...და უკრაინული ჩოგბურთის რეკორდი დაამყარა
დუბაის ტურნირი - პირველი აუცილებელი "პრემიერი" იყო სეზონში, თუმცა, იქ თამაშზე უარი თქვა ბევრმა წამყვანმა ჩოგბურთელმა - სერენა უილიამსმა, სვეტლანა კუზნეცოვამ, სიმონა ჰალეპმა, იოჰანა კონტამ, მედისონ კისმა, კარლა სუარეს-ნავარომ... სერენას გარდა, ყველას უთამაშებლობის მიზეზი ტრავმა იყო. საბოლოოდ, TOP20-ის მოთამაშეებიდან მხოლოდ ათი ვიხილეთ ძირითად ბადეში. და უმეტესი მათგანი არ იყო კარგ ფორმაში.

მაგალითად, დომინიკა ციბულკოვა პირველივე მატჩში გამოეთიშა ბრძოლას - დამარცხდა ეკატერინა მაკაროვასთან. გარბინ მუგურუსამ პირველი სეტი წააგო კატერინა ბონდარენკოსთან, რის შემდეგაც, შეწყვიტა მატჩი. ასევე ადრე დატოვა ტურნირი კაროლინა პლიშკოვამ. წინა კვირას დოჰაში ტრიუმფის შემდეგ, ჩეხმა ორ სეტში წააგო კრისტინა მლადენოვიჩთან. და კიდევ, აგნიეშკა რადვანსკა დამარცხდა 17 წლის ამერიკელთან კატრინ ბელისთან.

საბოლოოდ, მეოთხედფინალში მხოლოდ სამმა განთესილმა გააღწია. მათგან, ფავორიტი ანჟელიკ კერბერი იყო, რომელსაც განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა - ტიტულის მოგების შემთხვევაში, რეიტინგში პირველ ადგილს დაიბრუნებდა. კიდევ ორი განთესილი იყო - უკრაინელი ელინა სვიტოლინა და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. მათ ძლივს გაიარეს მერვედფინალური ბარიერი: სვიტოლინამ კრისტინა მაკჰეილი დაამარცხა, ვოზნიაცკიმ - კატერინა ბონდარენკო. რაც შეეხება კერბერს, ამ ეტაპზე მან იოლად დაამარცხა მონიკა პუიგი და ამით, რევანში აუღო პუერტორიკოელს რიოს ოლიმპიადის ფინალში მარცხისთვის.

მეოთხედფინალებმა სწრაფად და ფავორიტებისთვის უმტკივნეულოდ ჩაიარა. ლატვიელმა ანასტასია სევატოვამ ორ სეტში გაიარა ჩინელი ჟინ ვანგის ბარიერი. კიდევ უფრო იოლად მოიგეს სვიტოლინამ, ვოზნიაცკიმ და კერბერმა - სამივემ ჯამში მხოლოდ 14 გეიმი წააგო.

პარასკევს, პირველ ნახევარფინალში ვოზნიაცკი და სევასტოვა თამაშობდნენ. პირველ სეტში ჩოგბურთელები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ 3:4-ზე ლატვიელმა უცებ უკლო თამაშს და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცა. მეორე სეტი უფრო დაძაბული აღმოჩნდა. სევასტოვამ ისევ პირველმა წააგო საკუთარი გეიმი, შემდეგ კი შეძლო ანგარიშის გათანაბრება. რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ ბალტიისპირელმა ინიციატივის მოპოვებაც შეძლო. მაგრამ საკუთარ გეიმში 0:40 ჩამორჩა, დანიელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ფინალში გავიდა.

მისი მეტოქე ფინალში ელინა სვიტოლინასა და ანჟელიკ კერბერის მატჩში ირკვეოდა. შეხვედრას სერიოზული ინტრიგა ახლდა თან - უკრაინელს ზედიზედ ორჯერ ჰყავდა დამარცხებული გერმანელი მაშინ, როცა კერბერი პირველი ჩოგანი იყო.

უკრაინელმა უკვე მესამე გეიმში შეძლო ბრეიკის შესრულება. გერმანელმა ჩამორჩენა მალე გააბათილა, მაგრამ შემდეგ, ზედიზედ სამი გეიმი დათმო. ამის მიზეზი გახდა გაუთავებელი შეცდომები, მათ შორის, ხუთი ორმაგი.

მეორე სეტის დაწყებიდან 27 წუთის შემდეგ, ტაბლოზე ასეთი ანგარიში იყო - 6:3, 5:2. თითქოს უკრაინელმა საბოლოოდ დაასამარა მეტოქის შანსები, მაგრამ კერბერმა უცებ გააცნობიერა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ამან ის მოიტანა, რომ გერმანელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. აქ კი სვიტოლინამ მაქსიმალურად აგრესიულად თამაში გადაწყვიტა და შედეგიც მიიღო. მან შეძლო სეტის ტაი-ბრეიკზე გადაყვანა, იქ კი ისევ ის უპირატესობა ჰქონდა, რაც მთელი მატჩის განმავლობაში. ელინამ ზედიზედ მესამედ დაამარცხა კერბერი.

ფინალის დასაწყისი თანაბარი იყო, მაგრამ უკვე მეხუთე გეიმში გამოიკვეთა სვიტოლინას უპირატესობა, რომელიც უკრაინელს მატჩის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან. ის მეტოქეზე გაცილებით აქტიურად თამაშობდა, შეცდომები კი მეტოქეებს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ.

პირველი სეტის მოგების შემდეგ, სვიტოლინამ მეორე პარტია ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ვოზნიაცკიმ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. თუმცა, ამან მხოლოდ რამდენიმე წამით დაძაბა სიტუაცია კორტზე. მატჩის საბოლოო სტატისტიკა კარგად მიუთითებს უკრაინელის უპირატესობაზე - მან 23 "ვინერსი" და 25 უნებლიე შეცდომა დააგროვა, ვოზნიაცკის გაცილებით ცოტა მოგებული ქულა ჰქონდა და უფრო მეტი შეცდომა დაუშვა (10-27).

1:2-დან ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით, ელინამ კარიერაში პირველად მოიგო "პრემიერ 5"-ის ტურნირი, გარდა ამისა, ახალ რეიტინგში გაინაღდა TOP10-ში მოხვედრა. ეს მისი პირადი რეკორდიცაა და უკრაინული ჩოგბურთისაც.

1/4 ფინალი

ანასტასია სევასტოვა (ლატ)-ჟინ ვანგი (ჩინ) 6:4, 7:5; ელინა სვიტოლინა (უკრ, 7)-ლორენ დევისი (აშშ) 6:0, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-კატრინ ბელისი (აშშ) 6:3, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 1)-ანა კონიუხი (ხორ) 6:3, 6:2.

1/2 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:3, 6:4; ელინა სვიტოლინა (უკრ, 7)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 1) 6:3, 7:6.

ფინალი

ელინა სვიტოლინა (უკრ, 7)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
რეიტინგები: ელინას და ზვერევის გარღვევები
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
როლან გაროსი: ველოდებით ახალ ჩემპიონს!
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უკრაინელების უარი რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს - სვიტოლინამ და ცურენკომ მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგეებს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]