"ცხინვალთან" მატჩში ზივ არიე 90 წუთის განმავლობაში შენიშვნებითა თუ შეძახილებით ამხნევებდა თავის მრავალეროვან გუნდს...
ახალი სეზონის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამაც უცხოური შეკრებები დაასრულა; ანუ ამჟამად მზადება ადგილზე მიმდინარეობს და საკონტროლო მატჩებსაც, ფაქტობრივად, აღარ უნდა ველოდოთ.

ამ უქმეებზე ერთ-ერთი ბოლო სპარინგმატჩი გამართა "დილამ": გორელთა საგრძნობლად გადახალისებული გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითებულ "ცხინვალს" რუსთავში დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ იყო, "დილაში" მოსალოდნელი სერიოზული საკადრო ცვლილებები რომ ანონსდებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კლუბის მართვა საკუთარ თავზე უცხოელმა (ისრაელიდან) ინვესტორებმა აიღეს და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, სერიოზული (ამასთან, ზოგისთვის - მტკივნეულიც) საკადრო ცვლილებებიც განახორციელეს როგორც - გუნდში, ასევე, საერთოდ, "დილას" საკლუბო სტრუქტურაშიც.

ყველაზე ხმაურიანი, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის შეცვლა იყო: ბოლო წლების "დილას" წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ახალგაზრდა და უდავოდ, საინტერესო სპეციალისტს, უჩა სოსიაშვილს გუნდიდან წასვლა მოუწია!

შეგახსენებთ, რომ სოსიაშვილის ხელმძღვანელობით, "დილამ" თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონობა (2014/15 წლების სეზონში), მომდევნო სეზონში - მესამე ადგილი დაიკავა, აი, გარდამავალ ჩემპიონატში კი პლეი აუტში მოუწია ასპარეზობა და ასე შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. სოსიაშვილის ადგილი კი უცხოელმა სპეციალისტმა დაიკავა.

ზივ არიეს (ისრაელი) დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში 5 მარტს შედგება. ცხადია, ჯერჯერობით ძალიან ძნელია "დილას" ახალი თავკაცის სამწვრთნელო კვალიფიკაციაზე მსჯელობა, თუმცა იმის თქმა კი შეიძლება, რომ ახალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ერთადერთი უცხოელი სპეციალისტი იმუშავებს, თან ერთობ ემოციურიც - "ცხინვალთან" სპარინგის დროს ზივ არიე მუდმივად თამაშში იყო ჩართული და 90 წუთის განმავლობაში შენიშვნებითა თუ შეძახილებით ამხნევებდა თავის მრავალეროვან გუნდს...

მატჩი კი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრად უკეთ დაკომპლექტებულმა და, რაც მთავარია, ბევრად უკეთესი პირობების მქონე "დილას" გამარჯვებით დასრულდა; თუმცა, გორელთა გუნდს საგრძნობი უპირატესობა მხოლოდ პირველ ტაიმში ჰქონდა, აი, შესვენების შემდეგ კი ახალგაზრდული "ცხინვალი" საგრძნობლად გააქტიურდა და მატჩის მიწურულს უკვე აღარც იგრძნობოდა, რომ ერთმანეთს სხვადასხვა ლიგაში მოასპარეზე გუნდები ხვდებოდნენ.

ისე, "დილასა" და "ცხინვალს" შორის სხვაობაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ გორელთა გუნდის ებრაელმა მწვრთნელმა ზივ არიემ 23 ფეხბურთელი გამოიყვანა მოედანზე, მაშინ, როცა მისმა კოლეგამ, "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ჩიქოვანმა მხოლოდ ორი ახალგაზრდა შეიყვანა შეცვლაზე; ეგ კი არა, "დილას" ერთმანეთზე გამოცდილი სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: გიორგი ფოფხაძე, ლუკა რაზმაძე და ირაკლი მოდებაძე (ტრავმების შემდეგ მალე რომ დაუბრუნდებიან გორელთა გუნდს).

თამაშს "დილას" სპორტულ დირექტორ ვანო ხორგუაშვილთან ერთად, გორული კლუბის ახალი მფლობელებიც ესწრებოდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ტაიმი "დილას" უპირატესობით წარიმართა და ყოველივე ეს, საყრდენი ნახევარმცველების, ხანგრძლივი ტრავმის მერე დაბრუნებული გიორგი პაპავასა და ბრაზილიელი ახალწვეულის, ჟეან დერეტის აქტიური და, რაც მთავარია, ნაყოფიერი თამაშით იყო განპირობებული.

მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა "დილას" ახალწვეულმა გოდერძი მაჩაიძემ. ტრადიციულად, აქტიურობდა "დილას" კიდევ ერთი ახალწვეული დავით კირკიტაძე. ამ რეაქტიულმა გარემარბმა მატჩის დასაწყისში რომარიკ ეტუს პასით ანგარიში გახსნა, მერე კი საგოლე გადაცემაც მიითვალა!

ამ ეპიზოდში ჩინებულად გაისარჯა "დილას" კიდევ ერთი ახალწვეული ლეონარდო: ტანმაღალი ბრაზილიელი ცენტრფორვარდი კარგად გაერკვა სიტუაციაში და "ცხინვალის" ახალწვეულს, უკრაინელ მეკარე ვლადიმირ მელნიჩენკოს აუღებელი დაურტყა. "ცხინვალს" პირველი ტაიმის მიწურულს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ლაშა ქოჩლაძის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას ადგილზე დახვდა "დილას" მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი.

აი, მეორე ტაიმში კი ერთიანად გაახალგაზრდავებული "ცხინვალი" საგრძნობლად გააქტიურდა და ზერეალური შანსიც მიეცა: თამაზ მაქაცარიას აქტიურობის შედეგად ლაშა ქოჩლაძე მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ 21 წლის პლეიმეიკერმა ბურთი ხარიხას გაარტყა!

თუმცა, "ცხინვალს" მაინც დაუფასდა აქტიური თამაში და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობით გამორჩეულმა 19 წლის სანდრო ქრისტესიაშვილმა თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, უკრაინელი მეკარის გარდა, "ცხინვალში" კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ნიგერიელმა ცენტრალურმა მცველმა კაზიმმაც ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ოღონდ გუნდში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერჯერობით კვლავაც ღიად რჩება; თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ "ცხინვალის" ტექნიკური დირექტორი დავით ცაბაძე არ დაგვზარდება და ამ ნიგერიელის შესახებ ამომწურავ ინფორმაციასაც ჩვეული ოპერატიულობით მოგვაწვდის.

დილა (პირველი ტაიმი): მუჯრიშვილი - ეტუ, მაჩაიძე, ქარქუზაშვილი, გაგოშიძე - პაპავა, დერეტი - კირკიტაძე, ნონიკაშვილი, ლეანდრო - ლეონარდო; მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ხაინდრავა, პაპუაშვილი, კვახაძე, ჭეჭელაშვილი, ელიაური, წიქარიძე, აბუბაქარი, სართანია, კალანდარიშვილი, გოგიაშვილი, კაპანაძე (პლუს, სინჯებზე მყოფი კიდევ ერთი უცხოელი ფორვარდი);

ცხინვალი: მელნიჩენკო - ცერცვაძე, გადრანი, კაზიმი, წივწივაძე - კასრელიშვილი, მ. გელაშვილი, ქრისტესიაშვილი, იოსელიანი - ქოჩლაძე - მაქაცარია; მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლომსაძე, კენჭაძე;

ორივე გუნდისათვის ეს მატჩი გენერალურ რეპეტიციად უნდა ჩაითვალოს: 5 მარტს "დილას" ურთულესი საგარეო მატჩი ელოდება "ჩიხურასთან", ხოლო პირველ ლიგაში დაქვეითებული "ცხინვალი" ამავე დღეს (ისევე, როგორც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში) რუსთავში უმასპინძლებს "მეშახტეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება