ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი "გოლდენ სტეიტში"
ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი "გოლდენ სტეიტში". რაც ოკლენდურ გუნდში გადავიდა, ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი - 15 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (22 დეკემბერს "ბრუკლინთან), დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას კი ფილადელფიაში 119:108 მოგებულ მატჩში ზაზამ არასრულ 15 წუთში 16 ქულა მიითვალა და "გოლდენ სტეიტში" პირად რეკორდს უწია.

ფაჩულიამ, რომელსაც ქომაგი ძირითადად დაცვით, ფარქვეშ მებრძოლ მოთამაშედ იცნობს, თავისი ბომბარდირული თვისებები კარგად გამოავლინა. ასე მცირე დროში ჩაგდებული 16 ქულა ნებისმიერი კალათბურთელისთვის სოლიდური შედეგია.

ფაჩულია არ ერიდებოდა შეტევას, თანაგუნდელებიც პასებს აწვდიდნენ და ქართველმა ცენტრმა თამაშიდან ხუთივე სროლა ჩააგდო, რასაც 7-დან 6 საჯარიმოც მოაყოლა.

16 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით, "გოლდენ სტეიტში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 16 ქულა ფილადელფიასთან მატჩში

ოკლენდელებში ბომბარდირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 21 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო სტეფ კარიმ 33 წუთში 19 ქულა მიითვალა. კარისთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო შორი სროლების მხრივ. ოკლენდელების სნაიპერმა 11 ცდიდან ყველა სამქულიანი ააცილა.

იხილეთ ვიდეო: ფილადელფია - გოლდენ სტეიტი 108:119

50 გამარჯვებითა და 9 მარცხით "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებს. ფილადელფიიდან ფაჩულიას გუნდი ამერიკის დედაქალაქში გადავა, სადაც პირველ მარტს "ვაშინგტონ ვიზარსთან" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

pele
საინტერესოა სულ რამდენი ქულა აქვს მოპოვებული ზაზას მიმდინარე სეზონში?
svan
ლუკა-ს რაშუაშია წინა მატჩში უფრო მეტხანს ითამაშა ვიდრე ეხლა))))
jon
ზაზა უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებს გელდენში, დააკვირდით მის თამაშს და დარწმუნდებით, ლამაზი თვალების გამო ამხელა ამბიციების გუნდში ტყუილად არვინა აიყვანდა,ზაზა ამტკიცებდა დაამტკიცა და კიდევ მრავალ თამაშს ჩაატარებს უმაღლეს დონეზე
ტარიელი
ზაზა დაიქოქა!!!!
ჯონი
ზაზა, რომ ჭკვიანი და უძლიერესი კალათბურთელია ეს დღესაც დაამტკიცა. ნუთუ 11 - დან 1 სამქულიანს მაინც ვერ ჩააგდებდით. გაბედეთ ვერთხელ მაინც ესროლეთ სამქულიანი. ვარსკლავები ისვრიან და როგორ ბევრს აცილებენ. მე კი დარწმუნებული ვარ თქვენ არავიზე ნაკლებად ისვრით. წარმატებები ზაზას - ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს.
tanto
დღეს კერი ჭედავდა მაგრად, ზაზას თამაში მისდიოდა, მაკგიზე და ვესტზე ბევრად კარგად თამაშობდა და ვესტი ათამაშა ყველაზე დიდხანს. ან ზაზა და ჯაველი ბოლომდე არ დატვირთა, ვინაიდან ხვალ დილითაც თამაში აქვთ ვაშინგტონთან.
ლუკა
ნათია-ს. მართალი ხარ საყვარელო, მაგრამ რატომ გავიწყდება, რომ ზაზა სულ ახლახან დაუბრუნდა გუნდს ტრამვის შემდეგ.
gizog
გაიხარე ზაზა, უფალი შეგეწიოს. უფრო და უფრო მეტ წარმატებებს გისურვებ.
ნათია
როცა მიდის ადამიანს თამაში, აამაშე რა. ვააააა
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს