როგორ გამოიჭირეს ჰოლივუდის ვარსკვლავები უკანონო თამაშში
აშშ-ის შტატების უმეტესობაში ბეთინგი აკრძალულია. ეს კი პრობლემებს უქმნის ფსონების მოყვარულებს - მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად. მათ შორის კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავები მრავლად არიან.

გასული წლის დეკემბერში, ნიუ იორკის პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა კრიმინალთან ერთად, არალეგალური ფსონებით იყო დაკავებული.

საქმემ უფრო მასშატაბური ხასიათი შეიძლება მიიღოს, თუ დამტკიცდება, რომ იატაკქვეშა ბუკმეიკერთა კლიენტები ცნობილი ამერიკელები იყვნენ.

ძალისმიერი ორგანოების კარგად დაგეგმილმა ერთობლივმა ოპერაციამ მიიღო სახელწოდება - "ანკესი ზვიგენისთვის". შედეგი კი აღმოჩნდა ე. წ. გენუური ოჯახის ანუ მაფიის დაპატიმრებული 13 წევრი.

სინდიკატის შეფს, 76 წლის სალვატორე "სალი" დიმეოსა და მის თანამზრახველებს ბრალდებების დიდი სია წარუდგინეს, რაც 56 გვერზეა გაწერილი. არალეგალური ბუკმეიკერობისა და ამისთვის კოსტა რიკაში სათამაშო ვებგვერდების შექმნის გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო სიგარეტის კონტრაბანდით და უძრავი ქონების უკანონო ვაჭრობით.

დაკავებულებს შორის, ამერიკული პოლიცია გამოარჩევს ვინსენტ "ვინი" ტალერსიოს - ძველ ბრუკლინელ ბუკმეიკერს, რომლის კლიენტები იყვნენ ჰოლივუდის ელიტის წარმომადგენლები, - წერს Radar Online.

გამოცემის ინფორმაციით, ვინის სამსახურით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან "ნათლიმამას" ვარსკვლავი ჯეიმს ქაანი, მოკრივე და მსახიობი ტონი დანცი, რომელსაც ვიცნობთ სერიალებით - "ტაქსი" და "ვინ არის აქ ბოსი?", აგრეთვე პოლ სორვინო, ვინც მაფიის ბოსი ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში "მაგარი ბიჭები".

"ჯეიმსი უბრალოდ შეშლილია თამაშზე. ყველაფერზე დებს ფულს. მზად არის ფსონს ჩავიდეს იმაზე, ლიფტის რომელი კარი გაიღება პირველად", - ყვება Radar Online-ის ინსაიდერი.

ასევე ვინსენტ ტალერსიოს კლიენტთა სიაში შეიძლება იყვნენ ისეთი სახელგანთქმული პერსონაჟები, როგორებიც არიან ცნობილი მოთამაშე ჩარლი შინი, ტელევიზიის ვარსკვლავი რეჯის ფილბინი, ოსკაროსანი რეჟისორი ჯეიმს ბრუქსი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "სიმპსონების" პროდუსერი.

იტყობინებიან, რომ კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავების იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ტალერსიოს ტელეფონების მოსმენა დაიწყეს. ფსონებს სწორედ სატელეფონო კავშირის მეშვეობით იღებდნენ.

"ვინი არა მხოლოდ არალეგალური ბუკმეიკერია, - აგრძელებს გამოცემის წყარო. - ეს არის იატაკქვეშა ბეთინგის ლეგენდა, რომელიც უამრავ ცნობილ ადამიანთან მუშაობდა. ის ასევე მუშაობდა მრჩევლად - ვარსკვლავებს ეხმარებოდა ფსონების დადებაში. ვინის ყველაფერი ჰქონდა, რაც კი უნდა იცოდეთ სპორტში ფსონებზე შესახებ. ის მოსიარულე ენციკლოპედიაა".

ოფიციალურად, ვინსენტ ტალერსიო ბრუკლინში პროდუქტების საოჯახო მაღაზიაში მუშაობდა. ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციისა შემდეგ, დანაშაულებრივი სინდიკატიდან მიღებულ შემოსავლებს ანაწილებდა, იღებდა არალეგალურ ფსონებს, აგრეთვე, მეგობრულ რჩევებს უზიარებდა კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავებს.

ჯერჯერობით, ვინი უარს ამბობს ბრალის აღიარებაზე. სახელმწიფო ბრალმდებლები საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცდებიან სასამართლოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი