ბათუმის "დინამო" "პალმეირასის" აღზრდილი 20 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელით ძლიერდება
მოსამზადებელ ეტაპზე ბათუმის "დინამოში" სინჯებზე ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოჩნდა. 20 წლის ფლანგის თავდამსხმელი ფლამარიონ ჟევინიო ფილიო ცნობილი ბრაზილიური კლუბის, "პალმეირასის" აღზრდილია და ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა, ბოლოს კი ჩერნოგორიული "ლოვჩენის" ღირსებას იცავდა.

დარჩებოდა თუ არა ბრაზილიელი "დინამოში", ეს გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბს შეკრებაზე უნდა მიეღო. ბათუმის "დინამოს" დირექტორ ოთარ ფედიჩკინის თქმით, ჟევინიომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა:

"ბრაზილიელი ფეხბურთელის დატოვება გადაწყვეტილია, მასთან უახლოეს დღეებში ორ ან სამწლიან კონტრაქტს გავაფორმებთ და მალე განაცხადშიც შევიყვანთ.

მეორე ახალწვეულიც, უკრაინელი თავდამსხმელი იაროსლავ კვასოვიც, არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელია. ის დონეცკის "ოლიმპიკის" აღზრდილია და ესტონეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა. მიმაჩნია, რომ ისინი გუნდს გააძლიერებენ", - ამბობს ფედიჩკინი.

საინტერესო ფაქტია - ბათუმელებმა გოგონათა გუნდი დააფუძნეს:

"უმაღლეს ლიგაში პირველები ვართ, ქალთა და ამპუტანტთა გუნდი რომ ჩამოვაყალიბეთ. აქამდეც გვყავდა ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის გუნდები. ამდენად, სტრუქტურულად, საქართველოში სამაგალითონი ვართ.

ბუნებრივია, წლეულს მთავარ "დინამოს" უმძიმესი სეზონი ელის. წინასწარ ლაპარაკი და ტრაბახი არ გვსურს, მაგრამ იმედია, ჩემპიონატს ღირსეულად ჩავატარებთ".

ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" სპონსორი გახდა თურქული კომპანია "მეტრო", რასაც კიდევ ორი ახალი პარტნიორი მოჰყვა - "ევროპაბეთი" და ბათუმის საზღვაო ნავსადგური. ამაზე ფედიჩკინმა საინტერესო რამ გვითხრა:

"ბათუმის ნავსადგური 2017 წელს ნაწილობრივ დაგვაფინანსებს. გარდა ამისა, "მეტროსთან" მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ეს კომპანია მზად არის, "დინამოს" ფეხბურთელებთან კლუბის სახელფასო ვალდებულების გარკვეული ნაწილიც დაფაროს".

"ევროპაბეთთან" კი ხელშეკრულება 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა და წლის ბოლომდე იქნება ძალაში. ბათუმელები ამ წელს მაისურებზე სწორედ მის ლოგოს გამოსახავენ. ფედიჩკინმა სხვა ამ და კომპანიებთან თანამშრომლობის დეტალებიც გაგვიმხილა:

"დასამალი არ არის, რომ ამ კონტრაქტში "ევროპაბეთმა" კლუბს 50 ათასი ევრო დაურიცხა. ცხადია, დანარჩენ სპონსორებთან ურთიერთობაც სასარგებლო იქნება და ამაში, ჯამურად, დაახლოებით 300 ათასი ლარის მიღებას ვიმედოვნებთ.

ერთ ამდენს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მივიღებთ და კლუბის ბიუჯეტი 600 ათასი ლარით რომ შეივსება, პატარა ამბავია? თუმცა, მეტი შემოსავალიც გვქონია. 2016 წელს მოზიდულმა სასპონსორო თანხებმა ჯამში 351 ათას ლარს მიაღწია. არც ერთ სახელმწიფო კლუბს ამდენი არ მოუზიდავს".

ქართულ კლუბებში სპონსორების მოძიება რთულია, მაგრამ ბათუმელთა მაგალითი ამტკიცებს, რომ ეს შეუძლებელი სულაც არ არის:

"სხვათა შორის, ფონდის მიერ დაწესებული თანხები საკმაოდ აზარტულ ვითარებას ქმნის და სპონსორების მოძიებას გვაიძულებს. მუშაობაა საჭირო და არა - კაბინეტში ჯდომა.

მიმაჩნია, რომ სირთულეების მიუხედავად, სპონსორების მოზიდვა შესაძლებელია. ამას დაემატება ქულებისთვის დასარიცხი თანხები, ევროპის ლიგაზე ასპარეზობისთვის მისაღები ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
სტადიონი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
nukri
კახა ქირია - უფრო მეტი პრობლემაა საწვრთნელი ბაზის შეჩერებული მშენებლობა. ცნობისათვის: ეს არ არის კონკრეტულად დინამოს საწვრთნელი ბაზა, ეს ზოგადად სპორტული ბაზაა, რომელზეც შეუძლია დინამოს ივარჯიშოს. ორი აზრი არ არსებობს, რომ გუნდს სავარჯიშო მოედანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმულირება უკეთესია.
დათო
სტადიონი გააკეთეთ ბათუმში! სირცხვილია...
Guadua
კახა ქირია ?იმდნეჯერ გადმოსცეს რომ სტადიონის პროექტი არის სამხარაულში ექსპერტიზაზე და მარტისათვის იქნება პასუხიო, ამის შესახებ ყველაზე არაინფორმირებულებმაც კი იციან :) უფრო მეტი პრობლემაა საწვრთნელი ბაზის შეჩერებული მშენებლობა.
papai
სტადიონი ეტყობა არ ჭირდებათ, ბულვარში ითამაშებენ
დემე
სტადიონიც საჭიროა და მთელი ინფრასტრუქტურაც თავისთავად. ერთი ფაქტია, რომ რაც ეს პიროვნება გამოჩნდა იმის მერე გახდა ბათუმის გუნდი კონკურენტუნარიანი. აბა გადახედეთ მანამდე პრესას გუნდი სად იყო და რას აკეთებდა.
ana
სტადიონი არ გინდათ?
giorgi
არ მინდა დავიჯერო რომ მართლა ასეთი გულუბრყვილო ხალხი ვართ ეს ქართველები, მოვა თურქული მეთრო ააშენებს სტადიონს ბათუმში და გვგონია გვეტყვის ბედნიერებაში მოგახმაროთო ქართველებს ეგ ჩვენი საჩუქარიო?!!!
ბათუმს "ქათქათას"
რა ამბიციები უნდა გააჩნდეს კლუბს, მით უმეტეს ევროპულ სარბიელზე, რომელსაც არა თუ საკუთარი სტადიონი არ გააჩნია, არამედ მშობლიურ ქალაქში არ არის სტადიონი (თუნდაც მუნიციპალური), სადაც ის თამაშს შეძლებდა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ამის შემდეგ. კარგით რა!!!!!!! ბოლო, ბოლო მარტვილის მერანი გჯობიათ თქვენ ამ კუთხით.
haha
ბილეთების გაყიდვით ფული არ შემოდის? თუ არ იყიდება? იქნებ მაგ მხრივაც გემუშავათ.
vax-vax
სტადიონის შესახებ გეთქვა რამე,თუ შენც ხელი გაქვს ჩაქნეული.სპონსორი კარგია,მაგრამ ეს თურქული "მეტრო"-ს გამოჩენა არ მომეწონა,მთელი ბათუმი აღებული აქვს,სფერო არ არსებობს,რომ ხელს არ აფათურებდეს.შორს გამიზნული მიზნები აქვთ თურქებს,ალბათ ჯერ დინამოს შეისყიდიან და თურქულ სახელს დაარქმევენ,შემდეგ შეიძლება სტადიონიც კი ააშენონ, თუ ჭკვიანად ვიქნებით.ვიქნებით ჭკვიანად ჩვენ,მაგრამ სტადიონი მათ საკუთრებაში იქნება და ჩვენ ახლოსაც არ გაგვაკარებენ.არ იციან ეს ქართველებმა? იციან,მაგრამ ახლა ასეა საჭირო...
კახა ქირია
ეს ყველაფერი ძალიან კარგი,მაგრამ სტადიონთან დაჯავშირებით რა ხდება?რატო არ აწუხებთ სათანადო ორგანოებს,რატო არ აქტიურობთ უფრო მეტად არ გინდათ თქვენს ქალაქში ფეხბურთი თუ რა ხდება?
svan
და ეს ბრაზილიელი რატომ წამოვიდა იმ რაღაც ჩერნოგორიული კლუბიდან?! გამოუშვეს თუ "უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში უნდა თამაში"?!
კახა ქირია
ეს ყველაფერი ძალიან კარგი,მაგრამ სტადიონთან დაჯავშირებით რა ხდება?რატო არ აწუხებთ სათანადო ორგანოებს,რატო არ აქტიურობთ უფრო მეტად არ გინდათ თქვენს ქალაქში ფეხბურთი თუ რა ხდება?
es kargia...
ეს კარგია მაგრამ ამხელა ბიუჯეტი თუ გექნებათ მოიყვანეთ სერიოზული ფეხბურთელები და იქნებ ჯგუფში გაყოთ თავი,უფრო მეტს არ მოიგებტ?
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სანამ კიდევ ცოცხალია - ანუ რა სიკეთე მოაქვთ ლეგიონერებს?
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის
ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა