ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნინო ოძელაშვილი - ნაკრების ცენტრი

ნინო ოძელაშვილი - ნაკრების ცენტრი

21-23 აპრილს თურქეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მხოლოდ ერთი მონაწილე - ოძელაშვილი ეყოლება
გუშინ გაცნობეთ, რომ ჭაბუკთა ნაკრები 19-20 მარტს ანთალიაში ევროპის თასზე იჭიდავებს. ტურნირში ჩვენი გოგონებიც გამოვლენ, ოღონდ თუ ბიჭების თავკაც გიორგი ვაზაგაშვილს ჯერ არ დაუსახელებია თურქეთში წასაყვანი შემადგენლობა, გოგოების დამრიგებელმა გიორგი თენაძემ ეს პრობლემა უკვე გადაჭრა.

სალომე აბაშიძე, ქეთევან სამხარაძე (ორივე - 48), გურანდა შოთაძე, მარი მახარაშვილი (52), მარი ციხელაშვილი, მარი ჯანაშვილი (57), ანი მინდიაშვილი (63) - მისი გადაწყვეტილებით, ანთალიაში ესენი იჭიდავებენ. ციხელაშვილი და ჯანაშვილი ნაკრების ძველი წევრები არიან, დანარჩენებს კი უცხოეთში ჭიდაობის დიდი გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ. ჯანაშვილი ანთალიაში შარშანაც გამოდიოდა და ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ თურქ სევილაი კაპლანთან წააგო და მეხუთეზე დარჩა. საინტერესოა, რომ შარშან მას ასაკის გამო არ ეკუთვნოდა იქ გამოსვლა, თუმცა ორგანიზატორებს მისი დაბადების თარიღი გამორჩათ. სამაგიეროდ, მოგვიანებით ეს ფაქტი ევროპის ძიუდოს კავშირში ამოქექეს და პასუხისმგებელი პირი ერთწლიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს.

თუმცა ჩვენ ანთალიის შარშანდელი ტურნირი სულ სხვა ფაქტით დაგვამახსოვრდა - მძიმე წონაში ლაგოდეხელმა ელენე ქებაძემ გაიმარჯვა, როცა ფინალის წინ სერბ მილიცა ზაბიჩს, ცოტა არ იყოს და ქედმაღლური ღიმილი არ აპატია. საქმე ისაა, რომ ჩვენებური მანამდე მასთან ერთი-ორჯერ დამარცხდა და საკუთარ მოგებაში დარწმუნებულმა სერბმა ორთაბრძოლის დაწყებამდე თურმე დამცინავი ღიმილით გადახედა ელენეს... ცხვირიც წაიმტვრია, მაგრამ ქებაძე წლეულს უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა და ახლა იქ ეცდება წარმატებების მოპოვებას.

თენაძემ ასევე გაარკვია 21-23 აპრილს თურქეთშივე, ოღონდ სტამბოლში, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი კანდიდატიც. მისი გადაწყვეტილებით, იქ მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - ნინო ოძელაშვილი (70).

საერთოდ, ოძელაშვილთან და ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გეგმები უფრო დაიწმინდა და დაკონკრეტდა. ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის ახალგაზრდა სამბისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ოძელაშვილი აქამდეც გუნდის ლიდერად მოიაზრებოდა და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების უმთავრეს კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ სხვებსაც სცდიდნენ. შეჯიბრებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ოლიმპიადაზე მოხვედრის ყველაზე რეალური კანდიდატი მართლაც ოძელაშვილია, სხვებს კი ამის შანსი ბევრად ნაკლები აქვთ. ამიტომ თენაძემ გადაწყვიტა, ქალთა ნაკრებისთვის განკუთვნილი ისედაც მწირი ფინანსები მთლიანად ოძელაშვილისკენ მიმართოს.

გადაწყვეტილება ფედერაციამაც მოიწონა და სპორტის სამინისტრომაც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები უცხოეთში შეჯიბრებებზე აღარ გამოვლენ. მათაც დააფინანსებენ, მაგრამ მეტი ყურადღება ოძელაშვილზე იქნება მიმართული. დაგეგმილი 3-4 ტურნირის ნაცვლად იგი 7-8-ში გამოვა და მსოფლიოს თასების გარდა, ევროპის თასებშიც აჭიდავებენ, რომელიც ასევე იძლევა სალიცენზიო ქულებს, თუმცა შედარებით ცოტას. აქ საქმე მის რეიტინგშია - ჯერჯერობით მხოლოდ 20 ქულა აქვს და რეიტინგის მეორე ნახევარშია, წილისყრა კი განთესვით ეწყობა, ანუ მას შეჯიბრებაზე თავიდანვე წონის ფავორიტებთან უწევს შეხვედრა. ევროპის თასებზე გამოსვლა ჩვენებურს ქულების მარაგის შევსების და რეიტინგში მაღლა ანაცვლების საშუალებას მისცემს, რაც ლიდერებთან შეხვედრისგან ცოტა ხნით მაინც დაიცავს. ამას ისიც ემატება, რომ ეს ფავორიტები, როგორც წესი, ევროპის თასებზე არ გამოდიან, ძირითადად მსოფლიოს თასებზე ჭიდაობენ.

ევროპის ჩემპიონატისთვის ოძელაშვილი თურქეთშივე მოემზადება. თენაძესა და თურქეთის ქალთა ნაკრების ხელმძღვანელობას შორის კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული - წელიწადში რამდენჯერმე ესტუმრებიან ხოლმე ერთმანეთს ერთობლივი ვარჯიშების ჩასატარებლად. ამჯერად თურქებმა მიიწვიეს ჩვენები - სხვათა შორის, ვაჟთა ნაკრებიც, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, არ წავლენ, რადგან ეს მზადების მათეულ გეგმაში არ ჯდება. აი, თენაძე კი ამ შემოთავაზებით ნამდვილად ისარგებლებს და ოძელაშვილის გარდა, კიდევ ოთხი გოგოს წაყვანას აპირებს.

ერთობლივი შეკრება ანკარის ახლოს, ჩანკარში გაიმართება - სწორედ იქაა თურქეთის ძიუდოს ფედერაციის ბაზა და მათი გუნდებიც იქვე მოემზადებიან კონტინენტის პირველობისთვის. მათი წინადადებაა, შეკრება 1 აპრილიდან დაიწყონ და ევროპის ჩემპიონატამდე იქ დარჩნენ. შეთავაზების ბოლო პუნქტი თენაძესაც ხელს აძლევს, მაგრამ დიდი ხნით არ სურს იქ წასვლა. მისი აზრით, აჯობებს, ორი კვირა ივარჯიშონ და თურქეთშიც იმ დროს გაემგზავრება, ამ ვადებში რომ ჩაეტიოს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა