"ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი მინსკის "დინამოსთან" გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ქართველებისთვის ცნობილი ბელორუსული კლუბი გუშინ ორ შეხვედრას მართავდა, ერთ-ერთი იყო დილით "ლოკომოტივთან", ხოლო საღამოს რუსულ "ტოსნოსთან".

პირველ ტაიმში მინსკელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ერთ-ერთ ეპიზოდში რევაზ თევდორაძე მასთან პირისპირ დარჩენილ თავდამსხმელს, არტიომ კიიკოს გადაეღობა, ბურთი კუთხურზე მოიგერია და თბილისელები აშკარა გოლისგან იხსნა.

მალე კი საქმეში ბელორუსების მეკარე ჩაერთო: ნოდარ ქავთარაძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, გეგა დიასამიძემ მცველს დაასწრო და ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ სერგეი იგნატოვიჩმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბელორუსები ნაღდი გოლისგან გადაარჩინა.

რამდენიმე წუთში გიორგი რეხვიაშვილის შეცდომა ჩვენებს კინაღამ გოლად დაუჯდათ: საკუთარ ნახევარზე უწყინარ ვითარებაში ჯარიმა შეასრულა, გადაცემა საჯარიმოს ხაზთან ისევ კიიკომ ჩაჭრა და მეკარეს ეგრევე დაურტყა. თევდორაძემ ბურთი მოიგერია, რომელიც ნიკა ჭანტურიამ თავით უკანვე დაუბრუნა და თბილისელთა კიპერმა ნახტომში გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა. მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ თბილისელთა ორივე მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა.

მეორე ტაიმში პირველი სახიფათო შეტევა თბილისელებმა განავითარეს, რომლის დაგვირგვინებასაც ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით ქავთარაძე ცდილობდა, მაგრამ იგნატოვიჩმა ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.

სახიფათო გამოდგა მინსკელების სწრაფი კონტრშეტევაც, როდესაც მცველის მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზიდან რომან იუზეპჩუკმა ძლიერად დაარტყა - ამჯერად უკვე შეცვლაზე შესული ბექა ქურდაძე "გაფრინდა" და კუთხურზე მოიგერია. მალე მან მინსკელთა მარცხენა მცველის, იური ოსტროუხის ძლიერი დარტყმით ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა და შეიძლება ითქვა, თბილისელთა გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო.

მომხდარმა თბილისელები გამოაფხიზლა და 77-ე წუთზე ანგარიში გახსნეს: თემურ ღონღაძემ საკუთარი საჯარიმოდან ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაკიდა, ოსტროუხმა ბურთი თავით უხეიროდ მოიგერია და მეკარესთან პირისპირ გეგა დიასამიძე აღმოჩნდა, მას მეკარე ჩაუწვა ფეხებში და არ გაატანინა. მაგრამ იერიში გაგრძელდა, მარჯვენა ფლანგზე ვატო არველაძემ მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ბურთი საჯარიმოში დააბრუნა. დიასამიძე კარის წინ გაიხსნა და ახლო მანძილიდან ამჯერად ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილებმა ცნობილი ბელორუსული კლუბი 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლის ავტორმა დიასამიძემ ამ შეკრებაზე სამი გოლი გაიტანა და გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა. 2 გოლი კი ანგარიშზე 19 წლის ნიჭიერმა ნახევარმცველმა ვატო არველაძემ ჩაიწერა, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მოქმედი წევრია და "ლოკომოტივში" თავის დამკვიდრებას ახერხებს.

ლოკომოტივი: თევდორაძე (46. ქურდაძე) - ღონღაძე, ხიდეშელი (71. ჩიტეიშვილი), რეხვიაშვილი (46. გაბაძე), უბილავა - ჭანტურია - ქავთარაძე (82. კიკაბიძე), სამურკასოვი (68. არველაძე), დიასამიძე, კომახიძე (65. კიკნაძე) - სიხარულიძე.

საინტერესოა, რომ "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო. მინსკელთა გარდა, თბილისელებმა დაამარცხეს დანიის პირველი დივიზიონის "ჰელსინგორი" (2:0), უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი და ორიოდ წლის წინ ევროპალიგის ფინალისტი, დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" (2:1), პოლონეთის პირველი დივიზიონის მეორეადგილოსანი "კატოვიცე" (2:1) და მხოლოდ ყაზახეთის პრემიერლიგელ "ქაისართან" წააგეს (3:4).

დევდარიანის გუნდმა მინსკის "დინამოსთან" 23 თებერვლის დაპირისპირებით შეკრება დაასრულა და 25 თებერვალს თბილისში დაბრუნდება.

დაბოლოს, ეროვნულ ჩემპიონატში კლუბებისთვის საწევრო გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის "ლოკომოტივის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმაც გააკეთა:

"მიმაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ. ვიცი, რომ გადასახადი გაიზრდება. თუმცა, ეს ზრდა კონკრეტული სერვისების დამატებით არის განპირობებული, რაც აზრს მოკლებული არ არის. პირიქით, ვფიქრობ, ბევრი კლუბისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი რამ, რასაც აქამდე ვერ იყენებდნენ", - ამბობს ყიფიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
რა ამგარი ფორმა აქვს ლოკომოტივს, მახსოს ესეთი ფორმები 2003 ეცვათ ხოლმე )
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა