩენი "უემბლიზე" გუნდებმა თავად გვიჩვენონ.

ლა ლიგა:

დიდი მატჩი "კალდერონზე" და სევილიური დერბი

რა უნდა თქმა, ამ უქმეების მთავარი ჰიტი "ვისენტე კალდერონზე" გასამართავი შეხვედრაა, კვირას "ვისენტე კალდერონზე" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ლუის ენრიკეს "ბარსელონას" მასპინძლობს. საკადრო პრობლემები უფრო მასპინძლებს აქვთ, მაგრამ "ბარსა" სხვა სახის პრობლემებით არის დახუნძლული.

ჯერ საკადრო პრობლემებზე ვთქვათ - კატალონიელებს ალეიშ ვიდალი, ხავიერ მასკერანო და დიდი ალბათობით, არც არდა თურანი ეყოლებათ, ხოლო კასტილიელებს აუგუსტო ფერნანდესი, დიეგო გოდინი, ხუანფრანი, ბარაგანი და ტიაგო დააკლდებათ.

მართალია, ვერც "ატლეტიკო" არის იდეალურ ფორმაში, მაგრამ მადრიდული კლუბი უკეთეს განწყობაზეა, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი ეტაპი თითქმის გადალახა. აი, "ბარსას" კი დიდი სასწაული ესაჭიროება პსჟ-ის გასაგდებად. სტატისტიკოსებმა გამოითვალეს და პლეი ოფის პირველ ეტაპზე 16 გუნდიდან ყველაზე ცოტა სწორედ "ბარსელონამ" ირბინა. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში პირველი "ატლეტიკოა" და ამ ორი გუნდის "გარბენს" შორის სხვაობა უზარმაზარია - 75 ათასი მეტრი.

მაღალი ტემპის გარეშე კი თანამედროვე ფეხბურთში რას გახდები? ამას ემატება გაურკვევლობა ლუის ენრიკესა და ლიონელ მესის კონტრაქტებთან დაკავშირებით და ნეიმარის სასამართლო პროცესი.

ერთი, რაც გაირკვა, ნეიმარსა და მის მამას გადასახადების დამალვის გამო ციხეს ალბათ არ შეუფარდებენ, თუმცა მის ტრანსფერთან დაკავშირებით მართლაც უსიამოვნო ამბებია. ფაქტია, ფეხბურთს გარეშე პრობლემები აისახება ვარსკვლავების თამაშებზე. თუმცა, თუ "კალდერონზე" იმარჯვებს, "ბარსელონა" ლა ლიგის ლიდერი გახდება რამდენიმე საათით მაინც.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, გამეირო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.

"რეალის" მარცხმა "მესტალიაზე" დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფაქტობრივად, "ვალენსიამ" ახალი სული ჩაბერა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, რომელშიც ორი სუპერგრანდის გარდა, "სევილიაც" მონაწილეობს. მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმაც კი დაკარგა წონასწორობა და თავისი გუნდის თამაში "ვალენსიასთან" პირველ წუთებში უხამსი სიტყვებით მოიხსენია.

ახლა "რეალს" სტუმრად "ვილიარეალი" ელის. რაფაელ ვარანის ტრავმა პეპეს "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნებს. რაც შეეხება ისკოს, კლუბში უკმაყოფილონი არიან, მისი გამონათქვამებით მომავალთან დაკავშირებით. არ იქნებიან კოენტრაო და დანილოც. მასპინძლებს იტალიელი ფორვარდი ნიკოლა სანსონე დააკლდებათ.

რეალი (სავარაუდო): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, რონალდო.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ სევილიური დერბი - მესამეადგილოსანი "სევილია" "ბენიტო ვილიამარინზე" "ბეტისს" ესტუმრება. ხორხე სამპაოლის გუნდი "ბეტისს" იოვეტიჩისა და ბენ იედერის დუეტით შეუტევს. მასპინძლებს ერთი დიდი უპირატესობა ექნებათ - "ბეტისი" დასვენებულია, "სევილია" კი "ლესტერ სიტის" ეომა ლიგაზე და მთლად ისეთ შედეგსაც ვერ მიაღწია, როგორსაც ელოდნენ ანდალუსიაში.

ბუნდესლიგა:

"ჰამბურგი" "ალიანც არენაზე"

მიუნხენში "ჰამბურგი" ჩადის, რომელიც ბუნდესლიგიდან კი არ გავარდნილა, მაგრამ ბოლო წლებია, სულ ამის პირასაა და არც ეს სეზონია გამონაკლისი. "ალიანც არენა" რაც აშენდა, "ბაიერნი" "ჰამბურგს" მე-12-ედ უმასპინძლებს.

ბოლოს აქ ძალიან უჭირს "ჰამბურგს", არადა, პირველი შეხვედრა ამ გუნდმა 2:1 მოიგო და ეს იყო "ჰამბურგის" პირველი გამარჯვება მიუნხენში 24-წლიანი პაუზის მერე. "ჰამბურგმა" მეორე ვიზიტისასაც მოიგო, შემდეგი ორი კი ფრედ დაასრულა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. კარლო ანჩელოტის, რომელსაც ჯარიმა ელის ბერლინში "ჰერტას" ფანებისთვის უხამსი ჟესტის ჩვენებისთვის, კვლავ არ ეყოლება მცველი ჟერომ ბოატენგი.

ბაიერნი (სავარაუდო): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი, ტ. ალკანტარა, დ. კოშტა - ლევანდოვსკი.

"ბაიერნის" ერთადერთი რეალური მდევარი დებიუტანტი "ლაიპციგია", რომელიც მეხუთეადგილოსან "კიოლნს" უმასპინძლებს. მასპინძლებს არ ეყოლებათ ტრავმირებული იუსუფ პოულსენი და ლუკას კლოსტერმანი. სტუმარი ფრედერიკ სიორენსენი კი დისკვალიფიცირებულია.

მესამეადგილოსანი "დორტმუნდი" "ფრაიბურგს" ესტუმრება. თომას ტუხელი ამ თამაშში ფონს მარიო გიოტცეს, სვენ ბენდერისა და სებასტიან როდეს გარეშე უნდა გავიდეს.

სერია A:

ცენტრი "ჯუზეპე მეაცაზე"

სერია A-ს ლიდერი კომფორტული უპირატესობით, ტურინის "იუვენტუსი" "ემპოლის" მასპინძლობს. სტუმართა გუნდში ვიხილავთ თუ არა ლევან მჭედლიძეს (რომელსაც ერთხელ გაუტანია ტურინში "იუვენტუსის" წინააღმდეგ) კითხვის ნიშნის ქვეშაა. ქართველ ფორვარდს თებერვალში ხან ზურგი აწუხებს და ხან ფეხის კუნთი. ბოლო მონაცემებით, მან ვარჯიში კი შეძლო, მაგრამ შემდეგ ისევ შეწყვიტა.

"იუვეს" ფეხბურთელები კი ჯანზე ჰყავს, მაგრამ ლეონარდო ბონუჩი დასჯილია, რის გამოც მან უკვე გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება "პორტუსთან". "იუვენტუსი", სხვა მხრივ, ბრწყინვალე ფორმაში და განწყობაზეა. გონსალო იგუაინი 19 გოლით ბომბარდირთა დავაში თანალიდერია. შესანიშნავად ათამაშდა მისი მეწყვილე პაულო დიბალა. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის პრობლემები არ აქვს და თითქოს, თავისით იგონებს - ბონუჩისთან ინციდენტს ვგულისხმობთ. ისე, ხუთშაბათ საღამოს მდგომარეობით, "იუვენტუსი" თვითმფრინავის გაუმართაობის გამო პორტუგალიაში იყო ჩარჩენილი.

იუვენტუსი (სავარაუდო): ბუფონი - დ. ალვეში, ბონუჩი (?), რუგანი, ალექს სანდრო - ხედირა, მარკიზიო, კუადრადო - დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი.

"რომა" "იუვენტუსს" შვიდი ქულით ჩამორჩება და არც იმის ილუზიით იკვებება, რომ ჩემპიონი "ემპოლისთან" წაიბორძიკებს. აი, თავად კი ძალიან მძიმე ბრძოლა ელის - ტურის ცენტრალურ მატჩში მილანის "ინტერს" ესტუმრება. "ინტერს" მირანდა და ბროზოვიჩი აკლია, "რომას" - ფლორენცი და სპინოცი.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ანსალდი, მურილიო, მედელი, დ'ამბროზიო - გალიარდინი, კონდობია - კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი - იკარდი

რომა (3-4-1-2): შჩესნი - მანოლასი, ფასიო, რუდიგერი - პერესი, დე როსი, სტროტმანი, ემერსონი - სალაჰი - ნაინგოლანი, ჯეკო.

ლიგა 1:

სამხრეთი VS ჩრდილოეთი

მთელი ფრანგული საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის კვირა საღამოს, როცა "ველოდრომზე" ფრანგული კლასიკი გველის. "მარსელი", რომელიც უკვე მე-6 ადგილამდე აღზევდა, მეორეადგილოსან "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს. აქამდე სულ 90 კლასიკი გაიმართა და ეს 91-ეა. 37 პსჟ-მა მოიგო, ხოლო 32 - "ოლიმპიკმა".

ამჯერად, პარიზულ კლუბს აღარ ჩამოყვება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 11 გოლით კლასიკების საუკეთესო ბომბარდირია. მარსელელთა საძულველი ფორვარდი ბურთს "ნისლიან ალბიონზე" აგორებს, მაგრამ სამხრეთელებს ედინსონ კავანისთან გამკლავება მოუწევთ, რომელიც 25 გოლით ევროპის ტოპ-ლიგებში ამ სეზონში საუკეთესოა.

"მონაკო", რომელიც 4 ქულით უსწრებს პსჟ-ს, მანჩესტერული 3:5-ის შემდეგ "გენგამს" ესტუმრება.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური

შაბათი. 25 თებერვალი

ჩელსი-სუონსი 19:00

კრ. პალასი-მიდლსბრო 19:00

ევერტონი-სანდერლენდი 19:00

ჰალი-ბარნლი 19:00

საუთჰემპტონი-არსენალი გადაიდო

ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 19:00

უოტფორდი-ვესტ ჰემი 21:30

კვირა. 26 თებერვალი

ტოტენჰემი-სტოკი 17:30

სიტი-იუნაიტედი გადაიდო

ორშაბათი. 27 თებერვალი

ლესტერი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები: 17 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

ინგლისი. ლიგის თასი. ფინალი

კვირა. 26 თებერვალი

მანჩესტერი-საუთჰემპტონი 20:30

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური

პარასკევი. 24 თებერვალი

ლას პალმასი-სოსიედადი 23:45

შაბათი. 25 თებერვალი

ალავესი-ვალენსია 16:00

ბეტისი-სევილია 19:15

ლეგანესი-დეპორტივო 21:30

ეიბარი-მალაგა 23:45

კვირა. 26 თებერვალი

ესპანიოლი-ოსასუნა 15:00

ატლეტიკო-ბარსელონა 19:15

ბილბაო-გრანადა 21:30

სპორტინგი-სელტა 21:30

ვილიარეალი-რეალი 23:45

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - იაგო ასპასი (სელტა).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური

პარასკევი. 24 თებერვალი

ვოლფსბურგი-ვერდერი 23:30

შაბათი. 25 თებერვალი

ბაიერნი-ჰამბურგი 18:30

ლევერკუზენი-მაინცი 18:30

დარმშტადტი-აუგსბურგი 18:30

ფრაიბურგი-დორტმუნდი 18:30

ლაიპციგი-კიოლნი 18:30

ჰერტა-აინტრახტი 21:30

კვირა. 26 თებერვალი

ინგოლშტადტი-გლადბახი 18:30

შალკე-ჰოფენჰაიმი 20:30

ბომბარდირები: 17 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ანტონი მოდესტე (კიოლნი); 16 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXVI ტური

შაბათი. 25 თებერვალი

ნაპოლი-ატალანტა 21:00

იუვენტუსი-ემპოლი 23:45

კვირა. 26 თებერვალი

პალერმო-სამპდორია 15:30

ჯენოა-ბოლონია 18:00

კროტონე-კალიარი 18:00

სასუოლო-მილანი 18:00

კიევო-პესკარა 18:00

ლაციო-უდინეზე 18:00

ინტერი-რომა 23:45

ორშაბათი. 27 თებერვალი

ფიორენტინა-ტორინო 23:45

ბომბარდირები: 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 17 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ჩირო იმობილე (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტური

პარასკევი. 24 თებერვალი

ნანტი-დიჟონი 22:00

ნიცა-მონპელიე 23:45

შაბათი. 25 თებერვალი

გენგამი-მონაკო 20:00

ნანსი-ტულუზი 23:00

ლილი-ბორდო 23:00

ანჟერი-ბასტია 23:00

რენი-ლორიანი 23:00

კვირა. 26 თებერვალი

სტ. ეტიენი-კაენი 18:00

ლიონი-მეცი 20:00

მარსელი-პსჟ 23:59

ბომბარდირები: 25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს