ორშაბათს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიოს რეიტინგებში საქართველოს პირველმა ჩოგანმა უქმობის გამო ერთი ნაბიჯით უკან დაიხია
ორშაბათი რეიტინგების გამოქვეყნების დღეა და ტრადიციულად, მსოფლიო კლასიფიკაციაში ქართველი ჩოგბურთელების მდგომარეობას გთავაზობთ.

ანა ტატიშვილი ზედიზედ რამდენიმე კვირა თითო ნაბიჯით მიიწევდა წინ, ახლა კი ეს ნაბიჯი უკან გადადგა. მიზეზი მარტივია - ანა გასულ კვირაში უქმობდა. 21 წლის ტატიშვილი 540 ქულით მსოფლიოს 127-ე ჩოგანია. საკმაო ხანია, რაც არსად თამაშობს ოქსანა კალაშნიკოვა, ჯერჯერობით მისი პოზიცია - 188-ე მსოფლიოში (310 ქულა) - ურყევია.

სხვები: 234 (-) მაკა ჩახნაშვილი - 235 ქულა; 279 (+1) სოფიო შაფათავა - 180; 285 (+1) თათია მიქაძე - 176; 415 (-2) სოფიო ქვაცაბაია - 90; 552 (-4) ეკა გორგოძე - 53; 601 (-2) მანანა შაფაქიძე - 44; 1155 (-3) ანა ჯიქია - 3.

ანა ტატიშვილი ინდიან ველსშია (აშშ), სადაც წარმომადგენლობითი ტურნირი იწყება 4,5 მილიონი დოლარი საპრიზო ფონდით. ჩვენებური საკვალიფიკაციო ბადეშია. ის პირველ შეხვედრას (ჩვენი დროით) გვიან ღამით ითამაშებდა. ქართველის მეტოქე ესპანელი ლაურა პოუს-ტიოა. 26 წლის იბერიელი მსოფლიოს 88-ე ჩოგანია, ყველაზე მაღლა კარიერაში კი 75-ე პოზიციაზე იყო. სხვათა შორის, მათი პირველი შეხვედრა (და ჯერჯერობით ერთადერთი) ქართველის გამარჯვებით დასრულდა, 2006 წელს, როცა ჩარლსტონში 16 წლის ქართველმა დიდი სენსაცია მოახდინდა, მაშინ მსოფლიოს 570-ე ჩოგანმა საუკეთესო ასეულის წევრი სამ სეტში დაამარცხა - 3:6, 6:3, 7:5. ეს იყო ანას პირველი სერიოზული გამარჯვება პროფესიულ კარიერაში. გამარჯვების შემთხვევაში, ანა 20 სარეიტინგო ქულას მიიღებს და ფინალურ რაუნდში გავა.

ვაჟთა რეიტინგში ორი ჩვენებურია: 690 (-2) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 23 ქულა; 861 (-1) ლადო ჩიხლაძე - 11. წყვილებში ბასილაშვილმა 139 საფეხურით წაიწია წინ და ახლა 718-ე ჩოგანია. ბასილაშვილი ამ კვირაში მაკალენის (აშშ, 15 ათასი დოლარი) საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

მე-2 ნომრად განთესილმა ეკა გორგოძემ წარუმატებლად ითამაშა ანთალიაში 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში (!), სადაც მეორე წრეში ბელარუს ილონა კრემენთან (17 წლის ურეიტინგო) დათმო - 4:6, 3:6. დიჟონში (საფრანგეთი, 10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში მე-6 ნომრად თათია მიქაძეა განთესილი, რომელიც შვეიცარიელ მირიამ კასანოვას (801) ხვდება, ხოლო სოფიო ქვაცაბაიას მეტოქე ჰოლანდიელი მარსელა კოეკია (410).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა