გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიამ" ადრიატიკის ლიგაზე ტოპ-ოთხეულის საგზურის მაძიებელი ორი გუნდი გზიდან ჩამოიცილა
გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიამ" ადრიატიკის ლიგაზე ბოლო ორი ტური აღმაფრენით ჩაატარა და ტოპ-ოთხეულის (რეგულარული ეტაპიდან სწორედ ოთხი გადის) საგზურის მაძიებელი ორი გუნდი გზიდან ჩამოიცილა: ჯერ ჩერნოგორიაში "ბუდუჩნოსტს" სძლია, კვირას კი ხორვატიაში "ზაგრები" დაამარცხა - 89:85.

მიუხედავად იმისა, რომ შერმადინს ჩვეული ეფექტურობით არ უთამაშია, მწვრთნელი მას ბოლო წუთებზეც ენდო (მეხუთე ფოლი ბოლო წამებზე მიიღო). გიორგის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 16 წუთი, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 5 მოხსნა.

"ოლიმპიას" გამოცდილმა ქართველმა ვლადიმერ ბოისამ 4 წუთი ითამაშა.

რეგულარული ეტაპის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე "ოლიმპიას" 15 მოგება აქვს (8 მარცხი) და "პარტიზანთან" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. სლოვენიელებს ოთხეულში მოხვედრა განაღდებული აქვთ - სადღეისოდ მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მყოფი "ზაგრები" და "ბუდუჩნოსტი" (13-13 მოგება) "ოლიმპიას" საბოლოოდ ვერ გადაასწრებენ, რადგან მათთან ლიუბლიანელებს დადებითი ბალანსი აქვთ.

"ოლიმპია" მომდევნო შეხვედრას 8 მარტს ჩეხურ "ნიმბურკთან" ჩაატარებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა